პროგნოზი

მწვავე მეზენტერიული იშემია

დიაგნოსტიკაში, პათოფიზიოლოგიისა და მკურნალობაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, მეზენტერული იშემიის მქონე პაციენტების გამოსავალის პპოგნოზი რჩება არასაიმედო.[30][37]შემთხვევათა ფართომასშტაბიან კვლევებით მწვავე მეზენტერული იშემია იწვევს სიკვდილობას დაახლოებით 50%-დან 60%-მდე.[17][90][91][30] სიკვდილობის შეფასებების შეჯამება ადასტურებს სიკვდილობის მაღალ მაჩვენებელს. ობსერვაციული კვლევებისა და შემთხვევათა სერიის ერთი მეტაანალიზი ბოლო 20 წლის განმავლობაში აჩვენებს შედარებით სიკვდილობის სტატიკური მაჩვენებელს 40% ღია ქირურგიისთვის, 26% ენდოვასკულარული ქირურგიისთვის და 32% ღია რეტროგრადული მეზენტერული სტენტირებისთვის.[92]

სიკვდილობა დაკავშირებულია იშემიის მექანიზმთან; არტერიული მეზენტერული ინფარქტი და არაოკლუზიური მეზენტერული იშემია სამჯერ უფრო ხშირად იწვევს სიკვდილს, ვიდრე ვენური ინფარქტი.[37] ცუდი გამოსავალის პრედიქტორია ხანდაზმული ასაკი, თირკმელების ქრონიკული დაავადება, დიაბეტი, მსხვილი ნაწლავის დაზიანება, ორგანოთა ჰიპოპერფუზია (მაგ., კრეატინინის და/ან ლაქტატის მომატება) და დაგვიანებული ოპერაცია.[93]არაოკლუზიური მეზენტერული იშემია იწვევს 70%-დან 80%-მდე სიკვდილობას.[17][91][94]​​​

ნაწლავის ინფარქტის განვითარებამდე სწორი დიაგნოზის დადგენა აუცილებელია მწვავე მეზენტერული იშემიის მქონე პაციენტების გადასარჩენად.ამას ადასტურებს რამდენიმე რეტროსპექტული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ დიაგნოზის დადგენა ექიმთან მიმართვისას 24 საათის განმავლობაში ან ნაწლავის ინფარქტის დაწყებამდე გადარჩენის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ზედა მეზენტერულ არტერიაში ემბოლიის მქონე 21 პაციენტის შესახებ ანგარიშის თანახმად, ნაწლავის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება მოხერხდა იმ პაციენტთა 100%-ში, რომელთა სიმპტომების ხანგრძლივობა იყო <12 საათზე , 56%-ში 12-24 საათის შემთხვევაში და მხოლოდ პაციენტთა 18%-ში, თუ სიმპტომების ხანგრძლივობა დიაგნოზის დადგენამდე აღემატებოდა 24 საათს.[95]

ქრონიკული მეზენტერიული იშემია

ქრონიკული მეზენტერული იშემიის მქონე პაციენტებისთვის 30-დღიანი სიკვდილობის მაჩვენებელი შედარებით მსგავსია, მიუხედავად იმისა, მკურნალობენ ენდოვასკულარულად თუ ქირურგიულად.[17][50][96][97]თუმცა, სიკვდილობა 5 წლის შემდეგ უფრო დაბალია პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ ღია ქირურგიული რევასკულარიზაცია, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ენდოვასკულარულ რევასკულარიზაცია.[17][96]

სიკვდილობის მაჩვენებელი ქირურგიული რევასკულარიზაციის შემდეგ უფრო დაბალია (0-16%) და წარმატების მაჩვენებელი >90%-ზე; განმეორებითობის სიხშირე დაახლოებით <10%-ზე.[7]

თუმცა, ენდოვასკულარული რევასკულარიზაცია არის სასურველი ვარიანტი ქრონიკული მეზენტერული იშემიის დროს, უფრო დაბალი პერიოპერაციული რისკების გამო, ქირურგიულ რევასკულარიზაციასთან შედარებით.[12][17][67]

მსხვილი ნაწლავის იშემია

მსხვილი ნაწლავის იშემიას ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროგნოზი აქვს ნაწლავური იშემიების ჯგუფში; თუმცა, 20%-ს უვითარდება ქრონიკული წყლულოვანი იშემიური კოლიტი.[25] ცუდი პროგნოზი დაკავშირებულია მამრობით სქესთან, მარჯვენამხრივ იშემიასთან და გამოვლენისას სწორი ნაწლავიდან სისხლდენის არ არსებობასთან.[34][41]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას