ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძირითადი რისკფაქტორებია ახლო კონტაქტი მულტიბაცილური კეთრით დაავადებულ პაციენტთან და ენდემურ არეში ბინადრობა.
კანის ტიპური დაზიანებები
შეიძლება შეგვხვდეს მრავალი ფორმა, მაგრამ ყველაზე ხშირია მაკულები, პაპულები და კვანძები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოლიგობაცილური კეთრი (მოსაზღვრე ტუბერკულოიდური)მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ადრეული მულტიბაცილური კეთრიმსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: მულტიბაცილური კეთრის კვანძებიმსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია [Citation ends].
ადრეული დაზიანება შეიძლება იყოს გაურკვეველი, არამკაფიო საზღვრის მქონე, ჰიპოპიგმენტური ან ერითემატოზული კერა, რომელიც გაყუჩებულია. დაზიანებები შეიძლება იყოს მოწითალო ან სპილენძისფერი. დაავადება აგრეთვე შეიძლება გამოვლინდეს მრავლობითი ინფილტრაციული ფოლაქებით ან მხოლოდ კანის დიფუზური ინფილტრაციით.
ნერვის ჩართულობა
გასინჯვა უნდა მოიცავდეს პერიფერული ნერვების პალპაციას. შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობა, პარესთეზიები ან ნერვის გასქელება. ყველაზე ხშირად ზიანდება სხივის ნერვი, იდაყვის კანისმხრივი ნერვი, შუათანა ნერვი, მუხლქვეშა ნერვი, დიდი წვივის (ტიბიალური) ნერვი და ყურის დიდი ნერვი. აგრეთვე კიდურების დაბუჭება და ნერვის ფუნქციის დაკარგვა (მტევნის ფალანგთშუა სახსრების "კლანჭისებრი" დეფორმაცია, დაკიდებული ტერფი, სახის ნერვის დამბლა).
კეთრი შეიძლება გამოვლინდეს კანის ანესთეზირებული არეებით კერების გარეშე (ჭეშმარიტი ნერვული კეთრი).
მგრძნობელობის დაკარგვა
კეთრის ტიპური გამოვლინება. კანის დაზიანებებმა შეიძლება გამოავლინოს მგრძნობელობის დაკარგვა ქინძისთავის და/ან მსუბუქი შეხებით.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
იმუნოლოგიური რეაქციები
კეთრის მქონე პაციენტთა 30 - 50%-ში ვლინდება ორი ტიპის რეაქცია: პირველი ტიპის რეაქცია (უკუგანვითარებადი რეაქცია) და მეორე ტიპის რეაქცია (კეთროვანი კვანძოვანი ერითემა) ეს რეაქციები ხშირად შეცდომითაა მიჩნეული პოლიმედიკამენტური თერაპიის გართულებებად. რეაქციები წარმოადგენენ გადაუდებელ სამედიცინო მდგომარეობებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კეთრთან დაკავშირებული ავადობა. მნიშვნელოვანია ამ რეაქციების სწორად ამოცნობა და მკურნალობა, რათა დაქვეითდეს კეთრთან დაკავშირებული ქმედუუნარობა. მესამე, შედარებით იშვიათ რეაქციას ეწოდება ლუციოს ფენომენი.
თვალის დაზიანებები
შეიძლება აღინიშნოს ქუთოთოსა და რქოვანას კუნთების დაზიანება. კეთრი სიბრმავის მესამე წამყვანი მიზეზია მსოფლიოში. კეთრის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ თვალისმხრივი გართულებები, როგორიცაა რქოვანას დაწყლულება, ირიდოციკლიტი და ლაგოფთალმი.
რისკფაქტორები
ძლიერი
ახლო კონტაქტი მულტიბაცილარული კეთრის მქონე ადამიანთან
სიღარიბე
კეთრი ჩვეულებრივ, მაგრამ არა ყოველთვის, დაკავშირებულია დაბალი სოციალური კლასის თემებთან, სადაც ხშირია არადამაკმაყოფილებელი კვება, მჭიდრო დასახლებები და ჰიგიენის დაბალი სტანდარტები.
ენდემურ არეში ბინადრობა
2018 წელს, კეთრის ახალი შემთხვევების 96% დაფიქსირდა 23 გლობალურად პრიორიტეტულ ქვეყანაში: ანგოლა, ბანგლადეში, ბრაზილია, კომორი, კოტ დ'ივუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, მიკრონეზია (ფედერაციული შტატები), ინდოეთი, ინდონეზია, კირიბატი, მადაგასკარი, მოზამბიკი, მიანმარი, ნეპალი, ნიგერია, ფილიპინები, სამხრეთ სუდანი, შრი-ლანკა, სუდანი, სომალი და ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა.[23] ამ შემთხვევების უმრავლესობა დაფიქსირდა ბრაზილიაში, ინდოეთსა და ინდონეზიაში.
სუსტი
გენეტიკური განწყობა
არსებობს მტკიცებულება, რომ ყველა ადამიანს, რომელიც ინფიცირებულია Mycobacterium leprae-ით არ უვითარდება კეთრი. ითვლება, რომ გენეტიკური ფაქტორები ახდენენ ზეგავლენას, რაც დაფუძნებულია ზოგიერთ ოჯახში შესწავლილ კლასტერულ შემთხვევებზე.
ზოონოზური გადაცემა
აშშ-ს სამხრეთ ნაწილში, კეთრის მქონე პაციენტებში, რომლებსაც არ ჰქონდათ საზღვარგარეთის ქვეყნებთან ექსპოზიცია, აღმოაჩინეს, რომ დაინფიცირებული იყვნენ Mycobacterium leprae-ს იგივე შტამით, როგორც გარეული არმადილით რეგიონში.[16]M leprae და M lepromatosis აღმოაჩინეს წითელ ციყვებში დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში და ველურ შიმპანზეებში დასავლეთ აფრიკაში.[14][15]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას