ეპიდემიოლოგია

მსხვილი ნაწლავის იშემია ხშირია ხანდაზმულ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ თანხმლები დაავადებები.[7]სისტემური მიმოხილვის შედეგად იდენტიფიცირდა 4 კვლევა, რომელშიც აღწერილია დაავადებათა ინციდენტობა ზოგად მოსახლეობაში. აღნიშნულიდან სამ კვლევაში დაფიქსირდა მაჩვენებელი - 4.5 და 9 შემთხვევა 100,000 ადამიანზე წელიწადში, ხოლო მეოთხე კვლევის თანახმად მაჩვენებელი უტოლდება 44 შემთხვევას 100,000 ადამიანზე წელიწადში.[8] აღნიშნული მაჩვენებლები, მაღალი ალბათობით, არასრულად ასახავენ ჭეშმარიტ ინციდენტობას, ვინაიდან მსუბუქი სიმპტომების დროს პაციენტები არ ითხოვენ სამედიცინო დახმარებას.[8] გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ქირურგიული ჩარევა უკანასკნელ პერიოდში , ყაბზობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და სხვა ფაქტორები ზრდის მსხვილი ნაწლავის იშემიის განვითარების რისკს ორჯერ და ოთხჯერ.[8][9][10]

მწვავე მეზენტერული იშემია შეადგენს ჰოსპიტალიზაციის 0.2%-ზე ნაკლებს .[11]ის უფრო ხშირად გვხვდება თანმხლები დაავადებების ფონზე, განსაკუთრებით, როგორიცაა წინაგულების ფიბრილაცია, მიოკარდიუმის ინფარქტი და ათეროსკლეროზი. დადგენილია, რომ მწვავე არტერიული მეზენტერული იშემია შეადგენს პაციენტების მწვავე მუცლით მომართვიანობის 1%-მდე მიზეზს.[12]შვედეთში ჩატარებულმა ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 1970-1982 წლებში ზემო მეზენტერული არტერიის მწვავე თრომბოემბოლიური ოკლუზიის საერთო სიხშირე იყო 8.6 შემთხვევა 100,000 ადამიანზე/წელიწადში, რაც გაიზარდა 216.5 შემთხვევამდე 100,000 ადამიანზე/წელიწადში, რომელთა ასაკი 85 წელზე მეტია.[13] არაოკლუზიური მეზენტერული იშემია (NOMI) შეადგენს მწვავე მეზენტერული იშემიის შემთხვევათა 20%- 30%-ს.[11][14]NOMI-ის საერთო სიხშირე არის 2 შემთხვევა 100,000 ადამიანზე წელიწადში, იზრდება 40-შემთხვევამდე 100,000-ადამიანზე წელიწადში 80 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.[15] NOMI ასევე შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ენტერალურ კვებაზე ინტენსიური მოვლის დროს ოპერაციის ან ტრავმის შემდეგ; ამ კონტექსტში, ის დაკავშირებულია ძალიან ცუდ პროგნოზთან.[16]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას