დიფერენციული დიაგნოზები

ინფექციური კოლიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეიძლება ჰქონდეს მსგავსი კლინიკური ნიშნები.

კვლევები

კოლონოსკოპიაზე გამოვლინდება თუ გვხვდება იშემია ან ფსევდომემბრანები.

განავლის კულტივირებით შეიძლება გამოვლინდეს გამომწვევი მიკროორგანიზმი.

კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე Clostridium difficile-ს ინფექციის დროს შესაძლოა გამოჩნდეს მსხვილი ნაწლავის გამოხატული შესქელება.

წყლულოვანი კოლიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ნაწლავის ანთებითი დაავადების ფორმა, რომელიც აზიანებს სწორ ნაწლავს და ვრცელდება პროქსიმულად. ხასიათდება მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დიფუზური ანთებით და მორეციდივე მიმდინარეობით.

ჩვეულებისამებრ, პაციენტს აქვს სისხლიანი დიარეა, ქრონიკული დიარეა (ან ორივე), ტკივილი ჰიპოგასტრიუმში, დეფეკაციის იმპერატიული მოთხოვნილება და წყლულოვანი კოლიტით განპირობებული ექსტრაინტესტინური გამოვლინებები.

კვლევები

დიაგნოსტიკითვის საჭიროა ენდოსკოპია ბიოფსიით და განავლის უარყოფითი კულტურა.

კრონის დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ნაწლავის ანთებითი დაავადება შეიძლება მოიცავდეს მთელ გასტროინტესტინურ ტრაქტს.

ხშირი პირველადი სიმპტომებია: ქრონიკული დიარეა, წონის კლება, ტკივილი მუცლის ქვედა მარჯვენა კვადრანტში, რაც წააგავს მწვავე აპენდიციტს.

კვლევები

დიაგნოზი დასტურდება კოლონოსკოპიით, ილეოსკოპიით და ქსოვილოვანი ბიოფსიით.

დივერტიკულური დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომური დაავადების დროს კლინიკური გამოვლინება შეიძლება გავდეს ნაწლავის იშემიას. ცხელება ხშირია დივერტიკულიტის დროს; დიარეაც ხშირია, თუმცა ჰემატოქეზია, როგორც წესი, არ აღინიშნება.

კვლევები

კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავის ფოკალური გასქელება და დივერტიკულოზის/დივერტიკულიტის მტკიცებულებები.

მსხვილი ნაწლავის ობსტრუქცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეკრულობა შეიძლება სიმპტომი იყოს.

კვლევები

უმეტეს შემთხვევებში კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გამოვლინდება ობსტრუქციის მიზეზი, როგორიცაა სიმსივნე, შიდა თიაქარი ან ჩაჭედვა.

კუჭის პეპტიური წყლული

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტკივილი, როგორც წესი, ეპიგასტრიუმში ლოკალიზდება და ნაკლებად მძიმეა, თუმცა შეიძლება გამოვლინდეს გენერალიზებული დისკომფორტი მუცლის არეში. გულისრევა და ღებინება ხშირია. როგორც წესი, სიმპტომები ნაკლებად მწვავეა.

კვლევები

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიაზე გამოვლინდება გასტრიტი და წყლულები.

პერფორირებული კუჭის წყლულის შემთხვევაში გულმკერდის რენტგენზე გამოვლინდება პნევმოპერიტონეუმი.

წვრილი ნაწლავის ობსტრუქცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხშირად ანამნეზში გვხვდება გადატანილი აბდომინალური ქირურგია. გულისრევა, ღებინება და მუცლის შებერილობა წამყვანი სიმპტომებია.

კვლევები

რენტგენოგრამაზე გამოვლინდება აირ-სითხოვანი დონეები და დილატირებული წვრილი ნაწლავი. კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გამოვლინდება დილატირებული პროქსიმული წვრილი ნაწლავი დისტალური დეკომპრესიით, შესაძლოა გამოვლინდეს გარდამავალი ზონა.

მწვავე პანკრეატიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში შეიძლება შეგვხვდეს ნაღვლკენჭოვანი დაავადება ან ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. ტკივილი, როგორც წესი, ფოკალურია, ლოკალიზდება ეპიგასტრიუმში და ირადირებს ზურგისკენ. როგორც წესი, არ ვლინდება დიარეა ან ჰემატოქეზია.

კვლევები

შრატში მომატებულია ამილაზა და ლიპაზა (როგორც წესი, უფრო მაღალია ვიდრე ნაწლავის იშემიის დროს). მუცლის ულტრაბგერაზე და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ვლინდება პანკრეასის ანთება და შეიძლება გამოვლინდეს ნაღვლის ბუშტის პათოლოგიაც.

გასტროენტერიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეიძლება ჰქონდეს მსგავსი კლინიკური ნიშნები. შესაძლოა ანამნეზში შეგვხვდეს შეუძლოდ მყოფ პირებთან კონტაქტი. შეიძლება გამოხატული იყოს გულისრევა და ღებინება ტკივილი, როგორც წესი, ნაკლებად გამოხატულია, ვიდრე იშემიის დროს.

კვლევები

კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე შეიძლება გამოვლინდეს წვრილი ნაწლავის გასქელებული მარყუჟები ან მეზენეტრული ლიმფადენოპათია იშემიის ან ინფარქტის ნიშნების გარეშე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას