ეტიოლოგია

ლისტერიოზი საკვებისმიერი დაავადებაა. Listeria monocytogenes ერთადერთია Listeria 6 სახეობიდან, რომელიც იწვევს ადამიანის დაინფიცირებას.[1][27][28]​ ეს არის გრამ-დადებითი მიკრობი, არ წარმოქმნის სპორებს,ფაკულტატურად ანაერობულია.[5][27][29]​ .აღმოჩენილია სხვადასხვა სეროტიპები, თუმცა მათ გამოვლენას დიაგნოსტიკური მნიშვნელობა არ აქვს, გარდა ეპიდემიოლოგიური კვლევებისა.[29] მიკრობი იზრდება 1°C - 37°C (33.8°F - 98.6°F) ტემპერატურაზე, თუმცა ზრდა ოპტიმალურია 30°C - 37°C (86°-98.6°F) ტემპერატურაზე. Listeria უკეთ იზრდება 4°C - 10°C (39.2°-50°F) ტემპერატურაზე, ვიდრე სხვა პათოგენები. აღნიშნული ფენომენი ცნობილია "ცივი გაღვივების" სახელწოდებით და ხელს უწყობს Listeria-ს იდენტიფიკაციას.[27][28]​ პათოგენური მიკრობი ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული და ხშირად აბინძურებს სხადასხვა ტიპის საკვებს. მათ შორის ყველს,არაპასტერიზებულ რძეს და რძის პროდუქტებს, მზა დელიკატურ სალათებს,მაცივარში შენახულ პაშტეტებს,და,ხორცის პროდუქტებს,შებოლილ თევზს, უმ ბოსტნეულს, დაჭრილ ნესვს და სხვა[7][30][31][32]

ინფიცირების იშვიათი გზაა ვერტიკალური (პლაცენტის გავლით ან დაბინძურებული სამშობიარო გზებით) და პირდაპირი კონტაქტი (ვეტერინარები, ფერმერები) ცხოველების დაბინძურებულ ემბრიონებთან ან ფრინველებთან.[2][4] მღრღნელებში შეიძლება შეგვხვდეს უსიმპტომო მტარებლობის შემთხვევები.[33]

პათოფიზიოლოგია

დაავადების გამოწვევისათვის საჭირო ინოკულუმი დამოკიდებულია პაციენტის იმუნოლოგიურ პროფილზე და კუჭში სიმჟავეზე.[1][3] იმუნოკომპრომისული ან ხანდაზმული პირები, ორსულები და ახალშობილები უფრო მგრძნობიარენი არიან შედარებით დაქვეითებული უჯრედული იმუნიტეტის და კუჭის არაადეკვატური მჟავიანობის გამო. იმუნიზაცია და ლისტერიოზის მიმართ რეზისტენტობა უზრუნველყოფილია სენსიბილიზებული ლიმფოციტებით და არა შრატის სპეციფიკური ანტისხეულებით. აღნიშნული მექანიზმი იწვევს ლისტერიოზის შემთხვევათა რაოდენობის ზრდას შიდსის (განსაკუთრებით თუ CD4 <100/მმ³), ასევე ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას.[1][18][19] ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 10-დან 70 დღემდე. პათოგენის ვირულენტობა ასევე განსაზღვრავს კლინიკური დაავადების სიმძიმეს და დამოკიდებულია სპეციფიკურ სეროტიპზე. სეროტიპების იდენტიფიკაცია ხდება Listeria-ს ეპიდემიის დროს.

Listeria არის უჯრედშიდა პათოგენი, რომელსაც აქვს მასპინძელი უჯრედის საკვები ნივთიერებების გამოყენების უნარი გამრავლებისა და იმუნური სისტემისგან თავდაცვისათვის უჯრედიდან უჯრედზე მოძრაობისას. რკინა აუცილებელია ბაქტერიის მეტაბოლიზმისა და ზრდისთვის; შესაბამისად, ინფექცია შეიძლება განვითარდეს რკინის სიჭარბის ფონზე (რაც ასევე იმუნოსუპრესიის ერთ-ერთი ფორმაა).[5][29][34] სისხლის მიმოქცევის გზით, Listeria- ს შეუძლია მოიცვას ყველა ორგანო, მაგრამ ყველაზე ხშირად მოიცავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და პლაცენტას.[1][2]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას