კრიტერიუმები
მონრეალის განმარტება[2]
მოიცავს საყლაპავის სინდრომების კლასიფიკაციას.
სიმპტომებით გამოხატული, მაგრამ დაზიანების გარეშე მიმდინარე სინდრომებია:
ტიპური რეფლუქს სინდრომი
რეფლუქსური ტკივილი გულმკერდის არეში
საყლაპავის დაზიანებით მიმდინარე სინდრომები:
რეფლუქს-ეზოფაგიტი
რეფლუქსური სტრიქტურა
ბარეტის საყლაპავი
საყლაპავის ადენოკარცინომა
საყლაპავის გარეთა სინდრომები
დადასტურებული კავშირი:
რეფლუქსური ხველის სინდრომი
რეფლუქსური ლარინგიტის სინდრომი
რეფლუქსური ასთმის სინდრომი
რეფლუქსური კბილის ეროზიის სინდრომი
სავარაუდო კავშირი:
ფარინგიტი
სინუსიტი
იდიოპათიური პულმონური ფიბროზი
შუა ყურის განმეორებითი ანთება
ზოგიერთი მკვლევარის აზრით , GORD-ის, როგორც კომპოზიტური, სიმპტომებზე დაფუძნებული ერთეულის კონცეფცია საჭიროებს ხელახალ შეფასებას .[8]
ეზოფაგიტის ლოს-ანჯელესის კლასიფიკაცია[60][61]
ეზოფაგიტის ლოს-ანჯელესის კლასიფიკაცია მიაკუთვნებს პაციენტებს A-D ხარისხებს, რაც დამოკიდებულია ენდოსკოპიურად ლორწოვანის დაზიანებების შეფასებაზე დისტალურ საყლაპავში, რაც მიუთითებს ეზოფაგიტზე:
A ხარისხი: დაზიანება ≤5 მმ
B ხარისხი: დაზიანება >5 მმ
C ხარისხი: დაზიანებები ვრცელდება ≥2 ლორწოვან ნაოჭს შორის, გარშემოწერილობის <75% მონაკვეთზე
D ხარისხი: დაზიანებები მთელს გარშემოწერილობაზე (≥75%).
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას