მიდგომა
კეთრის ენდემურ ქვეყნებში, დიაგნოზი ისმება კლინიკურ გასინჯვაზე დაფუძნებით. თუმცა, ლაბორატორული კვლევების საშუალებით შესაძლებელია დიაგნოზის დადასტურება და ზუსტი კლასიფიცირება.
ანამნეზი.
მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ელემენტებია კეთრით დაავადებული ოჯახის წევრები, მოგზაურობის ანამნეზი და კონტაქტი კეთრით დაინფიცირებულ არანამკურნალებ ადამიანებთან. საშუალო ინკუბაციურ პერიოდად მიჩნეულია 3 - 5 წელი, თუმცა ჩვილებში გამოვლენილი კეთრის შემთხვევებიდან გამომდინარე, მინიმალურ პერიოდად მიჩნეულია რამდენიმე კვირა.[31] მაქსიმალურ ინკუბაციურ პერიოდად მიჩნეულია ≥30 წელი, რაც დადგინდა ომის ვეტერანების შესწავლის შედეგად, რომლებსაც ჰქონდათ ენდემურ არეებში ხანმოკლე ექსპოზიცია, სიცოცხლის დანარჩენი ნაწილი კი არაენდემურ არეში გაატარეს.
ფიზიკური გამოკვლევა
კანის დაზიანება შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავლობითი და შეიძლება იყოს ჰიპოპიგმენტური ან ერითემატოზული. შეიძლება შეგვხვდეს კანის დაზიანების მრავალი ფორმა, მაგრამ ყველაზე ხშირია მაკულები, პაპულები და კვანძები. დაავადება აგრეთვე შეიძლება გამოვლინდეს მრავლობითი ინფილტრაციული კერებით ან მხოლოდ კანის დიფუზური ინფილტრაციით. მგრძნობელობის მოშლა კეთრის ტიპური გამოვლინებაა; კანის დაზიანებაზე არ შეიგრძნობა ნემსით ჩხვლეტა ან/და მსუბუქად შეხება.
გასინჯვა უნდა მოიცავდეს პერიფერული ნერვების პალპაციას. შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობა, პარესთეზიები ან ნერვის გასქელება. ყველაზე ხშირად ზიანდება სხივის ნერვი, იდაყვის კანისმხრივი ნერვი, შუათანა ნერვი, მუხლქვეშა ნერვი, დიდი წვივის (ტიბიალური) ნერვი და ყურის დიდი ნერვი. კიდურების დაბუჟება და ნერვის ფუნქციის მოშლა (მტევნის ფალანგთშუა სახსრების "კლანჭისებრი" დეფორმაცია, დაკიდებული ტერფი და სახის ნერვის დამბლა) შეიძლება ასევე შეგვხვდეს.
წმინდა ნერვული კეთრი არის კეთრის იშვიათი გამოვლინება და გვხვდება პაციენტების 5%-დან 20%-მდე ჯგუფში.[32] პაციენტებს აღენიშნებათ ნეიროპათია კანის დაზიანების ნიშნების გარეშე.[33]
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოლიგობაცილური კეთრი (მოსაზღვრე ტუბერკულოიდური)მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ადრეული მულტიბაცილური კეთრიმსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოლიგობაცილური კეთრი: ტუბერკულოიდიმსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: მულტიბაცილური კეთრის კვანძებიმსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია [Citation ends].
კვლევები
Wade-Fite შეღებვის გამოყენებით კანის ნაცხის მიღება რეკომენდებულია, როცა ეს შესაძლებელია. მულტიბაცილიან პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს წითლად შეღებილი, ჩხირისებრი კეთრის ბაცილები. ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, კანის ბიოპტატის ჰისტოპათოლოგია გამოსადეგია დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის და დაავადების დეტალური კლასიფიკაციისთვის. ნერვის ბიოფსია შეიძლება ჩატარდეს ჭეშმარიტი ნერვული კეთრის შემთხვევაში, მაგრამ იგი ძალიან იშვიათია.
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია შესაძლოა გამოსადეგი იყოს ქსოვილში Mycobacterium leprae-ს დნმ-ის აღმოსაჩენად. იგი გამოსადეგია ლეპრომატოზული კეთრის სადიაგნოსტიკოდ, მაგრამ ნაკლებად სენსიტიურია ტუბერკულოიდური და მოსაზღვრე კეთრის შემთხვევაში.
იმუნოლოგიური რეაქციები
კეთრის მქონე პაციენტთა 30 - 50%-ში ვლინდება ორი ტიპის რეაქცია: პირველი ტიპის რეაქცია (უკუგანვითარებადი რეაქცია) და მეორე ტიპის რეაქცია (კეთროვანი კვანძოვანი ერითემა) ეს რეაქციები ხშირად შეცდომითაა მიჩნეული პოლიმედიკამენტური თერაპიის გართულებებად. რეაქცია წარმოადგენს გადაუდებელ სამედიცინო მდგომარეობას, რამაც შეიძლება გაზარდოს კეთრთან დაკავშირებული ავადობა და მნიშვნელოვანია ამ რეაქციების სწორად ამოცნობა და მკურნალობა, რათა დაქვეითდეს კეთრთან დაკავშირებული ქმედუუნარობა.
მესამე რეაქცია, ცნობილი როგორც ლუციოს ფენომენი, შედარებით იშვიათია. იმუნოლოგიური რეაქციები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, მკურნალობამდე, მკურნალობის დროს ან მის შემდეგ.[5]
პირველი ტიპის რეაქცია (უკუგანვითარებადი რეაქცია)
ყველაზე ხშირად ვითარდება მოსაზღვრე, საშუალო-მოსაზღვრე, მოსაზღვრე ლეპრომატოზული და ლეპრომატოზული კეთრის დროს.
კანის არსებული დაზიანებები ხდება ერითემატოზული და ედემატოზური.
სისტემური სიმპტომები ნაკლებადაა დამახასიათებელი
ნევრიტი: დამახასიათებელია ნერვის სპონტანური ტკივილი, მგრძნობელობის მომატება, პარესთეზიები ან/და ნერვის ფუნქციის დაკარგვა (მტევნის ფალანგთშუა სახსრების "კლანჭისებრი" დეფორმაცია, დაკიდებული ტერფი, სახის ნერვის დამბლა).
მეორე ტიპის რეაქცია (კეთროვანი კვანძოვანი ერითემა)
ყველაზე ხშირად ვითარდება მოსაზღვრე და ლეპრომატოზული კეთრის დროს
ახასიათებს მტკივნეული, ერითემატოზული კანქვეშა კვანძების ჯგუფების სწრაფი განვითარება, რომლებიც შეიძლება დაწყლულდნენ
ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, ანორექსია
ართრალგიები
ორქიტი, ეპიდიდიმიტი, ირიტი
ნევრიტი.
ლუციოს ფენომენი
ვითარდება დიფიზური არაკვანძოვანი ლეპრომატოზული კეთრის (ლეპრა ბონიტა/ლამაზი კეთრი) დროს; დაკავშირებულია სხვა სახეობასთან, რომელსაც ეწოდებ[4]
ჰემორაგიული ინფარქტების ჯგუფები კანში, რომლებიც ხდებიან ნეკროზულები და წყლულდებიან
რჩება ატროფიული ნაწიბურები
სისტემური სიმპტომები ნაკლებად ახასიათებს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას