პირველადი პრევენცია

BCG ვაქცინაციის კეთრის საწინააღმდეგო დამცველობითი ფუნქცია გამოვლინდა 5 მსხვილ კვლევაში, რომლებიც ჩატარდა ინდოეთში, მალავიში, მიანმარში, პაპუა ახალ გვინეაში და უგანდაში, თუმცა დამცველობითი ეფექტი ვარირებდა ქვეყნებს შორის; 20-30% მიანმარში და ინდოეთში, 80% უგანდაში. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, BCG ვაქცინის შემჩნეული დამცველობითი ეფექტი შესამჩნევად ძლიერი იყო იმ ინდივიდებში, რომელთაც ვაქცინაცია ჩაუტარდათ <15 წლის ასაკში. ინდოეთში, მალავისა და ვენესუელაში ჩატარებული ვაქცინის კვლევების შედეგებმა გამოავლინა BCG ვაქცინის დაახლოებით 50%-იანი დამცველობითი ეფექტი კეთრის წინააღმდეგ; BCG ვაქცინის მეორე და დამატებითი დოზები ზრდიდა დამცველობით ეფექტს. თუმცა, მკვდარი Mycobacterium leprae-ს დამატებამ ვერ გააუმჯობესა BCG ვაქცინაციის მიერ შემოთავაზებული დამცველობითი ეფექტი.[24][25][26][27]

ნაჩვენებია ერთდოზიანი რიფამპიცინის ეფექტურობა კონტაქტებში კეთრის ინციდენტობის შესამცირებლად. თუმცა, ქემოპროფილაქტიკა არ არის რეკომენდებული ენდემური ქვეყნების გარეთ.[28] ყველა კონტაქტი უნდა შემოწმდეს ყოველწლიურად 5 წლის განმავლობაში.[29]

დიაგნოზის დადასტურების შემდეგ იზოლაცია საჭირო არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მკურნალობა, რადგან ინფექციურობა მინუმამდე დადის რიფამპიცინის შემცველი რეჟიმით მკურნალობის დაწყების შემდეგ.[30]

მეორეული პრევენცია

თუ უნდათ, პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია ტრავმისგან დასაცავად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიის ნაწილია ხილული დეფორმაციებისა და უნარშეზღუდულობის მქონე ახალი შემთხვევების შემცირება; აგრეთვე მნიშვნელოვანია დისკრიმინაციისა და სტიგმის შემცირება.[1]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას