ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

მუცლის ტკივილი

იშემიური ნაწლავის მქონე პაციენტების უმეტესობას აქვს ტკივილი, რომელიც განსხვავდება დაზიანებული ნაწლავის ტიპისა და სეგმენტის მიხედვით. მწვავე მეზენტერული იშემიის კლასიკური გამოვლინება არის მუცლის ტკივილი, რომელიც გასინჯვის შედეგებს არ შეესაბამება.[17] ტკივილი ასევე შეიძლება იყოს დიფუზური და მოულოდნელად დაიწყოს.[17] ქრონიკული გაურკვეველი სიმპტომები, დიფუზური მუცლის ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს ქრონიკულ მეზენტერულ იშემიაზე.[31]პაციენტები შესაძლოა ასევე აღნიშნავდნენ ხანგრძლივ პოსპრანდიულ მუცლის ტკივილს და საკვების მიღების შიშს.[17][31]ქრონიკული მეზენტერული იშემიის "კლასიკური ტრიადა" არის პოსპრანდიული ტკივილი, წონის კლება და ხმაური მუცლის ღრუში; თუმცა, ეს გვხვდება პაციენტების მხოლოდ უმცირესობაში (დაახლოებით 20%).[31]

მუცლის ტკივილი

ნაწლავის იშემიის შემთხვევაში, დაზიანებულ ნაწლავზე პალპაციის დროს მომატებული მგრძნობელობა/მტკივნეულობა შეიძლება გამოვლინდეს იშემიის ადრეულ სტადიაზე, განსხვავებით მწვავე მეზენტერული იშემიისგან, როდესაც მომატებული მგრძნობელობა/მტკივნეულობა შედარებით გვიანი ნიშანია.

აღქმული ტკივილი შეიძლება არაპროპორციული იყოს მგრძნობელობის მიმართ, რომელიც შეფასებულია ფიზიკურ გამოკვლევისას მწვავე მეზენტერული იშემიის დროს.[17]

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ჰემატოქეზია / მელენა

ნაწლავის იშემია იწვევს ლორწოვანის მოცილებას, რის შედეგადაც სისხლი გადის ნაწლავის სანათურში.

დაზიანებული სისხლძარღვების ზომისა და მათი პოზიციის მიხედვით, სისხლის დანაკარგი შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვაგვარად, მაგალითად ახალი ან ნაწილობრივ შეცვლილი სისხლის სახით (ნაწლავური ან ძლიერი პროქსიმული სისლხდენა) ან მელენით (პროქსიმული წვრილი ნაწლავი).

თუ სისხლდენა მძიმეა, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოპერფუზია და იშემიის გაუარესება.

დიარეა

ლორწოვანის აცლა ხდება ნაწლავის იშემიის გამო, რაც ხშირად იწვევს დიარეის ეპიზოდებს.

წონაში კლება

ეს ქრონიკული მეზენტერული იშემიის ნიშანდობლივი თვისებაა, რომელიც ჩვეულებრივ დაკავშირებულია ამ პაციენტებში სიტოფობიასთან (საკვების შიში).[23] ქრონიკული მეზენტერული იშემიის "კლასიკური ტრიადა" არის პოსპრანდიული ტკივილი, წონის კლება და ხმაური მუცლის ღრუში; თუმცა, ეს გვხვდება პაციენტების მხოლოდ უმცირესობაში (დაახლოებით 20%).[31]

მუცელში სისხლძარღვების ხმიანობა

გასინჯვამ შეიძლება გამოავლინოს კუჭის გარშემო შუილი ნაწლავის იშემიის მქონე პაციენტების 48-63%-ში, რაც მიუთითებს სისხლძარღვში შევიწროების გამო ტურბულენტურ დინებაზე.[23] ქრონიკული მეზენტერული იშემიის "კლასიკური ტრიადა" არის პოსპრანდიული ტკივილი, წონის კლება და ხმაური მუცლის ღრუში; თუმცა, ეს გვხვდება პაციენტების მხოლოდ უმცირესობაში (დაახლოებით 20%).[31]

იშვიათი

ვასკულიტი

ნაწლავის იშემია შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა მდგომარეობებმა: რევმატოიდული ართრიტი, კვანძოვანი პოლიარტერიტი, სისტემური წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი, ტაკაიასუს არტერიტი და მაობლიტერებელი თრომბანგიტი. ზუსტი კლინიკური სურათი ცვალებადია დაზიანებული მეზენტერული სისხლძარღვის ზომის შესაბამისად.

თავბრუსხვევა, სიფერმკრთალე, დისპნოე

ანემია შეიძლება გამოვლინდეს მელენას განმეორებითი ეპიზოდების შემდეგ.

საკვების შიში (სიტოფობია)

პაციენტები შესაძლოა ასევე აღნიშნავდნენ ხანგრძლივ პოსპრანდიულ მუცლის ტკივილს და საკვების მიღების შიშს (სიტოფობია).[17][31]ეს არ უნდა აგვერიოს მწვავე ანორექსიაში მწვავე ტკივილის გამოვლინის ან დისკომფორტის გამო.

რისკფაქტორები

ძლიერი

ხანდაზმული ასაკი

ხანდაზმულ პირებში ხშირად აღინიშნება თანხმლები დაავადებები, როგორებიცაა წინაგულების ფიბრილაცია, მიოკარდიუმის ინფარქტი, შორსწასული ათეროსკლეროზი და გულის უკმარისობა. თითოეულ მათგანს მნიშვნელოვანი როლი გააჩნია ნაწლავის იშემიის განვითარებაში.[21][27]

ანამნეზში თამბაქოს მწევლობა.

ხშირია ასევე თამბაქოს მოწევის ანამნეზი, მეტწილად პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებასთან და ჰიპერტენზიასთან კომბინაციაში.[23]

ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობანი

მეზენტერული ვენური თრომბოზის (MVT) ძლიერი რისკფაქტორი. მეზენტრული ვენური თრომბოზის დიაგნოზზე ყურადღება განსაკუთრებით გასამახვილებელია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მუცლის ძლიერი ტკივილის უეცარი დაწყება და თრომბოემბოლიის მაღალი რისკი; პაციენტების დაახლოებით 50%-ს, რომელსაც აღენიშნება მეზენტერული ვენური თრომბოზი, წარსულში ჰქონდა ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის ემბოლია.[18][23] ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობის გავრცელებული მიზეზებია ციროზი ან კარის ვენის თრომბოზი; მემკვიდრული ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობები, როგორებიცაა ფაქტორი V Leiden, C პროტეინის დეფიციტი ან პროთრომბინი G20210A მუტაცია; კონტრაცეპტივების პერორალური გამოყენება; ავთვისებიანი დაავადება; პანკრეატიტი; და უკანასკნელ პერიოდში ქირურგიული ჩარევის ანამნეზი.[23]

მოციმციმე არითმიას

მკურნალობის გარეშე წინაგულების ფიბრილიაცია, რიგ შემთხვევებში, იწვევს თრომბების ჩამოყალიბებას გულში, საიდანაც შესაძლებელია ემბოლიზაცია მეზენტერულ სისხლძარღვოვან სისტემაში.[21]

მიოკარდიუმის ინფარქტი

მიოკარდიუმის ინფარქტის შედეგად გულის კედლის მოძრაობის ფუნქციის დაქვეითება შესაძლოა წარმოადგენდეს თრომბის წარმოქმნის კერას, საიდანაც შესაძლებელია განვითარდეს ემბოლიზაცია მეზენტერულ სისხლძარღვოვან სისტემაში.

გულის სტრუქტურული დეფექტები

მეზენტერულ სისხლძარღვებში ემბოლიების რისკს ზრდიან დეფექტები, მაგ. როგორიცაა შუნტები მარჯვნიდან მარცხნივ.

ვასკულიტის ანამნეზი

ნაწლავის იშემია შეიძლება გამოიწვიოს ჩამოთვლილთაგან თითოეულმა მდგომარეობამ: რევმატოიდული ართრიტი, კვანძოვანი პოლიარტერიტი, სისტემური წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი, ტაკაიასუს არტერიტი და მაობლიტერებელი თრომბოანგიიტი. ზუსტი კლინიკური სურათი იცვლება ისეთი ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა დაზიანებული მეზენტერული სისხლძარღვის ზომა.

ათეროსკლეროზი

ქრონიკული მეზენტერული იშემია ყველაზე ხშირად გვხვდება მძიმე, ოკლუზიური ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებში, რომელიც მოიცავს ფაშვის ღეროს და მეზენტერულ არტერიებს.[17] ათეროსკლეროზი შეიძლება გართულდეს ნაწლავის ჰიპოპერფუზიით და იშემიით ნაწლავის მომმარაგებელი სისხლძარღვების ნაწილობრივი ან სრული ოკლუზიის გამო. თუ ათეროსკლეროზი გვხვდება უფრო შორეულ სისხლძარღვებში, იგი შეიძლება გახდეს ემბოლიის წყარო.

ნაწლავის მომმარაგებელი სისხლძარღვების მძიმე ათეროსკლეროზი პაციენტს უფრო მოწყვლადს ხდის ნაწლავის იშემიის მიმართ, რაც გამოწვეულია გულის შეგუბებითი უკმარისობით ან შოკით.

სუსტი

უკანასკნელ პერიოდში ქირურგიული ოპერაცია გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

პაციენტთა 0.6%-დან 6.7%-მდე, რომლებსაც ჩაუტარდათ გულის ან მსხვილ სისხლძარღვთა პროცედურები უვითარდებათ მსხვილი ნაწლავის იშემია; ამ პოპულაციაში სიკვდილობა შეიძლება იყოს 80%-მდე.[2][3]გულმკერდის და მუცლის აორტის ანევრიზმების (AAAs) ქირურგიული მკურნალობა მჭიდროდ უკავშირდება ნაწლავის იშემიას; დაზიანებული AAA-ს პლასტიკის შემდეგ გავრცელება შეადგენს 10%-მდე, ხოლო ენდოვასკულური აღდგენის შემდეგ ინციდენტობა 2.8%-მდეა.[3][4]ფაქტორები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად ედოს აღნიშნულ ციფრებს, არის აორტის ჯვარედინი დაჭერის პროცედურის შედეგად გამოწვეული ემბოლია, ნაწლავების ჰიპოპერფუზიის რისკი პოსტოპერაციულ პერიოდში და გულის უკმარისობის შედარებით მაღალი ინციდენტობა ასეთ პაციენტებში. გულის ოპერაციის შემდგომ მეზენტერული იშემიის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია: ხანდაზმულ ასაკი (70 წელზე მეტი), გახანგრძლივებული შუნტირების დრო, სასწრაფო ქირურგიული ჩარევა, დიდი მოცულობით სისხლის დაკარგვა და პოსტოპერაციული ორგანოების დისფუნქციის სხვა ნიშნები, როგორიცაა ლაქტატის, ტრანსამინაზების და კრეატინინის მატება.[5][6]

შოკი

შოკით გამოწვეულმა ჰიპოპერფუზიამ შესაძლოა გაამწვავოს კრიტიკულ დონემდე ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც განაპირობებს ნაწლავებში სისხლის შემცირებულ დინებას (შესაძლოა განპირობებული იყოს ათეროსკლეროზით). დაბალი დინების მდგომარეობის გარეშეც, მძიმე შოკი იწვევს ნაწლავურ იშემიას.

გულის შეგუბებითი უკმარისობა

გულის უკმარისობის დროს შეიძლება გამწვავდეს ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც იწვევს სისხლის შემცირებულ დინებას ნაწლავებში, რაც, თავის მხრივ, შეიძლება განპირობებული იყოს ათეროსკლეროზით. დაბალი დინების მდგომარეობის გარეშეც, გულის უკმარისობა იწვევს ნაწლავურ იშემიას.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი დაკავშირებულია მსხვილი ნაწლავის იშემიის განვითარების ორჯერ გაზრდილ რისკთან.[9][10]ამ ასოციაციის საფუძველი უცნობია.

ნაწლავის კარცინომა

ნაწლავის იშემიის მქონე ხანდაზმული პაციენტების 20%-ს აქვს დისტალური ობსტრუქცია კარცინომის, განავლის ჩაჭედვის და დივერტიკულური დაავადების გამო. ნაწლავის პროქსიმული გაფართოება იწვევს სანათურის გადაბერვას და წნევის მატებას, რაც ლორწოვანი გარსის პერფუზიის დაქვეითებით გრძელდება.

შეკრულობა

ყაბზობა და გახანგრძლივებული დეფეკაცია იწვევს ნაწლავში სისხლის მიმოქცევის დროებით დაქვეითებას, რაც ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გახდეს იშემიის მაპროვოცირებელი ფაქტორი.

საფაღარათო შაშუალებების (ლაქსატივების) გამოყენება ხანგრძლივად

ნაწლავის იშემიის ინციდენტობა 4-ჯერ უფრო მაღალია პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იყენებენ ლაქსატივებს.[9] შეიძლება პრობლემური იყოს ლაქსატივების ხანმოკლე გამოყენება და ენდოსკოპიისთვის ნაწლავის მოსამზადებელი თერაპია.[28][29]

ვაზოპრესორების, დიგიტალისის, კოკაინის გამოყენება

განსაკუთრებით მძიმე ათეროსკლეროზის დროს, ვაზოპრესორების, დიგიტალისის და კოკაინის გამოყენება ამძიმებს არაოკლუზიურ მეზენტერულ იშემიას.[23]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას