კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

ორმაგი ენერგიის რენტგენოგრაფიული აბსორბციომეტრული (DXA) სკანირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრია სტანდარტულად გამოიყენება ძვლის სიმკვრივის გასაზომად; ძვლის მინერალური სიმკვრივის მონაცემები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დიაგნოსტიკურ ღირებულებსა ატარებს ოსტეოპოროზის დასადგენად.[3][24]​​[48][50][55]​​

ეს ბევრ სიტუაციაში პრიორიტეტული პროცედურაა დიაგნოზის დასასმელად, თუმცა ყველა შემთხვევაში არ დაგვჭირდეს. მაგალითად, ოსტეოპოროზული მოტეხილობების პრევენციის შეფასების კონტექსტში, ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტის (NICE) სახელმძღვანელო აცხადებს, რომ 75 წლის ან მეტი ხნის ქალები, რომლებსაც აქვთ ორი ან მეტი დამოუკიდებელი კლინიკური რისკფაქტორები მოტეხილობისთვის ან დაბალი BMD-ის ინდიკატორებისთვის, DXA სკანირება შესაძლოა არ იყოს აუცილებელი, თუ პასუხისმგებლიანი კლინიცისტი ჩათვლის მას კლინიკურად შეუსაბამოდ ან შეუსრულებლად.[52]

T-ქულები განისაზღვრება ძვლის სიმკვრივის გაზომვით თეძოს დონეზე, შესაბამისად საუკეტესოა ტეზოს მოტეხილობის პროგნოზისთვის. თეძოს დონეზე DXA-ს სიზუსტე 90%-ია. T-ქულების გავრცელება სხვა ადგილებზე შესაძლოა არ იყოს პროგნოზული მოტესილობისთვის.[3]

ბარძაყის მოტეხილობის რისკი და ასევე BMD გაზომვა ანალოგიურია ქალებსა და მამაკაცებში. ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკისთვის ორივე სქესის პირებისთვის მისაღებია იგივე კატეგორიის T ქულების გამოყენება.[61]​ ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ფარდობითი რისკია 2.6 (95% CI 2.0-3.5) თითოეული სტანდარტული გადახრისთვის BMD-ის საშუალო არითმეტიკულის ქვემოთ, ახალგაზრდა ჯანმრთელი თეთრი რასის ქალებისთვის.[3]

ხერხემლის DXA ხანდაზმულ მამაკაცებსა და ქალებში შესაძლოა ცრუ შედეგებისმაჩვენებელი იყოს არტეფაქტების გამო (მაგ: აორტის კალციფიკაცია, ოსტეოფიტები).

ზოგიერთმა კვლევამ განსხვავებები აჩვენა სქესის მიხედვით ძვლის მინერალურ სიმკვრივესა და მოტეხილობის რისკის ურთიერთკავშირის კუთხით. ეს კავშირი უფრო მკვეთრია ახალგაზრდებში, ვიდრე ხანდაზმულ მამაკაცებში.[62]

შედეგი

T-ქულები ≤-2.5 ოსტეოპოროზზე მიუთითებს; T-ქულები ≤-2.5 პათოლოგიური მოტეხილობებით მძიმე (ან ჩამოყალიბებულ) ოსტეოპოროზზე მიუთითებს

გასათვალისწინებელი კვლევები

მოტეხილობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი (FRAX)

ტესტი
შედეგი
ტესტი

მოტეხილობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი შეიმუშავა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მოტეხილობის რისკის შესაფასებლად. მოტეხილობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი აერთიანებს მოტეხილობის კლინიკურ რისკფაქტორებს და ძვლის მინერალური სიმკვრივის ქულებს ბარძაყის ძვლის თავზე 10-წლიანი მოტეხილობის რისკის გმოსათვლელად კაცებში და ქალებში.

ექიმთა ამერიკული კოლეჯის რეკომენდაციით, ექიმებმა თავად უნდა განსაჯონ მოტეხილობის რისკი კლინიკური რისკფაქტორების გათვალისწინებით; მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ რისკის შეფასების ინსტურმენტი, მაგ. მოტეხილობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი, რათა გადაწყვიტონ ფარმაკოლოგიური მკურნალობის მიზანშეწონილობა.[48] ექიმთა ამერიკული კოლეჯის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოტეხილობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი ფართოდ გამოიყენება, ამ ინსტრუმენტით მიღებული ქულის მკურნალობის ეფექტურობასთან კავშირის შესახებ მტკიცებულებები არ არის საკმარისი.[48]

ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯი (The American College of Obstetricians and Gynecologists) გვთავაზობს, რომ FRAX ინსტრუმენტის გამოყენება შეიძლება შეიზღუდოს, როცა შეუძლებელია ალკოჰოლის მოხმარების კონკრეტული რაოდენობის, დოზის ან ხანგრძლივობის განსაზღვრა, კორტიკოსტეროიდების მიღებისას, თამბაქოს მოწევის შემთხვევაში ან როცა ვერ დგინდება ადრინდელი მოტეხილობების რაოდენობა. მოდელი არ მოიცავს ბოლოდროინდელი დაცემის ანამნეზს და ხერხემლის BMD-ს, ორივე ზრდის ოსტეოპოროზული მოტეხილობის რისკს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ პაციენტებისთვის რისკის არასათანადოდ შეფასება.[24]

შედეგი

მოტეხილობის რისკის შეფასების ინსტრუმენტის ქულის ინტერპრეტირება განსხვავებულია ადგილმდებარეობიდან გამომდინარე; შეამოწმეთ ადგილობრივი გაიდლაინები 10-წლიანი მოტეხილობის რისკის ალბათობის პროცენტული მაჩვენებლისთვის, რომელიც საჭიროებს მკურნალობას

ქუსლების რაოდენობრივი ულტრაბგერითი (QUS)

ტესტი
შედეგი
ტესტი

რაოდენობრივი ულტრაბგერა ისეთივე პროგნოზული შეიძლება იყოს ბარძაყის ძვლის მოტეხილობისთვის, როგორც ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრია. თუმცა, თერაპიული კვლევების უმეტესობა ეფუძნება ორმაგი ენერგიის რენტგენულ აბსორბციომეტრიას.[2]

QUS შესაძლოა უფრო სარგებლიანი იყოს ისეთ ადგილებში, სადაც DXA არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ამ ტექნიკისთვის იგივე სადიაგნოსტიკო კრიტერიუმების გამოყენება არ შეიძლება, რაც DXA-თვის.[3][54][55]​ QUS არ არის ძვლის მინერალური სიმკვრივის შეფასების მეთოდი, არამედ ძვლის სიმტკიცის უცნობი ელემენტების გაზომვაა. რაოდენობრივი ულტრაბგერითი კვლევა (QUS) შესაძლოა იყოს პოპულაციაზე დაფუძნებული (და არა ინდივიდუალური) მოტეხილობის კარგი პროგნოზული ფაქტორი. ამასთან ერთად, T ქულები ტესტირებულია მხოლოდ DXA-თვის და მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული QUS-თვის.

შედეგი

ოსტეოპოროზის QUS-ით დიაგნოსტიკისთვის სტანდარტული პარამეტრები ჯერ-ჯერობით არ არის დადგენილი

რენტგენმა (მაჯის, ქუსლის, ხერხემლის და თეძოს)

ტესტი
შედეგი
ტესტი

რენტგენის მეშვეობით შეიძლება გამოვლინდეს ოსტეოპენია და/ან მოტეხილობები (მაგ. ხერხემლის მალების მოტეხილობები), მაგრამ გამოკვლევის ეს მეთოდი ვერ ადგენს დიაგნოზს.[56] ის გამოიყენება ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრიის ჩატარების აუცილებლობის დასადგენად, როდესაც ოსტეოპენია შემთხვევით ვლინდება. მისი გამოყენება უნდა განვიხილოთ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ტკივილი ხერხემლის გულმკერდისა და წელის არეში, სიმაღლის კლება ან გულმკერდის კიფოზი. რენტგენი ასევე გამოიყენება საცდელი მკურნალობის დროს, მოტეხილობის ინციდენტობის შესაფასებლად.[56][Figure caption and citation for the preceding image starts]: ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში გულ-მკერდის რენტგენი ძვლოვანი მასის განლევასა და დეფორმაციას აჩვენებსBMJ Case Reports 2009; doi:10.1136/bcr.07.2008.0359. Copyright ©BMJ publishing group 2010 [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@339a53ed

შედეგი

შესაძლოა გამაოვლინოს ოსტეოპენია და/ან მოტეხილობა (მაგ: ხერხემლის მოტეხილობა)

რაოდენობრივი კტ

ტესტი
შედეგი
ტესტი

ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრიის ხელმიუწვდომლობის შემთხვევაში ალტერნატიული ვარიანტი არ არსებობს.[50][57][58]

შედეგი

ტრაბეკულური ძვლის დაქვეითებული სიმკვრივე

ძვლის რეზორბციისა და ძვლის ფორმირების ბიოქიმიური მარკერები.

ტესტი
შედეგი
ტესტი

არ არის განსაზღვრული შარდში დეოქსიპირიდინოლის და N-ტელოპეპტიდების დონე ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკისთვის.

გამოიყენება მდგომარეობის გაუმჯობესების მონიტორინგისთვის. თუმცა, უპირატესი ტესტია ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრია.

არ არის ზუსტი ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკისთვის, მაგრამ ძვლის მინერალურ სიმკვრივესთან ერთად, შესაძლოა, სარგებლიანი პროგნოზული ფაქტორი იყოს მოტეხილობის რისკის შესაფასებლად[3] ძვლის განახლების მარკეები შესაძლოა გამოყენებულ იქნას სპეციფიკურად მკურნალობაზე პასუხის მონიტორინგისთვის და არა სამკურნალო მიდგომისთვის.[59][60] შრატის I ტიპის პროკოლაგენ N პროპეპტიდი (PINP)შესაძლოა გამოვიყენოთ, როგორც ძვლის ფორმირების მარკერი, ხოლო შრატის I ტიპის კოლაგენ (CTX) C-ტერმინალური ტელოპეპტიდი, როგორც ძვლის განახლების მარკერი.[60]

შედეგი

შარდში მომატებული დეოქსიპირიდინოლინი და N-ტელოპეპტიდები; შრატში დაბალი I ტიპის პროკოლაგენ N პროპეპტიდი და შრატში მომატებული I ტიპის კოლაგენის ტერმინალური C-ტელოპეპტიდი

შრატში ალკალინ ფოსფატაზა

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ მომატებულია, შესაძლოა ოსტეომალაციაზე მიუთითებდეს.[3]

შედეგი

ნორმის ფარგლებში

შრატის კალციუმის დონე

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჰიპოკალცემია შესაძლოა მიუთითებდეს ოსტეომალაციაზე, ხოლო ჰიპერკალცემია ჰიპერპარათიროიდიზმზე.[3]

შედეგი

ნორმის ფარგლებში

ალბუმინის დონე შრატში

ტესტი
შედეგი
ტესტი

კვებითი მდგომარეობის მარკერი, რომელიც აუცილებელია შრატის კორექტირებული კალციუმის კონცენტრაციის გამოსათვლელად.

შედეგი

შესაძლოა დაქვეითებულია

სისხლის შრატის კრეატინინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

აუცილებელია გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის და შემდგომში თირკმლის ფუნქციის შესაფასებლად თირკმლის ქრონიკული დაავადებაზე (CKD)-ძვლის და მინერალების დაავადებაზე ეჭვის არსებობისას. ზოგადად, ძვლის დაავადება თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში (სტადია 1-3) შრატში პარათიროიდული ჰორმონის 65 - 300 პიკოგრამი/მლ კონცენტრაციები ოსტეოპოროზზე მიუთითებს.[63]

შედეგი

ნორმის ფარგლებში

შრატში ფოსფატი

ტესტი
შედეგი
ტესტი

შრატში ფოსფატების დაბალი კონცენტრაციები შესაძლოა მიუთითებდეს ოსტეომალაციაზე.[3]

შედეგი

ნორმის ფარგლებში

შრატში 25-ჰიდროქსი D ვიტამინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ვიტამინის დეფიციტის გამოსარიცხად (განისაზრღვრება როგორც 25-ჰიდროქსი D ვიტამინის <20ნანოგრამ/მლ კონცენტრაციები).[3]

შედეგი

ნორმის ფარგლებში

პარათიროიდული ჰორმონი შრატში

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჰიპერპარათიროიდიზმის სკრინინგი.[3]

შედეგი

შესაძლოა იყოს ნორმალური ან მომატებული

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯები

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა შესრულდეს სიმპტომური ჰიპერთიროიდიზმის მქონე პაციენტებში. ასევე უნდა გამოიკვლიონ პაციენტები, რომლებიც მაღალი სუპრესიული დოზით იღებენ თიროიდული ჰორმონის დანამატს.[3]

დაქვეითებული TSH და მომატებული T4 და/ან T3 შესაძლოა ჰიპერთიროიდიზმზე მიუთითებდეს.

შედეგი

ნორმის ფარგლებში

თავისუფალი კორტიზოლი შარდში

ტესტი
შედეგი
ტესტი

კუშინგის სინდრომიც შესაძლოა გამოვლინდეს იშვითად. შარდში თავისუფალი კორტიზოლი უნდა გავითვალისწინოთ კუშინგის სინდრომის ტიპური ფენოტიპური ნიშნების მქონე პაციენტებში.

თუ მომატებულია, შესაძლოა მიუთითებდეს კუშინგის სინდრომზე.[3]

შედეგი

ნორმის ფარგლებში

შრატის ტესტოსტერონი (მამაკაცებში)

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა გავითვალისწინოთ ყველა ახალგაზრდა მამაკაცში, რომელსაც აქვს ოსტეოპოროზი.

დაქვეითებულია ჰიპოგონადიზმის შემთხვევაში.[3]

შედეგი

ნორმის ფარგლებში

შარდის ცილების ელექტროფორეზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩატარდეს ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც ხერხემლის მრავლობითი მოტეხილობა აქვთ, რაც დაკავშირებულია ძვლის ტკივილთან და ანემიასთან, რათა გამოირიცხო მიელომა.[3]

შედეგი

ნორმის ფარგლებში

შრატის პროტეინის ელექტროფორეზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩატარდეს ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც ხერხემლის მრავლობითი მოტეხილობა აქვთ, რაც დაკავშირებულია ძვლის ტკივილთან და ანემიასთან, რათა გამოირიცხო მიელომა.[3]

შედეგი

ნორმის ფარგლებში

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას