დიფერენციული დიაგნოზები
მიელომური დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
ძვლის ტკივილი და ანემიის და თირკმლის უკმარისობის სიმპტომები.
კვლევები
შარდისა და შრატის ელექტროფორეზი ავლენს მონოკლონური ცილის არსებობას.
ოსტეომალაცია
ნიშნები / სიმპტომები
მისი კლინიკურად განსხვაცვება ოსტეოპოროზისგან რთულია.
კვლევები
პართიროიდული ჰორმონის დონეები მომატებულია; ძვლის ბიოფსიის სტანდარტები დაბალი მინერალიზაციის დასადასტურებლად.
თირკმლის ქრონიკული დაავადება - ძვლის და მინერალური დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
ძნელია ოსტეოპოროზისგან მისი კლინიკურად განსხვავება. პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ თირკმლის უკმარისობა და აღენიშნებოდეთ ძვლის ტკივილი და კუნთების ძალის დაქვეითება.
კვლევები
შრატის კრეატინინი და პარათიროიდული ჰორმონი მომატებულია.
პირველადი ჰიპერპარათირეოზი
ნიშნები / სიმპტომები
შესაძლოა იყოს ჰიპერკალცემიის ნიშნები, მათ შორის მადის გაქრობა, გულისრევა, შეკრულობა და მუცლის ტკივილი. თუმცა, ჰიპერთიროიდიზმი ხშირად უსიმპტომოა.
კვლევები
შრატის პარათიროიდული ჰორმონი მომატებულია.
ძვლის მეტასტაზური ავთვისებიანი მდგომარეობა
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ანამნეზში კიბო.
მცირე დაზიანების შემდეგ ძვლის ტკივილის სიმპტომები შესაძლოა იგივე იყოს, რაც ოსტეოპოროზის დროს, მაგრამ შესაძლოა გამოვლინდეს ატიპურ ადგილებში.
კვლევები
ორმაგი ენერგიის რენტგენოგრაფიული აბსორბციომეტრული სკანირებამ შესაძლოა ნორმალური შედეგი მოგვცეს.
კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ შეიძლება აჩვენოს სიმსივნის არსებობა.
ძვლის სკანირება გვიჩვენებს მრავლობით ცხელ კვანძს.
დამადასტურებელი ანალიზია ძვლის ბიოფსია და შესაბამისი კვლევები პირველად განსაზღვრისთვის.
ხერხემლის დეფორმაციები
ნიშნები / სიმპტომები
მისი კლინიკურად განსხვაცვება ოსტეოპოროზისგან რთულია.
ხერხემლის დეფორმაციები, როგორიცაა ოსტეოართრიტი და სქოლიოზი, შესაძლოა შეგვეშალოს ხერხემლის ოსტეოპოროზულ მოტეხილობებში.[3]
კვლევები
რენტგენი და სხვა ტიპის ვიზუალიზაცია შესაძლოა დაგვჭირდეს დიაგნოზის დასადგენად.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას