მონიტორინგი
მსხვილი ნაწლავის გარდამავალი იშემიის მქონე პაციენტებს, რომლებშიც არ განხორციელებულა ქირურგიული ჩარევა, უნდა ჩაუტარდეთ ენდოსკოპია მწვავე იშემიური მოვლენის კუპირების შემდეგ, რათა გამოვლინდეს სტრიქტურები და/ან დადასტურდეს მსხვილი ნაწლავის იშემიის კუპირება.
ნებისმიერი ტიპის ქირურგიული ჩარევის შემდგომ საჭიროა პაციენტის შემდგომი მეთვალყურეობა დამაკმაყოფილებელი შეხორცებისა და გამოჯანმრთელების უზრუნველსაყოფად.
ნაწლავის იშემიის რეციდივის რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად აუცილებელია პაციენტების რეგულარული შემოწმება, რათა უზრუნველვყოთ მედიკამენტური მკურნალობის დამყოლობა სხვადასხვა თანხმლები დაავადებების მიმართ, რომლებიც შესაძლოა ხელს უწყობდნენ იშემიური ნაწლავის დაავადების ჩამოყალიბებას.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას