სკრინინგი

ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების კონსესუსის განვითარების პანელი ოსტეოპოროზის პრევენციის, დიაგნოზის და მკურნალობის შესახებ აცხადებს, რომ ოპტიმალური სკრინინგ -გაიდლაინები არ არის განსაზღვრული სხვადასხვა პოპულაციისთვის; მათი რეკომენდაციების თანახმად, დიაგნოსტიკური ტესტები უნდა ეფუძნებოდეს ანამნეზში არსებულ რისკ ფატორებს.[2]

ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯი (ACOG) რეკომენდაციას უწევს ოსტეოპოროზის სკრინინგს ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრიით (DXA) პოსტმენოპაუზის ასაკის, 65 წლის და მასზე უფროსი ასაკის პაციენტებში. ბარძაყის (ბარძაყის ყელის) და ხერხემლის წელის ნაწილის DXA უზრუნველყოფს ძვლის მინერალური სიმკვრივის (BMD) ყველაზე ზუსტ გაზომვას.[24]​ 65 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის ACOG რეკომენდაციას უწევს ოსტეოპოროზზე სკრინინგს იმ პირთათვის, რომელთაც აქვთ ოსტეოპოროზის გაზრდილი რისკი, რაც განისაზღვრება კლინიკური რისკის ფორმალური შეფასების ინსტრუმენტით.[24]​ იმ პაციენტებისთვის, რომელთა სკრინინგის შედეგები უახლოვდება მკურნალობის ზღურბლს, ან რისკფაქტორების მნიშვნელოვანი ცვლილებების მქონე პირებში, რეკომენდებულია განმეორებითი BMD ტესტირება საწყისი სკრინინგიდან არა უადრეს 2 წლისა.

US პრევენციული სამსახურის ოპერატიული სამუშაო ჯგუფის (USPSTF) რეკომენდაციით 65 წლის და უფროსი ასაკის ქალები და 60-64 წლის რისკფატორების მქონენი უნდა შევამოწმოთ. USPSTF არ იძლევა რეკომენდაციებს ზედა ასაკობრივი ზღვარისთვის, როდესაც სკრინინგი არ უნდა ჩატარდეს.[65]

ამერიკის პრევენციული მედიცინის კოლეჯი (The American College of Preventive Medicine) რეკომენდაციას უწევს ყველა მოზრდილი (50 წლის და მასზე უფროსი ასაკის) პაციენტის შეფასებას ოსტეოპოროზის რისკფაქტორებზე. ძვლის მინერალური სიმკვრივის (BMD) დადგენა რეკომენდებულია 65 წლის და მასზე უფროსი ასაკის ქალებსა და 70 წლის და მასზე უფროსი ასაკის მამაკაცებში. ახალგაზრდა 50-69 წლის პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებსა ან მამაკაცებში (BMD) უნდა შემოწმდეს, თუ არსებობს ოსტეოპოროზის 1 დიდი ან 2 მცირე რისკფაქტორი მაინც.[66]

​ერთმა სისტემურმა მიმოხილვამ და მეტა-ანალიზმა აჩვენა ძირითადი ოსტეოპოროზული მოტეხილობებისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის მნიშვნელოვანი შემცირება სკრინინგის შემდეგ (მოტეხილობის რისკის შეფასების და ძვლის დენსიტომეტრიის გამოყენებით), ჩვეულებრივ მოვლასთან შედარებით.[67]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას