ეპიდემიოლოგია

ოსტეოპოროზის გლობალური პრევალენტობა, როგორც ნავარაუდებია, ზოგადი პოპულაციისთვის შეადგენს 18.3%-ს, რაც იზრდება 21.7%-მდე ხანდაზმულთა ასაკობრივ ჯგუფებში.[5][6]​​​

ქალებს აქვთ ოსტეოპოროზის გაზრდილი რისკი. გლობალური შეფასებით ეს მაჩვენებელი ზოგად მოსახლეობაში 23.1%-ს შეადგენს, ხოლო ხანდაზმულ ქალბატონებში -35.3%-ს, შედარებით 11.7% და 12.5%-თან, შესაბამისად, მამაკაცებისთვის.[5][6]

2010 წელს აშშ-ში ოსტეოპოროზით დაავადდა 50 წლის და მასზე უფროსი ასაკის დაახლოებით 10.2 მილიონი ადამიანი, ხოლო 43.3 მილიონზე მეტ ინდივიდს აღენიშნა ძვლოვანი მასის შემცირება.[7]

მტკიცებულებებით მხარდაჭერილია, რომ ასაკთან ერთად იზრდება მოტეხილობების სიხშირე და სიმძიმე. ხერხემლის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა 60-69 წლის ასაკის ქალებში შეადგენს ყველა მოტეხილობის 24%-ს, ხოლო 80 წლის ასაკის და მასზე უფრო ხანდაზმულებში მოტეხილობების არსებობისას - დაახლოებით 67%-ს.[8]

2017-2018 წლების ჯანმრთელობისა და კვების ეროვნული კვლევის (The National Health and Nutrition Examination Survey) მონაცემებით აღრიცხულია, რომ ოსტეოპოროზის ასაკთან დაკორექტირებული პრევალენტობა 50 წლის და მასზე უფროსი ასაკის მოზრდილებში, ბარძაყის ძვლის ყელის ან ხერხემლის წელის ნაწილის, ან ორივესთვის შეადგენდა 12.6%-ს.[7]​ უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქალებში (19.6%), მამაკაცებთან (4.4%) შედარებით.[7]​ ამ ასაკობრივ ჯგუფში ძვლოვანი მასის შემცირების (როგორც ოსტეოპოროზის წინამორბედის) დაფიქსირებული პრევალენტობა შეადგენდა 43.1%-ს, მაჩვენებლის ზრდით ქალებში (51.5%), მამაკაცებთან შედარებით (33.5%).[7]​ აღნიშნული მონაცემები ასევე მიანიშნებს, რომ 2007-2008 წლების აღრიცხული მონაცემების მიხედვით, ოსტეოპოროზის პრევალენტობის მაჩვენებელი გაიზარდა ქალებში, მაგრამ არა მამაკაცებში და დაბალი ძვლოვანი მასის მაჩვენებელი არ შეცვლილა არც ერთი სქესის მიხედვით.

ერთმა კვლევამ, რომელიც აფასებდა ინდუსტრიულ ქვეყნებში (აშშ-ში, კანადაში, ევროპის ხუთ ქვეყანაში, აფრიკასა და იაპონიაში) ოსტეოპოროზის პრევალენტობას 50 წლის და მასზე უფროსი ადამიანებში, დააფიქსირა, რომ ხერხემლის ან ბარძაყის ძვლის ოსტეოპოროზის პრევალენტობა შეადგენდა: იაპონიაში 44%-ს, აშშ-ში -20%, გერმანიაში - 41%, საფრანგეთში - 40%, იტალიაში - 38%, გაერთიანებულ სამეფოში - 34%, ესპანეთში - 38%, კანდაში - 21% და ავსტრალიაში - 28%-ს.[9]

ოსტეოპოროზის პრევალენტობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირებულია აფრიკაში, ოსტეოპოროზით დაავადებული მოსახლეობის 39,5%-ში და აზიის ხანდაზმულ კონტინგენტის 24,3%-ში.[5][6]

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებში პრევალენტობის აღრიცხული მაჩვენებელია 24.4%.[10]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას