კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

საცდელი მკურნალობა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორით (PPI)

ტესტი
შედეგი
ტესტი

დამატებითი ტესტები ნაჩვენებია, თუ PPI-ს მოკლე თერაპიული ცდით (დაახლოებით 8 კვირა) სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან თუ პაციენტს აქვს საგანგაშო სიმპტომები.[1][6]​​[36]

შედეგი

სიმპტომური გაუმჯობესება

გასათვალისწინებელი კვლევები

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (OGD)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია საგანგაშო სიმპტომების ან გართულებული დაავადების სიმპტომების არსებობის შემთხვევაში (ატიპური, პერსისტენტული ან მორეციდივე სიმპტომები).[1][5][36][37][Figure caption and citation for the preceding image starts]: საშუალო-მძიმე ეზოფაგიტი მრავლობითი ხაზოვანი, სუფთა ფსკერის მქონე ეზოფაგური წყლულებითექიმი დუგლას გ. ადლერის კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@54f26b1d

ენდოსკოპიის ჩატარებამდე იზოლირებული ექსტრა-ეზოფაგური სიმპტომების მქონე პაციენტებში (მაგ., ლარინგიტი, ყელში ბურთის შეგრძნება , კბილების მინანქრის ეროზია, ჰალიტოზი) განიხილეთ არაგასტროინტესტინური მიზეზების შეფასება ,[6]

PPI უნდა შეწყდეს პროცედურამდე 2-4 კვირით ადრე.[1]

GORD-ის ტიპიური სიმპტომების მქონე პაციენტებში უმეტესწილად გვხვდება ნორმალური ლორწოვანი გარსი .[1] რუტინული ბიოფსიები არ არის რეკომენდებული თუ არ არის ეოზინოფილური ეზოფაგიტის ან ბარეტის საყლაპავის კლინიკური და/ან ენდოსკოპიური ჩვენებები.[37][45] რეფრაქტერული GORD-ის დროს ჩატარებულ ენდოსკოპიასთან ერთად უნდა მოხდეს მასალის აღება ბიოფსიისათვის , მაშინაც კი, თუ ლორწოვანი გარსი ნორმალურად გამოიყურება.[1]

სიმპტომების სიხშირისა და სიმძიმის მიხედვით ბარეტის საყლაპავის, ეზოფაგიტის ხარისხისა ან სხვა გართულებების ვარაუდის და კორელაციის შესახებ მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა ბარეტის საყლაპავი შეიძლება გამოვლინდეს მაღალი ხარისხის ეროზიული ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ . აამრიგად, თუ ენდოსკოპია ტარდება ბარეტის საყლაპავზე ეჭვის გამო (მაგ., ხანგრძლივი სიმპტომები), პროცედურის ჩატარება უმჯობესა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის 8-კვირიანი კურსის შემდეგ.[37]

შედეგი

ნორმალური ან შეიძლება გამოვლინდეს ეზოფაგიტი (ეროზია, წყლულები, სტრიქტურები) ან ბარეტის საყლაპავი

ამბულატორიული pH მონიტორინგი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ამბულატორიული pH მონიტორინგით შესაძლებელია საყლაპავში მჟავას პათოლოგიური არსებობის დაფიქსირება, ეზოფაგიტის არსებობის გარეშეც.[46]

არსებობს ორი ტიპის pH მონიტორინგი: ნაზო-ეზოფაგური კათეტერით და უსადენო რადიოტელემეტრიის კაფსულით. უსადენო რადიოტელემეტრიით შესაძლებელია 48-საათიანი მონიტორინგი ნაზო-ეზოფაგური კათეტერის ჩადგმის გარეშე, რაც დაკავშირებულია ნაკლებ დისკომფორტთან. პაციენტებს ყოველდღიურ აქტივობებში ნაკლებად ეშლებათ ხელი.

ამბულატორიული pH მონიტორინგი ან წინაღობის-pH კვლევა რეკომენდებულია იმ პაციენტების შესაფასებლად, რომელთაც სავარაუდოდ აქვთ საყლაპავის გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სინდრომი, მაგრამ არ პასუხობდნენ ემპირიულ თერაპიას პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით, ენდოსკოპიურად არ აღინიშნებოდა პათოლოგია და მანომეტრიით არ შეინიშნება მნიშვნელოვანი მოტორული დარღვევა.[1][3]

არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ჩატარდეს თუ არა pH მონიტორინგი PPI თერაპიის დროს ან დასრულების შემდეგ. ამერიკის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის გაიდლაინი რეკომენდაციას უწევს ამბულატორიულ pH ან წინაღობის pH მონიტორინგს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით თერაპიის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში.[3][36] ლიონის კონსენსუსი გირჩევთ pH ანალიზს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების თერაპიის გარეშე პაციენტებში რომელთაც არ აქვთ (ან დაბალი ხარისხის) ეზოფაგიტი ენდოსკოპიაზე და pH წინა ანალიზი დადებითი არაა.[47]

არა-მჟავა რეფლუქსის გასაზომად, ამერიკის გასტროენტეროლოგთა კოლეჯის გაიდლაინი რეკომენდაციას უწევს წინაღობის-pH მონიტორინგს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით თერაპიის დროს.[1]

შედეგი

pH <4, დროის >4% განმავლობაში პათოლოგიურია

საყლაპავი მილის მანომეტრია

ტესტი
შედეგი
ტესტი

მანომეტრიით ფასდება საყლაპავის შეკუმშვები და ქვედა სფინქტერის ფუნქცია. შესაძლებელია მსუბუქი მოტორული დაავადებების დაფიქსირებაც, როგორიცაა აქალაზია ან საყლაპავის დიფუზური სპაზმი.

ამერიკის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის გაიდლაინების მიხედვით, GORD-თან დაკავშირებული მოტორიკის დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს საყლაპავის მაღალი გარჩევადობის მანომეტრიის გამოყენებით; თუმცა, მანომეტრია არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ერთადერთი დიაგნოსტიკური ტესტი.[1]

დიდი ბრიტანეთის გაიდლაინები რეკომენდაციას უწევს, რომ მანომეტრია შესრულდეს ანტი-რეფლუქსურ ოპერაციამდე.[48]

ამერიკის გასტროენტეროლოგიის კოლეჯი გვირჩევს, რომ მანომეტრია ჩატარდეს ანტირეფლუქსურ ოპერაციამდე, პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებზე , რომლებშიც წინაღობის pH-ის მონიტორინგმა ვერ დაადგინა ეტიოლოგია და პაციენტებში გულმკერდის არაკარდიული ტკივილით, განსაკუთრებით პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებზე უეფექტობის შემთხვევაში.[1]

შედეგი

შეიძლება მიანიშნებდეს აქალაზიაზე, საყლაპავის სპაზმზე ან სხვა მოტორულ დაავადებაზე

კომბინირებული წინაღობის-pH ტესტირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

საყლაპავის წინაღობის ტესტი ადგენს სითხისა და აირის ანტეგრადულ და რეტროგრადულ ბოლუს ტრანზიტს. წინაღობის მონიტორინგს არ შეუძლია გამოავლინოს მჟავას შემცველობა ან ინტრალუმინალური შიგთავსის მოცულობა. ამიტომ, pH ზონდი ჩვეულებრივ ჩართულია გამოკვლევაში.

ამგვარად, წინაღობა-pH-ის კომბინირებულ მონიტორინგს შეუძლია გამოავლინოს მჟავა და არამჟავა რეფლუქსი, რათა შეფასდეს სიმპტომებთან კორელაცია .[3][49]

ამბულატორიული pH მონიტორინგი ან წინაღობის-pH კვლევა რეკომენდებულია იმ პაციენტების შესაფასებლად, რომელთაც სავარაუდოდ აქვთ საყლაპავის გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სინდრომი, მაგრამ არ პასუხობდნენ ემპირიულ თერაპიას პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით, ენდოსკოპიურად არ აღინიშნებოდა პათოლოგია და მანომეტრიით არ შეინიშნება მნიშვნელოვანი მოტორული დარღვევა.[1][3]

არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ჩატარდეს თუ არა pH მონიტორინგი PPI თერაპიის დროს ან დასრულების შემდეგ. ამერიკის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის გაიდლაინი რეკომენდაციას უწევს ამბულატორიულ pH ან წინაღობის pH მონიტორინგს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით თერაპიის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში.[3][36]

არა-მჟავა რეფლუქსის გასაზომად, ამერიკის გასტროენტეროლოგთა კოლეჯის გაიდლაინი რეკომენდაციას უწევს წინაღობის-pH მონიტორინგს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით თერაპიის დროს.[1]

საჭიროა შედეგების კვლევა, რომელიც შეაფასებს რამდენად გამოსადეგია წინაღობის-pH ტესტირება რეფრაქტორული რეფლუქსის სიმპტომების გამოსაკვლევად.[50][51]

იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ გულძმარვა ან რეგურგიტაცია და არ ჰქონდათ პასუხი დღეში ორჯერ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობაზე, დიდი ბრიტანეთის გაიდლაინი რეკომენდაციას უწევს კომბინირებულ pH-წინაღობის ანალიზს მჟავას სუპრესიის თერაპიის შეწყვეტის დროს.[48]

შედეგი

შესაძლებელია მჟავური ან არა-მჟავური რეფლუქსის მოვლენების დაფიქსირება

კვლევა ბარიუმის ფაფის გამოყენებით

ტესტი
შედეგი
ტესტი

ბარიუმით გამომსახველობითი გამოკვლევა შეიძლება სასარგებლო იყოს დისფაგიის მქონე პაციენტებში, რომლებისთვისაც ენდოსკოპია უკუნაჩვენებია ან ხელმიუწვდომელია.[41][42]

მხოლოდ ბარიუმით გამოსახულება არ უნდა იქნას გამოყენებული , როგორც GORD-ის დიაგნოსტიკური ტესტი.[1] GORD-ის დიაგნოსტიკისთვის ბარიუმით მიღებულ ეზოფაგორამაზე რეფლუქსის არსებობას აქვს დაბალი მგრძნობელობა და სპეციფიურობა , pH ტესტირებასთან შედარებით.[1]

შედეგი

შესაძლებელია დისფაგიის სხვა მიზეზების გამორიცხვა

საყლაპავის ენდოსკოპია კაფსულით

ტესტი
შედეგი
ტესტი

გულისხმობს ენდოსკოპის-კაფსულის გადაყლაპვას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საყლაპავის ვიზუალიზაცია. ენდოსკოპის კაფსულა არ საჭიროებს სედაციას.

ზედა ენდოსკოპიის ნაკლებად ინვაზიური ალტერნატივა , სკრინინგისა და დიაგნოსტიკის პოტენციური ინსტრუმენტი საყლაპავის პათოლოგიის შესაფასებლად. კვლევების მიხედვით, ამ მეთოდს ახასიათებს მხოლოდ საშუალო დონის სენსიტიურობა და სპეციფიკურობა საყლაპავის დაავადებების დიაგნოსტიკაში. მისი როლი შეზღუდულია და ნაკლებად გამოიყენება ლორწოვანი გარსის დაავადებების სკრინინგის მიზნით (ეროზიული ეზოფაგიტი და ბარეტის საყლაპავი).[38][39][40]

ენდოსკოპია კაფსულით ტარდება პაციენტების კომფორტისათვის, შერჩეულ შემთხვევებში. იგი უკუნაჩვენებია სავარაუდო (მაგ. დისფაგიის არსებობა) ან დადასტურებული სტრიქტურის ან ადჰეზიების არსებობის შემთხვევაში.

შედეგი

შეიძლება გამოვლინდეს ეზოფაგიტი ან ბარეტის საყლაპავი.

ახალი ტესტები

ენდოლუმინალური სანათურის გამოსახულების ფუნქციური ზონდი .

ტესტი
შედეგი
ტესტი

FDA-მ დაამტკიცა კათეტერზე დაფუძნებული შეფასება, რომელიც ერთდროულად ზომავს საყლაპავის სანათურის ფართობს, დაჭიმულობას და ინტრალუმინალურ წნევას. ტარდება ზედა ენდოსკოპიის დროს.

ამჟამად ენდოლუმინალური ფუნქციური სანათურის გამოსახულების ზონდის გამოყენება, შეზღუდული მტკიცებულებების გამო, არ არის რეკომენდებული GORD-ის რუტინულ მენეჯმენტში.[52]

შედეგი

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას