დიფერენციული დიაგნოზები
ფსორიაზი
ნიშნები / სიმპტომები
ახასიათებს კანის გავრცელებული აქერცვლადი ბალთები, განსაკუთრებით სახსრების გამშლელ ზედაპირზე. შეიძლება აღინიშნოს ფრჩხილების დაზიანება და ართრიტი.
არ ვლინდება ნერვების დაზიანება და კანის კვანძები.
კვლევები
დიაგნოზი ჩვეულებრივ დაფუძნებულია კანის შესახედაობაზე. არ არსებობს სპეფიციური სისხლის ანალიზები ან დიაგნოსტიკური პროცედურები, მაგრამ კანის ბიოფსია შეიძლება საჭირო გახდეს სხვა პათოლოგიების გამოსარიცხად და დიაგნოზის დასადასტურებლად.
კანის ბიოპტატის ჰისტოლოგიით ვლინდება ეპითელიუმის აკანტოზი, გრანულომების არარსებობა, მაგრამ ლიმფოციტების და ნეიტროფილების ფოკალური აკუმულაცია. მჟავა-გამძლე ბაცილები არ ვლინდება ბიოფსიის დროს.
ეგზემა
ნიშნები / სიმპტომები
ახასიათებს კანის გავრცელებული სიმშრალე და მორეციდივე გამონაყარი ერითემით და ქავილით.
შეიძლება აღინიშნოს კანის დროებითი გაუფერულებული არეები.
სავარაუდოდ ვლინდება სახსრების მომხრელ ზედაპირზე. შეიძლება იყოს ალერგიის ანამნეზი. არ ვლინდება ნერვების დაზიანება და კანის კვანძები.
კვლევები
კანის ბიოფსია და ჰისტოპათოლოგიური სპონგიოზი, მაგრამ არა გრანულომა.
კანის ტესტირება შეიძლება გამოსადეგი იყოს ალერგიული ეკზემის დიაგნოსტიკისთვის, სისხლის საერთო ანალიზმა კი შეიძლება გამოავლინოს პერიფერიული ეოზინოფილია. მჟავაგამძლე ბაცილები არ გვხვდება ბიოფსიის დროს.
Tinea corporis (ტანის ტრიქოფიტია)
ნიშნები / სიმპტომები
ბეჭდისებრი დაზიანებები აქტიური და ქერცლიანი საზღვრებით. არ ვლინდება ნერვების დაზიანება და კანის კვანძები.
კვლევები
ანაფხეკის ტესტი KOH-ის გამოყენებით დადებითია. მჟავაგამძლე ბაცილები არ გვხვდება ბიოფსიის დროს.
ნაწიბურები/კელოიდები
ნიშნები / სიმპტომები
დამწვრობამ და სხვა დაზიანებებმა შეიძლება დატოვონ არაესთეტური ნაწიბურები. ანამნეზში ტრავმა ან დამწვრობა. არ ვლინდება ნერვების დაზიანება და კანის კვანძები.
კვლევები
კანის ბიოფსია და ჰისტოპათოლოგია ავლენს მომატებულ კოლაგენს დერმაში ანთებისა და გრანულომის წარმოქმნის გარეშე. მჟავა-გამძლე ბაცილები არ ვლინდება.
სიფილისი
ნიშნები / სიმპტომები
სიფილისის კანის დაზიანებები შეიძლება გავდეს კეთრის მაკულებს, მაგრამ სენსორული ცვლილებების არარსებობა და მკურნალობაზე პასუხი საკმარისია დიფერენცირებისთვის.
კვლევები
ინფექციური ორგანიზმია Treponema pallidum. კანის ბიოფსიამ და ჰისტოპათოლოგიამ შეიძლება გამოავლინოს ანთებითი ცვლილებები, რაც დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. მეორეული სიფილისი შეიძლება დაკავშირებული იყოს გრანულომის წარმოქმნასთან, მაგრამ მჟავა გამძლე ბაცილები არ ვლინდება სპეციალური შეღებვით.
VDRL ყოველთვის არ არის სანდო დიფერენციული დიაგნოსიტიკისას, რადგან ცრუ დადებითი შედეგები არც ისე იშვიათია მოსაზღვრე და ლეპრომატოზული კეთრის შემთხვევაში, რა დროსაც საჭიროა დამადასტურებელი კვლევები, მაგალითად FTA-ABS.
კანის ანაფხეკის გამოკვლევამ ან კანის ბიოფსიამ dark field მიკროსკოპით შეიძლება გამოავლინოს სპიროქეტები.
სისტემური წითელი მგლურა
ნიშნები / სიმპტომები
კანის დაზიანებები შეიძლება იყოს ბეჭდისებრი, მოსაზღვრე კეთრის მსგავსი შემაღლებული საზღვრით და ცენტრალური გაუფერულებით.
კვლევები
დადებითი ანტინუკლეური ანტისხეულები (ANA) კეთრის მქონე პაციენტებს ხშირად აქვთ ცრუ დადებითი ANA, რა შემთხვევაშიც ds-DNA-ს საწინააღმდეგო ანტისხეულები გვეხმარება დიფერენცირებაში.
ფუნგოიდური მიკოზი
ნიშნები / სიმპტომები
ადრეული დაზიანებები შეიძლება აგვერიოს კვანძოვან კეთრში. მოგვიანებით სტადიაზე შეიძლება აღინიშნოს სისტემური ჩართულობა.
კვლევები
კანის ბიოფსია და ჰისტოპათოლოგია ავლენს ატიპური ლიმფოციტების ინფილტრატებს, T უჯრედების გენების რეარანჟირება კი ავლენს კლონალურობას.
ვულგარული მგლურა
ნიშნები / სიმპტომები
დიდია შანსი კეთრის დაზიანებებში არევის და ორივე დაავადების შემთხვევაში რთულია მჟავა-გამძლე ბაცილების გამოვლენა. ლუპუსი წარმოქმნის მტკივნეულ, წყლულოვან კანის დაზიანებებს პირის, თვალების, ცხვირის და ყურების გარშემო. უფრო მიდრეკილია ნაწიბურების წარმოქმნისკენ და არ ვლინდება მგრძნობელობის ცვლილებები.
კვლევები
კანის ბიოფსია გამოავლენს გრანულომატოზურ ანთებას და, იშვიათად, კაზეოზურ ნეკროზს, სპეციალური შეღებვისას Mycobacterium tuberculosis მჟავაგამძლე ბაცილით. კეთრიდან განსხვავება რთულია, თუმცა კანის ტუბერკულოზი, შესაძლოა M tuberculosis კულტივირება ან პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით გამოვლენა.
კანის ლეიშმანიოზი
ნიშნები / სიმპტომები
კანის ლეიშმანიოზი შეიძლება შეცდომით გვეგონოს კეთრი. პაპულური დაზიანებები წყლულდება. ანერგიული ლეიშმანიოზი შეიძლება ჰგავდეს ლეპრომატოზულ კეთრს.
კვლევები
კანის ანაფხეკი და ჰისტოპათოლოგია. შესაძლებელია ლეიშმანიის კულტივირება (NNM მედია) ან პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით გამოვლენა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას