შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

42 წლის ქალს აწუხებს კვების შემდეგ გულძმარვა და მჟავე გემო პირის ღრუში. ბბოლო 4-6 თვის განმავლობაში სიმპტომები აქვს კვირაში რამდენჯერმე. სიმპტომები უარესდება წოლით მდგომარეობაში ან წინ გადახრის დროს. გარკვეულწილად ეფექტურია ანტაციდური პრეპარატების მიღება. პაციენტს არ აღენიშნება დისფაგია, ღებინება, მუცლის ტკივილი, დაღლილობა, მელენა ან წონის კლება. სამედიცინო და ოჯახური ანამნეზი არ არის დატვირთული . პაციენტი არ ეწევა და ხანდახან იღებს ალკოჰოლს . ფიზიკური გასინჯვისას, სიმაღლეა 1.63 მ, წონა 77.1 კგ, და არტერიული წნევა 140/88 მმ ვწყ სვ. სხვა მნიშვნელოვანი ნიშანი არ ვლინდება.

სხვა გამოვლინებები

პაციენტებს სიმპტომები შეიძლება აწუხებდეთ მხოლოდ ღამით. ტრადიციული საგანგაშო სიმპტომებია ანემია, დისფაგია, ჰემატემეზისი, მელენა, პერსისტენტული ღებინება, წონის უნებლიე კლება, რომელიც ზრდის ეზოფაგიტის, პეპტიკური სტრიქტურის ან ავთვისებიანი სიმსივნის შესაძლებლობას.[9]

საყლაპავის გარე გამოვლინებებია: ხრინწიანობა (მჟავური ლარინგიტი), პერსისტენტული, არაპროდუქტიული ხველა, ღრმა ზეწოლის შეგრძნება ხახაში და ხახის "გაწმენდის" მცდელობა. საყლაპავის გარე სიმპტომებია: ასთმა, ბრონქიტი, ტკივილი გულმკერდის არეში, პირის ღრუს დაავადება, სინუსიტი და განმეორებითი პნევმონია.[1]​​[4][5][6]​​​ GORD-თან ასოცირებული ასთმის მქონე პაციენტებში შეიძლება არ იყოს ასთმის ოჯახური ისტორია; დაავადება დაიწყოს ზრდასრულ ასაკში; მსტვინავი სუნთქვა უარესდება ვარჯიშის, კვების ან წოლის დროს; დამახასიათებელია ღამის ხიხინი ან ხველა; ან რეფლუქსის სიმპტომები, რომლებიც წინ უსწრებს ასთმის სიმპტომებს.[10]

ორსულობა და GORD

ორსულობის დროს ხშირად შეინიშნება GORD-ის სიმპტომები (გულძმარვა და რეგურგიტაცია). პრევალენტობა 30%-დან 80%-მდე ვლინდება.[11][12]​​​​ სიმპტომები ჩვეულებრივ აღინიშნება პირველი ტრიმესტრის მოგვიანებით პერიოდში ან მეორე ტრიმესტრში და პროგრესირებს ორსულობასთან ერთად .[11]​​[12][13]​​​ სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება მშობიარობის შემდეგ, მაგრამ ზოგიერთ ქალში შეიძლება გაგრძელდეს მშობიარობის შემდგომ მერიოდშიც .[12]​ორსულ ქალებში კუჭ-ნაწლავის სხვა საერთო სიმპტომებია ,გულისრევა და ღებინება, რამაც შეიძლება გააძლიეროს საყლაპავის დაზიანება და GORD-ის სიმპტომები. იხილეთ  გულისრევა და ღებინება ორსულობისას. ქალებს, რომლებსაც აქვთ GORD ანამნეზში, ორსულობის დროს გულძმარვის განვითარების უფრო მაღალი შანსი. აქვთ.[12]​ ორსულობის დროს GORD-ის ადრეული გამოვლენა დაკავშირებულია პროგესტერონის მომატებულ დონესთან, რაც იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, საყლაპავის ქვედა სფინქტერის ჩათვლით. მომატებული პროგესტერონი ამცირებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს, რაც იწვევს გასტროეზოფაგური რეფლუქსს. მომატებული ესტროგენი პირდაპირ გავლენას არ ახდენს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსზე; თუმცა, შეინიშნება არაპირდაპირი ზეგავლენა.​[12][14]​​ ვინაიდან სერიოზული გართულებები იშვიათად გვხვდება, ზედა ენდოსკოპია და სხვა დიაგნოსტიკური ტესტები რუტინულად საჭირო არ არის .[13]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას