ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძლიერი რისკფაქტორებია: გულძმარვის ან GORD-ის ოჯახური ანამნეზი; სიმსუქნე; ასაკის მატება; ან დიაფრაგმის თიაქარი.
გულძმარვა
ხშირი გამოვლინებაა წვის შეგრძნება გულმკერდის არეში კვების შემდეგ.
შეიძლება გაუარესდეს როდესაც პაციენტი მწოლიარე მდგომარეობაშია ან წინ იხრება.
შეიძლება მოხდეს ღამით, მაგრამ ძირითადად არ უკავშირდება გადაღლას.
მჟავას რეგურგიტაცია
მჟავას რეფლუქსი პირის ღრუში, მჟავე ან მწარე გემო, ძირითადად კვების შემდეგ.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
იშვიათი
დისფაგია
დისფაგიის მიზეზები, როგორიცაა მოტორიკის დარღვევა, სტრიქტურა, დიაფრაგმის თიაქრის ხვრელი ან ავთვისებიანი სიმსივნე, უნდა გამოირიცხოს ენდოსკოპიის საშუალებით. [1]
შებერილობა/ სწრაფი დანაყრების შეგრძნება
უნდა გამოირიცხოს სხვა შესაძლო მიზეზები (მაგ. კიბო ან სტრიქტურა).
ლარინგიტი
პოპულაციაზე დაფუძნებული კვლევების საფუძველზე. ასოცირდება GORD-თან . თუმცა, ექსტრა-ეზოფაგური სინდრომები არასპეციფიკურია და ,როგორც წესი , მულტიფაქტორულია.[3]
შეიძლება საჭირო გახდეს ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია, მაგრამ დადებითი ლარინგოსკოპიული ნიშნები არ არის საკმარისი GORD-თან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადასტურებლად.[1]
მასის შეგრძნება ყელში
პაციენტები შეიძლება აღწერდნენ ყელში ბურთის გაჩხერვის შეგრძნება , რომელიც აწუხებთ ყლაპვის შემდეგაც.[1]
კბილის ემალის ეროზია
მჟავას რეფლუქსმა შეიძლება გამოიწვიოს კბილის ემალის ეროზია.
ჰალითოზი
დაფიქსირდა, რომ ეს უფრო ხშირია გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მქონე ადამიანებში.[43] პაციენტი შეიძლება ვერ ამჩნევდეს ამ ნიშანს.
დისპეპსია
დისპეპსია მნიშვნელოვნად უფრო გავრცელებულია გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომების მქონე პაციენტებში, ვიდრე მათ გარეშე. უფრო მეტიც, დისპეპსიისა და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომები ერთმანეთს გადაფარავს პაციენტთა 25%-ში.[44]
რისკფაქტორები
ძლიერი
გულძმარვის ან გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების ოჯახური ანამნეზი
უფროსი ასაკი
GORD-ის რისკი იზრდება ასაკთან ერთად .[16]
დიაფრაგმის თიაქარი
სიმსუქნე
სუსტი
მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ საყლაპავის ქვედა სფინქტერის (LOS) ტონუსს
გლუვი კუნთის რელაქსანტები და ანტიქოლინერგული საშუალებები ამცირებენ LOS ტონუსს გლუვ კუნთსა და ნერვებზე მოქმედების პირდაპირი მექანიზმით, რაც ხელს უწყობს კუჭის შიგთავსის რეფლუქსს. მსგავსი მედიკამენტებია: ნიტრატები, კალციუმის არხის ბლოკერები, ალფა და ბეტა-ადრენერგული აგონისტები, თეოფილინი და ანტიქოლინერგული პრეპარატები.
ფსიქოლოგიური სტრესი
ფსიქოსომატური სიმპტომების ტესტში მაღალი ქულის არსებობა დაკავშირებულია სიმპტომების განვითარების მაღალ რისკთან.[27]
ასთმა
კონტროლთან შედარებით, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომები დაახლოებით ორჯერ უფრო ხშირია პაციენტებში, რომელთაც ასთმა აქვთ.[30]
მიუხედავად იმისა, რომ უსიმპტომო გასტროეზოფაგური რეფლუქსი ხშირია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ცუდად კონტროლირებადი ასთმა, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენებისას ასთმის კონტროლი არ გაუმჯობესდა.[25]
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (NSAID)
შესაძლოა ხელს უწყობდეს ეზოფაგიტისა და სტრიქტურების განვითარებას გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მქონე პაციენტებში. ერთ-ერთმა მეტა ანალიზმა გამოავლინა კავშირი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (NSAIDs) გამოყენებასა და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომების პრევალენტობას შორის (OR 1.44, 95% CI 1.10-1.88).[16]
მოწევა
გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომების გავრცელება უფრო მაღალია მწეველებში, ვიდრე არამწეველებში (19.6% 15.9%-ის წინააღმდეგ). შესაბამისად; ან 1.26, 95% CI 1.04-დან 1.52-მდე) ერთ მეტა-ანალიზში.[16]
ალკოჰოლის მოხმარება
პერორალური ენდოსკოპიური მიოტომია (POEM)
ერთ-ერთი მეტაანალიზით, რომელიც შეისწავლიდა პაციენტების ჯგუფს,რომლებიც გდიოდნენ აქალაზიის მკურნალობას, GORD სიმპტომების სიხშირე POEM ან ლაპაროსკოპიული ჰელერის მიოტომიის შემდეგ შესაბაისად იყო 19% და 9% .[33]
კვებითი ფაქტორები
ორსულობა
GORD-ის სიმპტომების გავრცელება ორსულ ქალებში, არაორსულ ქალებთან შედარებით ხუთჯერ მეტია .[11]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას