შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

65 წლის მამაკაცს აღენიშნება მენტალური სტატუსის ცვლილებები, თავის ტკივილი, ცხელება და მზარდი ლეთარგია 2-3 დღის განმავლობაში. პაციენტს ანამნეზში აქვს სისტემური წითელი მგლურა და იღებს 20 მგ პრედნიზოლონს ყოველდღიურად. პაციენტის ოჯახის გადმოცემით, მას ჰქონდა ხანმოკლე გასტროინტესტინური მოვლენები დიარეით, რომელიც ჰოსპიტალიზაციამდე 10 დღით ადრე ალაგდა. მისი ავადმყოფობა მათ დაუკავშირეს რბილი ყველის და ცივი ხორცის ასორტის მიღებას. ჰოსპიტალიზაციის დროს პაციენტი შეფასდა გლაზგოს კომის შკალით 5/15 ქულით , აღინიშნა კეფის კუნთების რიგიდობა და ცხელება 38.5°C (101.3°F).

სხვა გამოვლინებები

ლისტერიოზის უფრო ხშირი გამოვლინებები იმუნოკომპრომისულ, ორსულ და ახალშობილ პაციენტებში ბაქტერიემია და სეფსისია.[1][2][3][4] ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ლოკალური გამოვლინებები, ისეთი როგორიცაა: ელენთის, თირკმლისა და ღვიძლის ადგილობრივი აბსცესები; ართრიტი; კონიუნქტივიტი და კანის დაავადებები.[1][2][5] ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის აბსცესები, კრანიული ნერვის დამბლები, გულყრები, მოძრაობის დარღვევები და რომბენცეფალიტი (თავის ტვინის ღეროს ენცეფალიტი ჯანმრთელ მოზრდილებში).[1][6][7][8] ბაქტერიემიამ შეიძლება დააზიანოს ბუნებრივი ან ხელოვნური სარქველები.

ორსულებში შეიძლება გამოვლინდეს გრიპისმაგვარი ავადმყოფობის სახით.[2] თუმცა, ორსულებში ბაქტერიემიის მაღალი სიხშირის მიუხედავად, ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობა შედარებით იშვიათია. ლისტერიოზი დაკავშირებულია მუცლის მოშლის მომატებულ ინციდენტობასთან.[2] სეპტიური აბორტი ახალშობილის სეპტიური გრანულომატოზის გამო (ტრანს-პლაცენტარული ტრანსმისია და მიკროაბსცესების დისემინირება) წარმოადგენს სერიოზულ გართულებას.[2] ახალშობილებში კლინიკური ნიშნები შეიძლება უმნიშვნელოდ იყოს გამოხატული და ცხელება შეიძლება არ განვითარდეს.[2]

კუჭნასწლავის სიმპტომები დიარეა, გულისრევა და ღებინება ცხელებასთან ერთად შეიძლებაწარმოქმნას ფებრილური გასტროენტერიტის კლინიკური სურათი, რომელიც დაბინძურებული საკვების მიღების გამო ვითარდება. შეიძლება გამოვლინდეს სპორადულად ან ეპიდაფეთქების სახით.[9] მკურნალობის გარეშე ლისტერიოზმა შეიძლება გამოიწვიოს დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედება, მულტიორგანული უკმარისობა, შოკი და სიკვდილი.[1]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას