კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

კანის ნაცხი

ტესტი
შედეგი
ტესტი

განვითარებად ქვეყნებში, კანის ნაცხი ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი, მისი სანდოობა კი ხშირად საეჭვოა. აქედან გამომდინარე, უფრო და უფრო მეტი პროგრამა კლასიფიკაციას აფუძნებს კლინიკურ კრიტერიუმებზე. აუცილებელი ნაწილი დაფუძნებულია კანის დაზიანებების რაოდენობაზე.

შედეგი

დადებითია მჟავა-გამძლე ბაცილაზე (AFB, ფიტის ან ვეიდის საღებავი)

კანის და/ან ნერვის ბიოფსია და ჰისტოპათოლოგია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ჰისტოპათოლოგია გამოსადეგია დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის და დაავადების დეტალური კლასიფიცირებისთვის.

კეთრის სხვადასხვა ფორმებს ახასიათებთ სპეციფიკური ჰისტოპათოლოგიური სურათი: სპექტრის ტუბერკულოიდური მხარის ჰისტოპათოლოგიით ვლინდება ეპითელოიდურ უჯრედები, მკაფიოდ მოსაზღვრული გრანულომები, ლანგჰანსის გიგანტური უჯრედები და ლიმფოციტები, შეღებვა Wade-Fite წესით უარყოფითია; სპექტრის ლეპრომატოზულ მხარეს გვხვდება მეტი ქაფიანი მაკროფაფი და ვეიდ-ფიტის შეღებვა ავლენს მიკობაქტერიას.

ნერვის ბიოფსია შეიძლება ჩატარდეს ნერვული კეთრის შემთხვევაში, მაგრამ იგი ძალიან იშვიათია.

შედეგი

გვეხმარება დავადგინოთ დაავადების კლასიფიკაცია და მჟავა-გამძლე ბაცილების არსებობა.

გასათვალისწინებელი კვლევები

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ადგენს Mycobacterium leprae-ს ქსოვილის დნმ-ში. იგი გამოსადეგია ლეპრომატოზული კეთრის სადიაგნოსტიკოდ, მაგრამ ნაკლებად სენსიტიურია ტუბერკულოიდური და მოსაზღვრე კეთრის შემთხვევაში, სადაც დიაგნოსტიკა უფრო რთულია. არ არის ყოველთვის ხელმისაწვდომი.

შედეგი

M leprae ან M lepromatosis დნმ-ის გამოვლენა

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას