კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
კომპიუტერულ-ტომოგრაფიულმა ანგიოგრაფიამ
ტესტი
კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრამა (CT) არჩევის პირველი რიგის კვლევაა მწვავე იშემიაზე ეჭვის დროს და უნდა ჩატარდეს დროულად.[17][31][36]
კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია უნდა ჩატარდეს არაკონტრასტული, არტერიული და პორტული ვენების ფაზებში (ცნობილია, როგორც "სამმაგი ფაზის" სკანირება).[17]
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) გვაწვდის ინფორმაციას იშემიის შედეგად ნაწლავის დაზიანების ხარისხის შესახებ.[44][45]მისი საშუალებით აგრეთვე შესაძლებელი ხდება პაციენტების სტრატიფიკაცია, რათა იდენტიფიცირდნენ მეზენტერიული ანგიოგრაფიის და პირველადი ქირურგიული ჩარევის საჭიროების მქონე პაციენტები.
მას ასევე შეუძლია გამოავლინოს იშემიის გამომწვევი მიზეზი, ნაწლავის გართულებები და მუცლის მწვავე ტკივილის სხვა მიზეზები.[17]
ცერა თითის ანაბეჭდის ნიშანი მიუთითებს ლორწოვანის შეშუპებაზე და უფრო არაკეთილსაიმედო პროგნოზზე.
კომპიუტერულ-ტომოგრაფიულმა ანგიოგრაფიამ შეცვალა სტანდარტული ანგიოგრაფია, როგორც სტანდარტული პრაქტიკა მწვავე მეზენტერული იშემიის დიაგნოსტირებისათვის.[31]
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება: მსხვილი ნაწლავის გასქელება ნაწლავის პნევმატოზთან ერთადFrom the collection of Dr Jennifer Holder-Murray; used with permission [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: 84 წლის მამაკაცი, რომელიც წარმოადგენილია იშემიური ნაწლავის დაავადების სიმპტომებით: (ა) მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელზეც ჩანს მასიური ცირკულარული და თასმისებრი ფორმის წარმოქმნილი აირი ნაწლავის პნევმატოზის სახით (ისრები) და მეზენტერული ცხიმოვანი შრის გამოხატული შეშუპება (ისრების თავები) ნაწლავის დანეკროზებული მარყუჟების ირგვლივ; (ბ) მუცლის ღრუს კომპიტერული ტომოგრაფიის მეორე შრეზე ჩანს წვრილი ნაწლავის პნევმატოზის გრძელი სეგმენტიLin I, Chang W, Shih S, et al. პაციენტის პალატაში გადაღებული იშემიური ნაწლავის ექოგრამა. BMJ Case Reports 2009:bcr.2007.053462 [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება: განივი კოლინჯის კედლის ცირკულარული შესქელება; თეთრი ისარი მიუთითებს თითის ანაბეჭდის ნიშანზეFrom the collection of Dr Amir Bastawrous; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კტ ანგიოგრაფია: ზედა მეზენტერიული არტერიის მწვავე თრომბიFrom the collection of Dr Jennifer Holder-Murray; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კომპიტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია: სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია, რომელზეც ჩანს მძიმე ათეროსკლეროზული ფოლაქით გამოწვეული ზედა მეზენტერული არტერიის სტენოზი. მოცემული რადიოლოგიური კვლევა შესრულებულია პაციენტის შემდგომი მეთვალყურეობის ვიზიტის ფარგლებში, ენდოვასკულურად ანევრიზმის ჩასწორებისთვის მდგომარეობის შესამოწმებლადFrom the collection of Dr Jennifer Holder-Murray; used with permission [Citation ends].
შედეგი
ლორწქვეშა შეშუპებაზე ან ჰემორაგიაზე მიუთითებს ნაწლავის კედლის გასქელება, ნაწლავის დილატაცია, ნაწლავის პნევმატოზი, კარის ვენაში აირი, მეზენტერული სისხლძარღვების ოკლუზია, ნაწლავის კედლის გასქელება ცერა თითის ანაბეჭდის ნიშნით; შესაძლოა გამოავლინოს იშემიის ფონური მიზეზი
FBC
ტესტი
მწვავე მეზენტერული იშემიის მქონე პაციენტების 90%-ზე მეტს აღენიშნებათ ლეიკოციტების ანომალურად მომატებული რაოდენობა.[11]
შეიძლება გამოვლინდეს ანემია (ხშირად მელენას განმეორებითი ეპიზოდების გამო), რომელიც იშემიას ამწვავებს.
შედეგი
ლეიკოციტოზი, ანემია, ჰემოკონცენტრაციის ნიშნები
ქიმიური ანალიზი C-რეაქტიული ცილის ჩათვლით.
კოაგულაციის პანელი, ტიპიზაცია და სკრინინგი, კროს მატჩი.
ტესტი
მკურნალობის დაწყებამდე კოაგულოგრამის გაკეთება დაგეხმარებათ კოაგულოპათიის დიაგნოსტირებაში, რაც თრომბოზის დამატებითი რისკფაქტორია.[35]ძლევა კოაგულაციის დარღვევების კორექციის საშუალებას, როგორც მკურნალობის ნაწილი. ტიპი და შემოწმება შესაძლო ტრანსფუზიის მომზადებისთვის.
შედეგი
ფონური პროთრომბული დაავადება
არტერიული სისხლის აირები/ლაქტატის დონე
ტესტი
მეტაბოლური აციდოზი ხშირად ვლინდება პაციენტებში მწვავე მეზენტერული იშემიით.[11] შრატის ლაქტატის ამაღლება არ განსაზღვრავს იშემიის ან ნეკროზის არსებობას ან აბსანსს ნაწლავში; თუმცა, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას დიაგნოზის დასადგენად და სიმძიმის შესაფასებლად.[11]
შედეგი
აციდოზი, ლაქტატის მომატებული დონე
ელექტროკარდიოგრამა
ტესტი
ეკგ-ზე შეიძლება გამოვლინდეს არითმიები, რომელიც წინაპირობაა კარდიოემბოლიური გართულებების, როგორიცაა წინაგულების ფიბრილაცია ან წინაგულების თრთოლვა, ან მწვავე ინფარქტი, რაც შეიძლება იყოს ნაწლავის იშემიის ეტიოლოგიური ფაქტორი.
შედეგი
წინაგულოვანი ფიბრილაცია, არითმია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
გულმკერდის რენტგენი (ვერტიკალურ პოზიციაში)
ტესტი
თუ პერფორაცია გამოწვეულია ნაწლავის ნეკროზით, თავისუფალი ჰაერი შეიძლება გამოვლინდეს დიაფრაგმის ქვეშ. თავისუფალი ჰაერის გამოვლენისას რეკომენდებულია დაუყოვნებლივი პერიოპერაციული რეანიმაცია, ემპირიული ინტრავენური ანტიბოიტიკები და ქირურგიული ჩარევა.
შედეგი
თავისუფალი ჰაერი პერფორაციის არსებობისას
მუცლის რენტგენოგრაფია
ტესტი
მუცლის რენტგენი როლი შეზღუდულია მწვავე მეზენტერული იშემიის დიაგნოსტიკასა და შეფასებაში.[11][24]უარყოფითი რენტგენოგრაფია არ გამორიცხავს დიაგნოზს.[11] ჩვეულებრივი რენტგენი ხშირად ნორმალურია იშემიის საწყისი ეტაპის დროს, ან როდესაც იშემია მსუბუქია. ამიტომ მუცლის რენტგენი არ არის რეკომენდებული ნაწლავის იშემიის დიაგნოზის დროს.[11]
დამძიმებული იშემიის დროს, რენტგენმა შეიძლება გამოავლინოს ნაწლავის, ილეუსის უფორმო მარყუჭები ან ნაწლავის კედლის გასქელება, რომელზეც ჩანს ცერა თითის ნიშანი (ლორწოვანის შეშუპება ან ჰემორაგია).[Figure caption and citation for the preceding image starts]: მუცლის პირდაპირი რენტგენი: გვიჩვენებს განივი კოლინჯის გამოხატულ შესქელებას, რომელიც შეესაბამება ცერა თითის ანაბეჭდის ნიშანს (თეთრი ისრები)From the collection of Dr Amir Bastawrous; used with permission [Citation ends].
შედეგი
შესაძლოა გამოვლინდეს ნაწლავის უფორმო მარყუჟები, ილეუსი, ნაწლავის კედლის შესქელება თითის ანაბეჭდის ნიშნით, რომელიც მიუთითებს ლორწქვეშა შეშუპებაზე ან ჰემორაგიაზე.
სიგმოიდისკოპია ან კოლონოსკოპია
ტესტი
სიგმოიდოსკოპია ან კოლონოსკოპია ბიოფსიით უნდა გაკეთდეს 48 საათის განმავლობაში იშემიური კოლიტის დიაგნოზის დასადასტურებლად.
არაგანგრენული იშემიური კოლიტის დროს კოლონოსკოპიამ შეიძლება აჩვენოს ძალიან სპეციფიკური ნიშანი - ერთიანი წრფივი წყლული, რომელიც გადის გრძივად მსხვილი ნაწლავის მეზენტერული კედლის საწინააღმდეგოდ (მსხვილი ნაწლავის ერთ ხაზის ნიშანი). არასპეციფიკური ნიშნებია ერითემა, სისუსტე, მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გაფანტული ჰემორაგიული ეროზიები, გაფანტული პეტექიური სისხლჩაქცევები ფერმკრთალი უბნებით, მოლურჯო ჰემორაგიული კვანძი ლორწქვეშა სისხლჩაქცევების გამო და იშვიათად მასისმაგვარი დაზიანებები ავთვისებიანი მდგომარეობების მსგავსად.
თუ პაციენტის მდგომარეობის გამო სასწრაფო ქირურგიული ჩარევაა საჭირო, ოპერაცია არ უნდა გადაიდოს სიგმოიდოსკოპიის ან კოლონოსკოპიის ჩასატარებლად.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კოლონოსკოპია: ლორწოვნაი გარსის ნეკროზული შრის აქერცვლა. მაღალი ალბათობით, კოლინჯი სიცოცხლის უუნაროაFrom the collection of Dr Jennifer Holder-Murray; used with permission [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: კოლონოსკოპია: მოშიშვლებული მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსიFrom the collection of Dr Jennifer Holder-Murray; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კოლონოსკოპია: გამყოფი ზოლი იშემიურ და ნორმალურ მსხვილ ნაწლავს შორისFrom the collection of Dr Jennifer Holder-Murray; used with permission [Citation ends].
შედეგი
ლორწოვანის აშრევება ან მოწყვლადობა; ლორწოვანზე პეტექიები; ლორწქვეშა ჰემორაგიული კვანძები, ეროზიები ან წყლულები; ლორწქვეშა შეშუპება; სანათურის დავიწროება; ნეკროზი, განგრენა
კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ენდოსკოპია
ტესტი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ენდოსკოპია შეიძლება ჩატარდეს პაციენტებში, რომლებიც საეჭვონი არიან ქრონიკული მეზენტერულ იშემიის არსებობაზე, რათა გამოირიცხოს კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტის ალტერნატიული დიაგნოზები, როგორიცაა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის რეფრაქტერული იშემიური წყლული.
შედეგი
ნორმაში მეზენტერული იშემიის მქონე პაციენტებში
გასათვალისწინებელი კვლევები
მაგნიტურ რეზონანსული ანგიოგრაფია
ტესტი
მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული როლი ქრონიკული მეზენტერული იშემიის დიაგნოზის დასადგენად.[31]თუმცა, კტ ანგიოგრაფია, მაღალი ალბათობით, უკეთესი გამოკვლევაა ქრონიკული მეზენტერული იშემიის დიაგნოსტიკაში, ვიდრე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რადგან ხასიათდება უფრო მაღალი გარჩევადობის უნარით უფრო სწრაფ სკანირებასთან ერთად კომბინაციაში.
მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია შეიძლება განიხილებოდეს კონტრასტით და მის გარეშე, თუ საეჭვოა მწვავე მეზენტერული იშემიის შემთხვევა.[17]თუმცა, CTA-სთან შედარებით, MRA კვლევამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოავლინოს იშემიის ნიშნები, როგორიცაა პნევმატოზი ან პორტალური ვენური აირი; MRA გამოკვლევის ჩასატარებლად საჭირო დრო და საკვებით ნაწლავის სტიმულაციის შესაძლო საჭიროება, ზღუდავს MRA-ს სარგებლობას მწვავე მეზენტერული იშემიის დიაგნოსტიკაში.[17]
შედეგი
მეზენტერული სისხლძარღვების შევიწროება ან ობსტრუქცია; კარგად არ ვლინდება ნაწლავის კედლები
მეზენტერიული ანგიოგრაფია
ტესტი
ისტორიულად, დამადასტურებელი ტესტია ჯორჯლის იშემიის სადიაგნოსტიკოდ. დღევანდელ პრაქტიკაში მას ჩვეულებრივ წინ უძღვის დადებითი მწვავე CT ანგიოგრაფია. მგრძნობელობა არის 74-100%, ხოლო სპეციფიკურობა- 100%.[32]
ოკლუზიური იშემია ავლენს პროქსიმულ დეფექტს ანგიოგრამაზე, მეზენტერული რკალების დისტალური ავსების გარეშე.
არაოკლუზიური იშემია შეიძლება იწვევდეს ყველა მეზენტერული რკალის ვაზოკონსტრიქციას. ამიტომ მეზენტერულ ანგიოგრაფიას შეუძლია NOMI-ის დიაგნოსტიკა ინფარქტის განვითარებამდე. ამ მიზნით გამოიყენება ოთხი კრიტერიუმი: მსხვილი ნაწლავის მეზენტერული არტერიის საწყისი ტოტის შევიწროება, დარღვევები ამ ტოტებში, მეზენტერული რკალის სპაზმი და ინტრამურალური სისხლძარღვების შევსების დარღვევა.
მეზენტერული ანგიოგრაფია იძლევა ვაზოდილატორების ან თრომბოლიზური აგენტების ინფუზიით მკურნალობის შესაძლებლობას (რაც აუმჯობესებს გამოსავალს). ხშირად ტარდება ინტერვენციის გაგრძელების მიზნით.
ათეროსკლეროზული დაავადების შედეგად ქრონიკული მეზენტერული იშემიის დიაგნოსტიკისთვის ანგიოგრაფიაზე უნდა გამოვლინდეს სულ მცირე 2 სისხლძარღვის (3-დან) მძიმე ოკლუზია, თუმცა, სიმპტომების გარეშე, მხოლოდ ანგიოგრაფიით ვერ დგინდება დიაგნოზი.[36]
შედეგი
მეზენტერული სისხლძარღვის პროქსიმული დეფექტი ან ყველა მეზენტერული რკალის ვაზოკონსტრიქცია
ჯორჯლის დუპლექს ულტრაბგერა
ტესტი
განსაკუთრებით გამოსადეგია თუ ობსტრუქცია პროქსიმულია; ულტრაბგერით ვერ ფასდება დისტალური მეზენტერული სისხლძარღვები და იშემიის არაოკლუზიური ეტიოლოგიები.[12] ეს ძირითადად გამოიყენება ცალკეულ სისხლძარღვთა ქრონიკული მეზენტერული იშემიის შესაფასებლად და არის არჩევის პირველი რიგის გამოკვლევა.[40]
მსხვილი ნაწლავის ულტრაბგერითი კვლევა შეიძლება გამოყენებულ იქნას იშემიური კოლიტის დიაგნოსტიკისა (იმ პირობით, თუ მომხმარებელი ფლობს საკმარის გამოცდილებას) და მარცხენა და მარჯვენამხრივი დაავადების დიფერენციაციის მიზნით.[41] ეს არის ალტერნატივა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ საკონტრასტო საშუალებების მიღება.[35]თუმცა, ეს არ ითვლება რუტინულ გამოკვლევად და უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექოსკოპიური კვლევის საკმარისი გამოცდილების მქონე რადიოლოგმა.
შედეგი
სისხლის ნაკადის შემცირება ან არარსებობა პროქსიმულ მეზენტერულ (ჯორჯლის) სისხლძარღვებში
ახალი ტესტები
მუცლის ღრუს ახლო ინფრაწითელი სპექტროსკოპია
ტესტი
ახალშობილებში ჩატარებული კვლევების ერთმა მეტა-ანალიზმა, რომელმაც შეაფასა მუცლის ახლო ინფრაწითელი სპექტროსკოპიის (NIRS) გამოყენება, როგორც ნაწლავის იშემიის მარკერი ახალშობილებში, აჩვენა, რომ NIRS ზუსტად აღმოაჩენს ლოკალურად ქსოვილების ოქსიგენაციის შეუსაბამობას და შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭ-ნაწლავის ოქსიგენაციის მონიტორინგის და ამ პაციენტების ჯგუფში ნაწლავის იშემიის გამოვლენის მიზნით.[43] კუჭ-ნაწლავის რეგიონალური სისხლის დაბალი ნაკადი თანმიმდევრულად იყო დაკავშირებული ნაწლავის იშემიასთან.[43] აუცილებელია შემდგომი კვლეევბი NIRS-ის, როგორც ბიომარკერის სარგებლიანობის დასადასტურებლად ნაწლავის იშემიისთვის მოზრდილებში.
შედეგი
ადგილობრივი ქსოვილების ოქსიგენაციის შეუსაბამობა, კუჭ-ნაწლავის სისხლის ნაკადის დაქვეითება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას