გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
ცვლადი
საშუალო

კეთრისთვის დამახასიათებელი პარალიზური დაკიდებული ტერფი, ლაგოფთალმი და დაკიდებული მაჯა. კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა და შესაბამისად დაზიანებული კიდურის არასწორად გამოყენება იწვევს დაწყლულებას, ინფექციას და, საბოლოოდ, მძიმე დეფორმაციებს და უნარშეზღუდულობას. ქმედუნარიანობის შეზღუდვების უმეტესობა ვითარდება პაციენტის დიაგნოზირებამდე. აქედან გამომდინარე, ქმედუუნარობის თავიდან აცილებს ყველაზე ხარჯთეფექტური მეთოდია ადრეული გამოვლენა და დროული პოლიმედიკამენტური თერაპიით მკურნალობა, მათ შორის ლეპროზულ რეაქციებთან დაკავშირებული ნევრიტის სათანადოდ მართვა.[52]

ცვლადი
დაბალი

თვალის დაზიანების მიზეზი შეიძლება იყოს პირდაპირი ბაცილური ინვაზია ან ნერვის დაზიანება. კეთრის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ თვალისმხრივი გართულებები, როგორიცაა რქოვანას დაწყლულება, ირიდოციკლიტი და ლაგოფთალმი. რქოვანას დაწყლულების მიზეზი შეიძლება იყოს რქოვანას ანესთეზია ან ქუთუთოების დამბლა. ირიდოციკლიტი სიბრმავის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია კეთრის დროს, აქედან გამომდინარე აუცილებელია დროული მკურნალობა გუგის გამაფართოებლებით (მიდრიატიკები) და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით. ლაგოფთალმის მქონე პაციენტებმა უნდა დაიცვან თვალები დამცავი და მზის სათვალის გამოყენებით. მიზანშეწონილია ხელოვნური ცრემლის ხშირი გამოყენება დღის განმავლობაში და ზეთოვანი წვეთების ღამით.

ცვლადი
დაბალი

ლიმფური ჯირკვლები შეიძლება იყოს ზომაში გაზრდილი, უმტკივნეულო და რბილი რეზინის კონსტისტენციის, განსაკუთრებით ბარძაყის, საზარდულის და ჭაღზედა ჯირკვლები, თუმცა იშვიათად ერთი ან მეტი ჯირკვლის ძლიერი შესიება და მგრძნობელობის მომატება შეიძლება განპირობებული იყოს რეაქტიური მდგომარეობით.

ცვლადი
დაბალი

მუცლის ღრუს შინაგანი ორგანოების რეტიკულოენდოთელურ ელემენტებში იჭრება ბაცილები, ყველაზე ხშირად ელენთაში და ღვიძლში. მსგავსი მექანიზმით ზიანდება ძვლის ტვინი.

ცვლადი
დაბალი

შეიძლება განვითარდეს ქვემო კიდურების ლიმფედემა, რაც არასათანადო ყურადღების მიქცევის შემთხვევაში გამოიწვევს ელეფანტიაზს (სპილოვნება).

ცვლადი
დაბალი

შეიძლება განვითარდეს გლომერულონეფრიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი და პიელონეფრიტი. თირკმლის ამილიოდოზი გავრცელებული გართულებაა ზოგიერთ გეოგრაფიულ რეგიონში, სხვებში კი შედარებით იშვიათი. როგორც ჩანს იგი კავშირშია კეთროვანი კვანძოვანი ერითემას სიმძიმესთან და სიხშირესთან.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას