მონიტორინგი

ეროზიული ან არაეროზიული გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების პროგრესირების შესაფასებლად რუტინული ენდოსკოპია არ არის რეკომენდებული.[1][3]

ენდოსკოპიური მეთვალყურეობა რეკომენდებულია ბარეტის საყლაპავის მქონე პაციენტებისათვის. ეს ეფუძნება ხანგრძლივ კვლევებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ პაციენტებს, რომელთაც საყლაპავის კიბო გამოუვლინდათ ენდოსკოპიური მეთვალყურეობით, დიაგნოსტირება მოხდა ადრეულ ეტაპზე და ჰქონდათ გადარჩენის გაუმჯობესებული მაჩვენებელი, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ გადიოდნენ რუტინულ ენდოსკოპიურ მეთვალყურეობას.[125] აკლია პროსპექტული კლინიკური კვლევები . რეკომენდებული მეთვალყურეობის ინტერვალები განსხვავდება დისპლაზიის არსებობის ან არარსებობის მიხედვით.

მეთვალყურეობის დროს, ენდოსკოპია უნდა ჩატარდეს რეფლუქსური სიმპტომების კონტროლის ფონზე პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების თერაპიის გამოყენებით, რათა ეზოფაგიტი მოიხსნას და შედეგების ინტერპრეტაცია არ გაართულოს ანთებითმა სურათმა.[125]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას