მონიტორინგი

პაციენტების განმეორებითი ვიზიტი უნდა დაინიშნოს ყოველ 3 თვეში ერთხელ მკურნალობის პერიოდში და უნდა მოხდეს კანისა და პერიფერიული ნერვების გასინჯვა. პაციენტებს უნდა მიეცეთ კლინიკაში უფრო ადრე დაბრუნების ინსტრუქცია თუ განვითარდება ნევრიტის ან რეაქციის განვითარების ნიშნები.

პაციენტებს უნდა ასწავლონ ტრავმების პრევენცია, ხელებისა და ფეხების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ მათ აქვთ კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა. თვალების რეგულარული გამოკვლევა აგრეთვე მნიშვნელოვანია.

თუ პაციენტს განუვითარდა იმუნოლოგიური რეაქცია და მკურნალობს პრედნიზოლონით ან თალიდომიდით, საჭიროა განმეორებითი ვიზიტის დანიშვნა ყოველთვე.

მკურნალობის დასრულების შემდეგ, ოლიგობაცილური კეთრის მქონე პაციენტებზე ყოველწლიური დაკვირვება გრძელდება 3 წლის განმავლობაში, ხოლო მულტიბაცილური პაციენტების შემთხვევაში -5 წლის განმავლობაში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას