პირველადი პრევენცია

ნაწლავის იშემიური დაავადების მრავალ შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა დაავადების წვლილის გათვალისწინებით, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ცხოვრების სტილის ცვლილებამ და კარდიოვასკულური რისკ-ფაქტორების მართვამ შეიძლება შეამციროს ნაწლავის იშემიური დაავადების განვითარების რისკი. თუმცა, ძლიერი მტკიცებულებები არასაკმარისია.

მეორეული პრევენცია

მწვავე მეზენტერული იშემიის გადატანის შემდეგ, საჭიროა პაციენტებთან კონსულტაცია თამბაქოს მოწევის შეწყვეტის შესახებ. ამასთანავე, მათ უნდა დაიწყონ სტატინების გამოყენება და ანტიაგრეგანტული (ენდოვასკულური ინტერვენციის შემდგომ) ან ანტიკოაგულაციური (არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაცია) თერაპია.[12][37]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას