პროგნოზი

გასტროენტერიტი, როგორც წესი, თვითგანკურნებადია.

ლისტერიოზთან დაკავშირებულ თითოეულ სინდრომს აქვს ცალკეული პროგნოზი, რომელიც განპირობებულია იმუნური სტატუსით და თანმხლები დაავადებებით.[1][29][31]​​[40]

ერთ-ერთი ეროვნულო ობსერვაციული კოჰორტული კვლევის თანახმად, ბაქტერემიის და ნეიროლისტერიოზის სიკვდილობის ყველაზე მძლავრი პროგნოზული ფაქტორები იყო მიმდიანრე კიბო, მულტიორგანული უკმარისობა, ორგანოს ნებისმიერი არსებული დაავადების დამძიმება და მონოციტოპენია.[57] მენინგოენცეფალიტი წარმოადგენდა ცენტრალური ნერვული სისტემის ყველაზე გავრცელებულ გამოვლინებას და გვხვდებოდა პაციენტთა 84%-ში. ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობის მქონე პაციენტების 17%-ს უფიქსირდება თავის ტვინის ღეროს დაზიანება.[57] იმავე კვლევაში, ორსულ ქალთა მხოლოდ 5%-ს ჰქონდა ნორმალური, არასასურველი მოვლენებისგან თავისუფალი კლინიკური შედეგი. ქალთა დაახლოებით მეოთხედმა ნაყოფი დაკარგა.[57]

ლისტერიოზის მქონე დედების მიერ შობილი ჩვილების 75%-ს აღენიშნება გართულება კლინიკური ნეონატალური ლისტერიული ინფექციით.[1][2]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას