ეტიოლოგია

საყლაპავის ქვედა სფინქტერი არეგულირებს საკვების გადასვლას საყლაპავიდან კუჭში და შედგება როგორც შიდა გლუვი კუნთისაგან, ასევე განივზოლიანი კუნთისაგან. საყლაპავის ქვედა სფინქტერის მოდუნების გარდამავალი ეპიზოდები ნორმალური მოვლენაა, თუმცა შეიძლება გახშირდეს GORD-ის დროს, რაც გამოიწვევს კუჭის შიგთავსის რეფლუქსს საყლაპავში.[21]​საყლაპავის ქვედა სფინქტერის გარდამავალი რელაქსაცია უფრო ხშირია ჭამის შემდეგ და სტიმულირდება თორმეტგოჯა ნაწლავში არსებული ცხიმით .[22]​.იგი უფრო მეტად ვითარდება, თუ აღინიშნება მჟავას შემცველი დიაფრაგმის თიაქარი. ძლიერი რეფლუქსის მქონე პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ დიაფრაგმის თიაქარი და საყლაპავის ქვედა სფინქტერის დაქვეითებული ტონუსი. თუმცა, მსუბუქი და ზომიერი რეფლუქსის მქონე ზოგიერთ პაციენტში საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსი. შეიძლება იყოს მაღალიც.[23]

პათოფიზიოლოგია

ლორწოვანი გარსის დაზიანების სიმძიმე დამოკიდებულია კუჭის შიგთავსთან კონტაქტის ხანგრძლივობაზე, კუჭის შიგთავსის მახასიათებლებზე (მჟავა, პეპსინი, ნაღვლის მარილები, რომლებიც ლორწოვანს აზიანებენ) და ეპითელის მდგრადობაზე დაზიანების მიმართ.

კუჭის შიგთავსთან კონტაქტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რეფლუქსის ეპიზოდების რიცხვზე, საყლაპავის პერისტალტიკის ეფექტურობაზე და ნერწყვის მიერ მჟავას განეიტრალებაზე.[3] საყლაპავის დაბალი ამპლიტუდის შეკუმშვები შეიძლება შეგვხვდეს მძიმე რეფლუქსის დროს, რაც ხელს უშლის მჟავას მოშორებას საყლაპავიდან.

ხორხის და ხახის სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ხანგამოშვებითი რეფლუქსით ხახაში. ეს ძირითადად ვითარდება ღამით, როდესაც შემცირებულია საყლაპავის ზედა სფინქტერის მოსვენებითი ტონუსი. ვაგალურმა (ცდომილი ნერვის) სტიმულაციამ (გამოწვეულია მჟავით ქვედა საყლაპავში) შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ხველა და ხახის "გაწმენდის" მცდელობა- ჩახველება. ამ მექანიზმების ზუსტი მტკიცებულება არასაკმარისია.[24]

რეფლუქსური ასთმა შეიძლება გამოწვეული იყოს რეფლუქსური შიგთავსის ქრონიკული ასპირაციითა და ვაზოვაგალური ბრონქოკონსტრიქციით, თუმცა ნათელი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჯერ დადასტურებული არ არის. უსიმპტომო გასტროეზოფაგური რეფლუქსი ხშირია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ცუდად კონტროლირებადი ასთმა, თუმცა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენებისას ასთმის კონტროლი არ უმჯობესდება.[25] ასთმის მქონე პაციენტებში სიმპტომური გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მკურნალობა საჭიროა.[26]

სიმპტომები, როგორიცაა გულძმარვა, რეგურგიტაცია ან დისფაგია, შესაძლოა გაგრძელდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენების მიუხედავად და ვერ აიხსნებიან ენდოსკოპიით, მანომეტრიით ან მჟავას მონიტორინგით. მიზეზი არ არის ცნობილი. ჰიპერმგრძნობელობა და ფუნქციური სინდრომები გამოიკვეთა.[3]

კლასიფიკაცია

მონრეალის განმარტება[2]

მოიცავს საყლაპავის სინდრომების კლასიფიკაციას.

  1. სიმპტომებით გამოხატული, მაგრამ დაზიანების გარეშე მიმდინარე სინდრომებია:

    • ტიპური რეფლუქს სინდრომი

    • რეფლუქსური ტკივილი გულმკერდის არეში

  2. საყლაპავის დაზიანებით მიმდინარე სინდრომები:

    • რეფლუქს-ეზოფაგიტი

    • რეფლუქსური სტრიქტურა

    • ბარეტის საყლაპავი

    • საყლაპავის ადენოკარცინომა

საყლაპავის გარეთა სინდრომები

  1. დადასტურებული კავშირი:

    • რეფლუქსური ხველის სინდრომი

    • რეფლუქსური ლარინგიტის სინდრომი

    • რეფლუქსური ასთმის სინდრომი

    • რეფლუქსური კბილის ეროზიის სინდრომი

  2. სავარაუდო კავშირი:

    • ფარინგიტი

    • სინუსიტი

    • იდიოპათიური პულმონური ფიბროზი

    • შუა ყურის განმეორებითი ანთება

ზოგიერთი მკვლევარის აზრით , GORD-ის, როგორც კომპოზიტური, სიმპტომებზე დაფუძნებული ერთეულის კონცეფცია საჭიროებს ხელახალ შეფასებას .[8]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას