შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში შემოიყვანეს 70 წლის ქალბატონი, საწოლიდან გადმოვარდნის შემდეგ. მას აქვს მოტეხილობა მარჯვენა ბარძაყის ძვლის ციბრუტებს შორის. ოპერაციის წინ ჩატარებული გულმკერდის რენტგენოგრაფიით ვლინდება, რომ პაციენტს დაცემამდე ჰქონდა ხერხემლის უსიმპტომო მოტეხილობა.

შემთხვევის ანამნეზი #2

70 წლის მამაკაცმა, თირკმლის ტრანსპლანტაციიდან და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობიდან 6 თვის შემდეგ მოგვმართა წელის ძლიერი ტკივილით. გულმკერდის და ხერხემლის წელის მალების რენტგენოლოგიური შეფასებით ვლინდება ხერხემლის მრავლობითი კომპრესიული მოტეხილობა.

სხვა გამოვლინებები

ხერხემლის უსიმპტომო მოტეხილობა, სპინალური კიფოზი (მაგ: ქვრივის კუზი), ხერხემლის არატრავმული მოტეხილობით გამწოვეული წელის ტკივილი, თეძოს სპონტანური მოტეხილობა და დაცემით გამოწვეული რადიალური ან თეძოს მოტეხილობა შესაძლოა დაავადებაზე მიუთითებდეს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას