მტკიცებულება
ეს გვერდი შეიცავს გამორჩეული შინაარსის კადრს, რომელიც ხაზს უსვამს მტკიცებულებებს ძირითადი კლინიკური, მათ შორის გაურკვეველი საკითხების შესახებ. იხილეთ ძირითადი ლიტერატურის სია ამ თემასთან დაკავშირებული ყველა წყაროს დეტალებისთვის.
BMJ Best Practice-ის მტკიცებულებათა ცხრილები
მტკიცებულებათა ცხრილები იძლევა მტკიცებულებათა ადვილად ნავიგაციის საშუალებას სპეციფიკური კლინიკური საკითხების კონტექსტში,GRADE დაBMJ Best Practice ეფექტურობის რეიტინგის გამოყენებით. მიჰყევით ბმულებს ცხრილის ქვემოთ მტკიცებულებათა ქულის ძირითად ტექსტში სანახავად, კლინიკურ კითხვასთან დაკავშირებითი დამატებითი კონტექსტის მიცემით. გაიგეთ მეტი ჩვენი მტკიცებულებათა ცხრილების შესახებ.
ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ მნიშვნელოვან კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ გაიდლაინში (და მის საფუძვლად აღებული სისტემატური მიმოხილვაში) მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.
მტკიცებულებებისადმი ნდობა ძალიან დაბალი ან დაბალია იქ, სადაც შესრულდა GRADE და არსებობს ურთიერთგაცვლა ინტერვენციის სარგებელსა და ზიანს შორის.
პოპულაცია: ადამიანები, რომლებსაც აქვთ PPI-ს ხანგრძლივი გამოყენების ჩვენება( მათ შორის GORD, ბარეტის საყლაპავი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (NSAID)გამოწვეული სისხლდენის პროფილაქტიკა).
ინტერვენცია: PPI-ების გრძელვადიანი გამოყენება (შემდგომში არ არის განსაზღვრული) ᵇ
შედარება: PPI არ არის
შედეგები | ეფექტიანობა (BMJ შეფასება)? | მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)? |
---|---|---|
თირკმლის ქრონიკული დაავადება | უფრო ხშირად PPI-ების გარეშე, ვიდრე PPI-ით.(შედარების თანახმად) | ძალიან დაბალი ᶜ |
დემენცია | უფრო ხშირად PPI-ების გარეშე, ვიდრე PPI-ით.(შედარების თანახმად) | ძალიან დაბალი ᶜ |
ძვლის მოტეხილობა | უფრო ხშირად PPI-ების გარეშე, ვიდრე PPI-ით.(შედარების თანახმად) | დაბალი ან ძალიან დაბალი ᵈ |
მიოკარდიუმის ინფარქტი | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | ძალიან დაბალი |
წვრილ ნაწლავში ჭარბი ბაქტერიული ზრდა | უფრო ხშირად PPI-ების გარეშე, ვიდრე PPI-ით.(შედარების თანახმად) | დაბალი |
Campylobacter ან Salmonella ინფექცია | უფრო ხშირად PPI-ების გარეშე, ვიდრე PPI-ით.(შედარების თანახმად) | GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის |
სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტი | უფრო ხშირად PPI-ების გარეშე, ვიდრე PPI-ით.(შედარების თანახმად) | ძალიან დაბალი ᶜ |
Clostridium difficile-ს ინფექცია | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | დაბალი ᶜ |
პნევმონია | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | ძალიან დაბალი |
მიკრონუტრიენტების ნაკლებობა | უფრო ხშირად PPI-ების გარეშე, ვიდრე PPI-ით.(შედარების თანახმად) | დაბალი ან ძალიან დაბალი ᵈ |
კუჭ-ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეები | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | ძალიან დაბალი |
რეკომენდაციები წყარო გაიდლაინის მიხედვით პაციენტებში გაურთულებელი GORD-ით, რომლებიც რეაგირებენ მოკლევადიან PPI-ებზე, შემდგომში უნდა სცადონ მედიკამენტის მიღების შეწყვეტა ან დოზის შემცირება. ბარეტის საყლაპავის და სიმპტომური GORD-ის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ გრძელვადიანი PPI. პერიოდულად უნდა გადაიხედოს გრძელვადიანი PPI-ების დოზა ისე, რომ მდგომარეობის სამართავად შეირჩეს მინიმალური ეფექტური დოზა .
შენიშვნა: გაიდლაინის კომიტეტის დაასკვნის მიხედვით, ზოგადად ,როდესაც PPI-ები სათანადოდ ინიშნება, მათი სარგებელი სავარაუდოდ გადაწონის რისკებს. თუმცა, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული,რისკი/სარგებელის თანაფარდობა , რადგან ზომიერი რისკები შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს, ინდივიდუალური პაციენტისათვის სარგებელის შემცირდების შემთხვევაში. გაიდლაინის კომიტეტმა აღნიშნა, რომ PPI მომხმარებლებსა და არამომხმარებლებს შორის საბაზისო განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ რეტროსპექტული, დაკვირვებითი კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით არსებობს გარკვეული გამოწვევები რისკების ინტერპრეტაციაში . ᵃ გამოქვეყნებულ გაიდლაინში მოცემული ინფორმაციის მიხედვით გაურკვეველია, მტკიცებულების საფუძველზე მოსახლეობის რა პროპორციას ჰქონდა GORD. თუმცა, გაიდლაინის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა PPI-ს გრძელვადიანი გამოყენების რისკები დამოკიდებული იყოს ძირითად დიაგნოზზე. ᵇ ავტორებმა მიიჩნიეს კლასობრივი ეფექტი PPI-ებისთვის მაღალი ხარისხის მტკიცებულებების არარსებობის გამო, რომლებიც ასახავს სხვადასხვა PPI ფორმებს შორის გვერდითი მოვლენის შედეგებს. ᶜ მხოლოდ დაკვირვების კვლევებზე დაყრდნობით. ᵈ გაიდლაინის კომიტეტის მიერ ძვლის მოტეხილობის და მიკროელემენტების დეფიციტის შედეგების მსარწმუნოების დონე შეფასდა როგორც „დაბალი ან ძალიან დაბალი“; ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა დეფიციტის (მაგნიუმი, კალციუმი, რკინა , ვიტამინი B12) და ძვლის მინერალურ სიმკვრივესთან ძვლის მოტეხილობის უკუპროპორციული კავშირის შესახებ მტკიცებულებების ცვალებადობით . თუმცა, ეს გაურკვეველია გამოქვეყნებულ გაიდლაინში . ᵉ ეს შედეგი დაფუძნებულია დაკვირვებით და RCT მტკიცებულებებზე , რომლებმაც აჩვენეს განსხვავებული შედეგები RCT-ებით, რომლიც არ აჩვენებს სტატისტიკურად მნიშვნელოვან განსხვავებას. შემდგომი დიდი RCT PPI-ების გრძელვადიან უსაფრთხოებაზე გამოქვეყნდა 2019 წელ, რომელმაც ასევე არ აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება.
მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):
ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ კოქრეინის კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ სისტემატური მიმოხილვაში მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.
მტკიცებულებებისადმი ნდობა ძალიან დაბალი ან დაბალია იქ, სადაც შესრულდა GRADE და არსებობს ურთიერთგაცვლა ინტერვენციის სარგებელსა და ზიანს შორის.
პოპულაცია: GORD-ით დაავადებული მოზრდილები (>16 წელზე მეტი ასაკის) შეფასებულია, როგორც ქირურგიული ან მედიკამენტური მკურნალობისკონტიგენტი (გარდა იმ პაციენტებისა, რომლებსაც აქვთ GORD -ით გამოწვეული საყლაპავის სიმპტომური სტრიქტურა , საყლაპავის დისპლაზია ან კიბო).
ინტერვენცია: ლაპაროსკოპიული ფუნდოპლიკაცია
შედარება: მედიკამენტური მენეჯმენტი (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი)
შედეგები | ეფექტიანობა (BMJ შეფასება)? | მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)? |
---|---|---|
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი (<1 წელი და 1-დან 5 წლამდე) | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | ძალიან დაბალი |
GORD-თან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი: <1 წელი | უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას | დაბალი |
GORD-თან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი: 1-დან 5 წლამდე | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | ძალიან დაბალი |
გულძმარვა (<1 წლამდე, 1-დან 5 წლამდე და ≥5 წლამდე) | უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას | ძალიან დაბალი |
რეფლუქსი (<1 წელი და 1-დან 5 წლამდე) | უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას | ძალიან დაბალი |
რეფლუქსი: ≥5 წელი | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | ძალიან დაბალი |
დისფაგია (<1 წელი და 1-დან 5 წლამდე) | უპირატესობას ანიჭებს შესადარებელ ჯგუფს | ძალიან დაბალი |
დისფაგია: ≥5 წელი | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | ძალიან დაბალი |
სერიოზული გვერდითი მოვლენები | უფრო ხშირად ვლინდება ლაპაროსკოპიული ფუნდოპლიკაციის დროს ,სამედიცინო მენეჯმენტთან შედარებით ( შედარების თანახმად) | ძალიან დაბალი |
გვერდითი მოვლენები | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | ძალიან დაბალი |
შენიშვნა: კოკრეინის კლინიკური შედეგების (CCA) მიხედვით, ვიწრო ასაკობრივ დიაპაზონში (42-48 წლის ასაკში) მამაკაცების დომინირების გათვალისწინებით, იგივე შედეგები შეიძლება არ განმეორდეს ქალებში, ახალგაზრდა მოზარდებში ან ხანდაზმულებში . ასევე არასაკმარისია მტკიცებულება იმის შესახებ, მხარი დაუჭიროს ან უარყოს მოზრდილებში ფუნდოპლიკაციის გამოყენება (როგორც ლაპაროსკოპიული, ასევე ღია) პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობისას .
მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):
კოქრეინის კლინიკური პასუხები

კოჰრეინის კლინიკური პასუხები (Cochrane Clinical Answers - CCAs) აწვდის ადვილად წასაკითხ და გასაგებ, კლინიკურად ფოკუსირებულ კავშირებს მაღალი ხარისხის კვლევებთან - კოჰრეინის სისტემატური მიმოხილვებთან. მათი მიზანია იყოს ქმედითი და მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების ინფორმირება პაციენტის მოვლის ადგილზე. ისინი დამატებულია Best Practice-ის ძირითადი ტექსტის შესაბამის სექციებში.
- What are the benefits and harms associated with de-prescribing long-term proton pump inhibitor therapy in adults?
- In adults with gastro-esophageal reflux disease, is there randomized controlled trial evidence to support the use of laparoscopic fundoplication surgery instead of medical management?
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას