მიდგომა

ადრეული დიაგნოსტიკა და პოლიმედიკამენტური თერაპია კვლავ წარმოადგენს დაავადების განკურნების, ქმედუუნარობის პრევენციის და შესაძლოა გადაცემის შემცირების ძირითად ელემენტს.

პოლიმედიკამენტური თერაპია: ზოგადი პრინციპები

პოლიმედიკამენტური თერაპია შეიქმნა (MDT) დაფსონისადმი რეზისტენტობის ფართოდ გავრცელების გამო და რეჟიმები შეიქმნა იმაზე დაფუძნებით, რომ ისინი ხელს ეფექტურად შეუშლიდნენ ხელს კომბინაციაში შემავალი რომელიმე ერთი მედიკამენტისადმი რეზისტენტობის განვითარებას.[34][35]

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას უწევს იგივე სამ-მედიკამენტიანი რეჟიმის გამოყენებას კეთრის მქონე ყველა პაციენტში, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა მულტიბაცილარული (MB) კეთრი ((≥6 დაზიანება) ან პაუციბაცილარული (PB) კეთრი (1-5 დაზიანება). პოლიმედიკამენტური თერაპიის (MDT) წყლულის კალენდრის პაკეტი შეიცავს რიფამპიცინს, დაპსონსა და კლოფაზიმინს. ერთადერთი განსხვავება არის, რომ PB ლეპროსის მქონე პაციენტებს მკურნალობენ სულ მცირე 6 თვის განმავლობაში, მაშინ როცა MB ლეპროსის შემთხვევაში მკურნალობა მიმდინარეობს სულ მცირე 12 თვეს.[34]

  • პაციენტებში, რომლებიც ვერ იღებენ პირველი რიგის მედიკამენტებს მათი არასასურველი ეფექტის გამო ან თანმხლები დაავადების გამო, მათი ჩანაცვლება შეიძლება ფთორქინოლებით (მაგ. ოფლოქსაცინი, ლოცეფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი) ან მინოციკლინით ან კლარითრომიცინით პოლიმედიკამენტური რეჟიმის ნაწილად.[36] ფტორქინოლონები არასასურველ ეფექტთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა ტენდინიტი, მყესის გაგლეჯა, ართრალგია, ნეიროპათიები, სხვა მოვლენები ძვალკუნთოვანი ან ნერვული სისტემის მხრივ, აორტის განშრევება, მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემია და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევა.[37][38][39]

  • რიფამპიცინის მიმართ რეზისტენტული კეთრის შემთხვევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ორი მეორე რიგის მედიკამენტის ფთორქინოლონების (მაგ. ოფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი) ან მინოციკლინი ან კლარითრომიცინი - 6 თვის განმავლობაში, შემდეგ კი ერთი მეორე რიგის მედიკამენტი დამატებით 18 თვის განმავლობაში. ეს უნდა დავუნიშნოთ მთელი მკურნალობის განმავლობაში კლოფაზიმინზე დამატებით. რიფამპინსა და ფთორქინოლონებზე რეზისტენტობის შემთხვევაში, პაციენტებს შესაძლოა ვუმკურნალოთ კლარითრომიცინითა და მინოციკლინით 6 თვის განმავლობაში, შემდეგ ერთ-ერთით კლარითრომიცინით ან მინოციკლინით შემდეგი 18 თვის განმავლობაში, ეს უნდა დაინიშნოს კლოფაზიმინზე დამატებით მთელი მკურნალობის განმავლობაში.[34]

რიფამპიცინი:

  • დამტკიცებულია სტანდარტული ყოველთვიური დოზის არატოქსიკურობა.

  • აღწერილია თირკმლის უკმარისობის, თრომბოციტოპენიის, გრიპისმსგავსი სინდრომის და ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევები.

  • ძლიერი ბაქტერიოციდული ეფექტი.

  • წამლისადმი რეზისტენტობა იშვიათია დაფსონთან კომბინაციის შემთხვევაში.

კლოფაზიმინი:

  • ფაქტობრივად არატოქსიკური იმ დოზით, რაც გამოიყენება მულტიბაცილური კეთრის დროს.

  • ხშირია კანის პიგმენტაცია, განსაკუთრებით კანის დაზიანებების შიგნით, თუმცა იგი სრულად ლაგდება მკურნალობის შეწყვეტიდან 6-12 თვეში.

  • მაღალი დოზების შემთხვევაში იშვიათად შეიძლება განვითარდეს მძიმე გასტროინტესტინური გვერდითი ეფექტები.

დაფსონი:

  • შედარებით არატოქსიკური გამოყენებულ დოზებში.

  • დაგვიანებული ჰიპერმგრძნობელობის იშვიათი შემთხვევები და, უფრო იშვიათად, აგრანულოციტოზი.

  • მკურნალობის დაწყებამდე HLA-B*13:01 სკრინინგმა შესაძლოა შეამციროს დაპსონის ჰიპერმგრძნობელობის ინციდენტობა მაღალი რისკის მოსახლეობაში.[40]

  • მსუბუქი ჰემოლიზური ანემია ხშირია მედიკამენტით მკურნალობის შემდეგ.

  • მძიმე ჰემოლიზური ანემია იშვიათია თუ პაციენტებს არ აქვთ გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას ნაკლებობა.

  • წამლისადმი რეზისტენტობა დაბალია რიფამპიცინთან კომბინირების შემთხვევაში.

მოზრდილთა მკურნალობა ეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მკურნალობის გაიდლაინებს.

იმუნოლოგიური რეაქციების მკურნალობა

კეთრის მქონე პაციენტთა 30 - 50%-ში ვლინდება ორი ტიპის რეაქცია: პირველი ტიპის რეაქცია (უკუგანვითარებადი რეაქცია) და მეორე ტიპის რეაქცია (კეთროვანი კვანძოვანი ერითემა) ეს რეაქციები ხშირად შეცდომითაა მიჩნეული პოლიმედიკამენტური თერაპიის გართულებებად. რეაქცია წარმოადგენს გადაუდებელ სამედიცინო მდგომარეობას, რამაც შეიძლება გაზარდოს კეთრთან დაკავშირებული ავადობა და მნიშვნელოვანია ამ რეაქციების სწორად ამოცნობა და მკურნალობა, რათა დაქვეითდეს კეთრთან დაკავშირებული ქმედუუნარობა.[41] მესამე რეაქცია, ცნობილი, როგორც ლუციოს ფენომენი, შედარებით იშვიათია. იმუნოლოგიური რეაქციები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, მკურნალობამდე, მკურნალობის დროს ან მის შემდეგ.[5][35]

პირველი ტიპის რეაქცია (შექცევადი რეაქცია):

  • პრედნიზოლონი იწვევს სწრაფ სიმპტომურ შვებას და ეხმარება ნერვის ფუნქციის დარღვევის გამოსწორებაში. რეჟიმის შედგენა ხდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია მოტორული ან სენსორული დეფიციტის არსებობაზე. სიმპტომების ხელახლა შეფასება უნდა მოხდეს ყოველ 2 კვირაში. თუ ნერვის ფუნქცია გაუმჯობესდება, შესაძლებელია დოზის ნელა შემცირება შემდეგი 3 თვის განმავლობაში.[42]

  • კორტიკოსტეროიდების გრძელვადიანი გამოყენება იწვევს გვერდითი ეფექტების რისკს, რაც იწვევს კორტიკოსტეროიდების დამზოგავი საშუალებების გამოყენებას, როგორიცაა მეტოტრექსატი ან ციკლოსპორინი.[43] მეტოტრექსატით ან ციკლოსპორინით მონოთერაპია შეიძლება იყოს ალტერნატიული ვარიანტი.[41]

მეორე ტიპის რეაქცია (კეთროვანი კვანძოვანი ერითემა)

  • ამჟამინდელი არჩევის პრეპარატი, ტალიდომიდი, ძალზედ ეფექტურია სიმპტომების გასაუმჯობესებლად. მისი ტერატოგენურობიდან გამომდინარე, ტალიდომიდს თავს არიდებენ რეპროდუქციულ ქალებში. ამ კონკრეტული პოპულაციის მკურნალობა გამოწვევად რჩება. შესაძლებელია პრედნიზოლონის გამოყენება. კორტიკოსტეროიდების გრძელვადიანი გამოყენება იწვევს გვერდითი ეფექტების რისკს, რაც იწვევს კორტიკოსტეროიდების დამზოგავი საშუალებების გამოყენებას, როგორიცაა მეტოტრექსატი.[43]

  • მიუხედავად იმისა, რომ ტალიდომიდის და პრედნიზოლონის კომბინაცია ნებადართულია კეთროვანი კვანძოვანი ერითემისა და ნევრიტის სამკურნალოდ, თავი უნდა ავარიდოთ მას ღრმა ვენების თრომბოზის გაზრდილი რისკის გამო. პოლიმედიკამენტურ რეჟიმში კლოფაზიმინის მაღალი დოზები შეიძლება იყოს ალტერნატივა პაციენტებისთვის, ვინც ვერ იღებენ თალიდომიდს, მაგრამ მისი სრული ეფექტი არ ვლინდება დაწყებიდან 4-6 კვირამდე. [ Cochrane Clinical Answers logo ]

  • მეტოტრექსატით მონოთერაპია შეიძლება იყოს ალტერნატიული ვარიანტი.[41]

ლუციოს ფენომენი

  • თუ პაციენტი უკვე არ იტარებს პოლიმედიკამენტურ თერაპიას, მას უნდა მიეცეს ლეპრომატოზული კეთრის საწინააღმდეგო მედიკამენტები, მათ შორის რიფამპიცინი, დაფსონი და კლოფაზიმინი. აგრეთვე საჭიროა კორტიკოსტეროიდების დანიშვნა და თვეების განმავლობაში მოხსნა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას