ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძლიერი რისკფაქტორებია: ექსპოზიცია დაბინძურებულ საკვებზე, ორსულობა, ასაკი >45-50 წ ან ნეონატალური ასაკი, იმუნოკომპრომისული სტატუსი.

თავისტკივილი

რეტროსპექტული კვლევების თანახმად, L monocytogenes-ით ცენტრალური ნერვული სისტემის ინფიცირების შედეგად პაციენტების დაახლოებით ნახევარს აღენიშნება თავის ტკივილი.[1][41]

იშვიათი

შეცვლილი მენტალური სტატუსი

შეიძლება გამოვლინდეს სეფსისის ან ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციის დროს.[1][41]

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ცხელება

შეიძლება მიუთითებდეს ბაქტერიემიაზე ან ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციაზე, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში.[1][41]

შეიძლება გამოვლინდეს ფებრილური გასტროენტერიტის დროს, რომელიც იმუნოკომპეტენტურ პირებში ინფექციის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა.

დიარეა და მუცლის ტკივილი

გვხვდება ფებრილური გასტროენტერიტის შემთხვევაში.

ინვაზიური ლისტერიოზი იშვიათია იმუნოკომპეტენტურ პირებში. განავლის კულტურები შეიძლება დადებითი იყოს ჯანმრთელი უსიმპტომო პოპულაციის 5%-ში და 87%-მდე ლისტერიით გამოწვეული ფებრილური გასტროენტერიტის აფეთქებებში.[1]

როდესაც ჯანმრთელი მოზრდილი სიმპტომურად ინფიცირებულია, კლინიკური გამოვლინება წააგავს ფებრილურ გასტროენტერიტს, რომელიც სპორადულად ან ეპიდემიის სახით ვლინდება.[5][31][32][35]

გენერალიზებული შეუძლოდ ყოფნა

გენერალიზებული და ატიპური ან მცირე/უმნიშვნელო სიმპტომები გვხვდება ხანდაზმულებსა და ახალშობილებში.

გრიპისმაგვარი სიმპტომები ორსულობის დროს

ორსულებში ლისტერიოზი ხშირად ვლინდება ცხელებით, ართრალგიით, მიალგიით, თავის ტკივილით, დაღლილობით, დიარეით, ღებინებითა და მუცლის ტკივილით.[2]

საკვების მიღების გაძნელება (ახალშობილი)

ამ ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება იყოს ინფექციის ერთადერთი მაჩვენებელი.

იშვიათი

მენინგიზმი

შეიძლება გამოვლინდეს კეფის კუნთების რიგიდობა, რომელიც მიუთითებს მენინგიზმზე. ინციდენტობა უფრო დაბალია, ვიდრე სხვა პათოგენებით გამოწვეული მენინგიტის დროს.[1][6]

კრანიული ნერვის დაზიანება

მამოძრავებელი ან მგრძნობელობითი დარღვევა შეიძლება გამოვლინდეს გართულებული მენინგიტისა და რომბენცეფალიტის ფონზე.[6]

ნათხემის დაზიანების შნიშნები

შეიძლება გამოვლინდეს ტვინის ღეროს ენცეფალიტის დროს.

ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები/სიმპტომები

შეიძლება გამოვლინდეს თავის ტვინის აბსცესის შემთხვევაში.

გულყრები

როგორც წესი, ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციის მოგვიანებით სტადიაზე.

ჰიპოტენზია

შეიძლება გამოვლინდეს სეპტიკური შოკის დროს.

ცხელება ორსულობის დროს

ლისტერიით გამოწვეული ქორიოამონიონიტის ნიშნებს (როგორიცაა ინტრანატალური ცხელება) ხშირად აქვს ადგილი ნეონატალური ინფექციის შემთხვევებში.[2][4]

სისხლდენა და ჰემორაგია

ვლინდება მძიმე შემთხვევებში, დისემინირებულ სისხლძარღვშიდა კოაგულაციასთან ერთად. სიკვდილობა მაღალია.

გულის შუილი

ლისტერიამ შეიძლება დააზიანოს როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური სარქველი. ენდოკარდიტი უფრო ხშირია იმუნოსუპრესიულ პაციენტებში.

რისკფაქტორები

ძლიერი

დაბინძურებულ საკვებზე ექსპოზიცია

საკვები შეიძლება დაბინძურდეს Listeria-თი, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ბუნებაში. ბაქტერიას შეიძლება შეიცავდეს უმი, არასაკმარისად მომზადებული ან პროცესირებული ხორცი და ბოსტნეული; რბილი ყველი; ნარჩენი საკვები.[7][30][31][35][36] ბაქტერიის პერორალური მიღება წარმოადგენს გადაცემის ძირითად და ყველაზე ხშირ გზას.[30]

Listeria spp. სახეობების 100-ზე მეტი კოლონიის წარმომქმნელი ერთეულის (CFU)/გ არსებობა მიიჩნევა არადამაკმაყოფილებლად და ასეთ შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივი გამოკვლევების ჩატარება.[37]

ასაკი >45-50 წ

ხანდაზმული ასაკის მოზრდილებში Listeria-ს ახასიათებს აფინურობა ცენტრალური ნერვული სისტემისადმი. იგი იწვევს მენინგიტს, მენინგოენცეფალიტს, აბსცესებს, თავის ტვინის ღეროს ენცეფალიტს და გულყრებს.[1]

ორსულობა

ორსული ქალები მეტად არიან მიდრეკილი Listeria-ს ინფექციის მიმართ, ვინაიდან მათ აქვთ შედარებით უფრო დარღვეული უჯრედული იმუნიტეტი და კუჭის არასათანადო მჟავიანობა. ლისტერიოზი დაკავშირებულია მუცლის მოშლის მაღალ ინციდენტობასთან.[4]

ახალშობილის სეპტიკური გრანულომატოზის შედეგად სეპტიკური აბორტი (პლაცენტის გავლით ბაქტერიების გადაცემა და მიკროაბსცესების დისემინირება) მძიმე გართულებაა.[4]

ახალშობილები

ტრანსპლაცენტური გადაცემა, ინფიცირებული სამშობიარო გზებით გადაცემა და ჯვარედინი დაბინძურება ნეონატალურ კლინიკებში Listeria-თი გამოწვეული ნეონატალური ბაქტერიემიის და სეფსისის გავრცელების გზებია.[2][38]

იმუნოკომპრომისული მდგომარეობები

კიბო, ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეები, ქიმიოთერაპია, კორტიკოსტეროიდები, ტრანსპლანტაცია, შიდსი CD4 უჯრედების რაოდენობით <100 მმ³ და სპლენექტომია მჭიდრო კორელაციაშია უჯრედული იმუნიტეტის დაქვეითებასთან და წარმოადგენს ეპიდემიოლოგიურ ფაქტორს ლისტერიის ინფექციისთვის.[1][18][19] რკინა აუცილებელია ბაქტერიის მეტაბოლიზმისა და ზრდისათვის; შესაბამისად, ინფექცია შეიძლება განვითარდეს რკინის სიჭარბის ფონზე (იმუნოსუპრესიის ერთ-ერთი ფორმა).[5][29][34]

სუსტი

კუჭის მჟავიანობის დარღვევა

კუჭის მჟავიანობის დარღვევა (მაგ. აქლორჰიდრია) დაკავშირებულია პერორალურად მიღებული ბაქტერიული ინოკულუმის ზომასთან, რაც საკვებისმიერი ავადმყოფობის გამომწვევი ფაქტორია.[1][3]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას