გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
მაღალი

ნაწლავის ჰიპოქსია შეიძლება გადაიზარდოს ნაწლავის ინფარქტში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაგვიანებულია დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა.[17][98] სიკვდილობა დაახლოებით 60%-ია.[17]

ცვლადი
მაღალი

ქრონიკული მეზენტერული იშემიის მქონე პაციენტებში ხშირად ყალიბდება კვების შიში, ვინაიდან საკვების მიღება იწვევს სისხლის გაძლიერებლ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას ნაწლავში, რაც აძლიერებს იშემიის სიმპტომებს. შედეგად, შესაძლოა განვითარდეს წონის კლება და მალნუტრიცია.

ცვლადი
საშუალო

იმ პაციენტებში, რომელთაც იშემიაზე მედიკამენტურად უმკურნალეს, მაღალია სტრიქტურების განვითარების რისკი. ქირურგიული სტრიქტუროპლასტიკა ან, უფრო ხშირად, ნაწლავის რეზექცია მკურნალობის ძირითადი მიმართულებაა, რადგან სტრიქტურები ისეთი სიგრძისაა, რომ ენდოსკოპური ბალონური დილატაცია ხშირად შეუძლებელია.

ცვლადი
საშუალო

ვითარდება იმ პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ ნაწლავის მოცულობითი რეზექცია. მართვის ფარგლებში აუცილებელია მუდმივი პარენტერული კვება ან წვრილი ნაწლავის ტრანსპლანტაცია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას