პირველადი პრევენცია

ლისტერიოზი გვხვდება სპორადულად ან ეპიდემიების სახით. ინფიცირების ძირითადი წყარო საკვების დაბინძურებაა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების დანერგვის შედეგად ლისტერიოზის შემთხვევათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.[30][39]

მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენის დაცვა და ყველა ჭურჭლის/ზედაპირის გულდასმით გარეცხვა უმი საკვების მომზადების შემდეგ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პროფესიებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშაა (მაგ. ვეტერინარები). ლისტერიოზის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია ხორცის სრული თერმული დამუშავება, ბოსტნეულის კარგად გარეცხვა და არაპასტერიზებული რძის (და მისი პროდუქტების) მოხმარებისგან თავის შეკავება.[30] პროფილაქტიკური ზომები განსაკუთრებით საჭიროა მაღალი რისკის პირებში (ხანდაზმულები, ორსულები, იმუნოკომპრომისული პირები) უმი ხორცის, ნარჩენებისა და რბილი ყველის მიღებისაგან თავის შეკავების გზით.[1][2][29][30][31]​CDC ლისტერიოზით დაავადების რისკის მქონე ადამიანებს ურჩევს თავი შეიკავონ შემდეგი პროდუქტებისგან.[30]

  • არაპასტერიზებული რძისგან მომზადებული ყველი,როგორიცაა კესო ფრესკო და ბრი

  • ნაჭრებად დაჭრილი მაცივრიდან გამოღებული ყველი

  • გაუცხელებელი დელიკატური ხორცი,ცივი ნაჭრები,ჰოთ-დოგი,ფერმენტირებული ან მშრალი ძეხვი

  • წინასწარ მომზადებული დელიკატური სალათები, როგორიცაა კოლასლა და კარტოფილი, ტუნა ან ქათმის სალათი

  • გაცივებული პაშტეტი ან ხორცის სპრედი

  • მაცივარში შებოლილი თევზი

  • უმი ან მსუბუქად მოხარშული მცენარეები

  • გაჭრილი ნესვი დატოვეთ 2 სთ-ზე მეტი დროის განმავლობაში (1 სთ, თუტემპერატურა მეტია 90°F, მაგ.პიკნიკი.გახურებული მანქანა)

  • დაჭრილი ნესვი შევინახოთ მაცივარში კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში

  • უმი(არაპასტერიზებული) რძე,იოგურტი და ნაყინი.

მეორეული პრევენცია

ტრიმეტოპრიმი / სულფამეთოქსაზოლით პროფილაქტიკა (ხშირად გამოიყენება Pneumocystis jiroveci პროფილაქტიკისთვის) გამოიყენება შიდსით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტში, მაგრამ ეს არ არის სტანდარტული რეკომენდაცია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას