განხილვები პაციენტთან
ორსულებს და ძლიერ შესუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ მოერიდონ შესაძლო დაბინძურებული საკვების მიღებას. CDC ლისტერიოზით დაავადების რისკის მქონე ადამიანებს ურჩევს თავი შეკავონ შემდეგი პროდუქტებისგან.[30]
არაპასტერიზებული რძისგან მომზადებული ყველი,როგორიცაა კესო ფრესკო და ბრი
ნაჭრებად დაჭრილი მაცივრიდან გამოღებული ყველი
გაუცხელებელი დელიკატური ხორცი,ცივი ნაჭრები,ჰოთ-დოგი,ფერმენტირებული ან მშრალი ძეხვი
წინასწარ მომზადებული დელიკატური სალათები, როგორიცაა კოლასლა და კარტოფილი, ტუნა ან ქათმის სალათი
გაცივებული პაშტეტი ან ხორცის სპრედი
მაცივარში შებოლილი თევზი
უმი ან მსუბუქად მოხარშული მცენარეები
გაჭრილი ნესვი დატოვეთ 2 სთ-ზე მეტი დროის განმავლობაში (1 სთ, თუტემპერატურა მეტია 90°F, მაგ.პიკნიკი.გახურებული მანქანა)
დაჭრილი ნესვი შევინახოთ მაცივარში კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში
უმი(არაპასტერიზებული) რძე,იოგურტი და ნაყინი.
პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ ხელის ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც გამოყენების შემდეგ საჭრელი ინსტრუმენტების გარეცხვა . მიზნობრივი პრევენცია, მაგ. განათლება საკვების უსაფრთხოების შესახებ, აუცილებელია ინვაზიური დაავადებების შესამცირებლად სპეციფიკურ ეთნიკურ ჯგუფებში.[24]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას