მონიტორინგი
არ არსებობს ძლიერი მტკიცებულება იმის თაობაზე, თუ როგორი სიხშირით უნდა გავიმეოროთ DXA პირველადი სკრინინგისთვის ან მკურნალობის მონიტორინგისთვის. თუმცა, აშშ პრევენციული სამსახურის ოპერატიული ჯგუფი გვირჩევს 2 წლიანი პაუზის გაკეთებას DXA-ებს შორის, რათა ადექვატურად შეფასდეს ცვლილებები.[171]
ენდოკრინული საზოგადოების რეკომენდაციით, ძვლის დაბალი მინერალური სიმკვრივის მქონე ქალებში, რომელთაც აქვთ მოტეხილობების მაღალი რისკი და მკურნალობენ ოსტეოპოროზზე, საჭიროა ძვლის მინერალური სიმკვრივის მონიტორინგი ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრიით ხერხემლისა და ბარძაყის ძვლის ნაწილებში ყოველ 1-3 წელიწადში ერთხელ, რათა შეფასდეს პასუხი მკურნალობის მიმართ.[78]
ძვლის განახლების მარკერები შესაძლოა გამოვიყენოთ სპეციფიკურად მკურნალობაზე პასუხის მონიტორინგისთვის.[59]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას