გართულებები
ვითარდება როცა ქრონიკული წყლული პენეტრაციას განიცდის კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის კედლის მთელ სისქეში და მიმდებარე ორგანოში, როგორიცაა პანკრეასი, მაგრამ პერიტონეუმის ღრუში თავისუფალი პერფორაციის გარეშე.
მართვა ისეთივეა, როგორც სტანდარტული წყლულის დროს; თუმცა ზოგჯერ აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.
ქრონიკული პილოროსტენოზით გამოწვეული კუჭის პილორული ხვრელის ობსტრუქცია ვითარდება, როცა პილორული არხის წყლულის შეხორცებისას ჩნდება ნაწიბურები და შეშუპება.
შეიძლება გამოვლინდეს გულისრევით, პირღებინებით და წონის კლებით. გასინჯვისას შეიძლება ისმინებოდეს შხეფის ხმიანობა.
მართვა წყლულის მიზეზის სამკურნალოდ არის მიმართული. ამ მდგომარეობის დროს ასევე გამოიყენება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები მაღალი დოზებით. ხშირად გამოიყენება ენდოსკოპიური დილატაცია, ხოლო რეციდივების მქონე პაციენტებში ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ.
პეპტიკური წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან მწვავე სისხლდენის ყველა შემთხვევის 20%-ზე მეტ მიზეზს წარმოადგენს.[101]
სისხლდენა პეპტიკური წყლულის იშვიათი გართულებაა და ამავდროულად ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის ყველაზე ხშირი მიზეზი. სისხლდენა ვითარდება, როდესაც წყლული შეიჭრება გასტროდუოდენური სისხლძარღვის კედელში.
Helicobacter pylori ინციდენტობის შემცირების მიუხედავად, პეპტიკური წყლული რჩება ძირითად პრობლემად, რომელიც ხანდაზმულ პაციენტებში მეტწილად განპირობებულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (NSAIDs) გამოყენებით. პეპტიკური წყლულის სისხლდენის ძირითადი რისკფაქტორი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (NSAIDs) სისხლდენას მათი ანტითრომბოციტული მოქმედების გზით უწყობენ ხელს.[12]
სისხლდენის აშკარა ნიშნების (ჰემატემეზისი და/ან მელენა და/ან შოკი) მქონე პაციენტები უნდა მოთავსდნენ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში და სასწრაფოდ ჩაუტარდეთ ენდოსკოპია.
გამოწვეულია წყლულის ეროზიით კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის კედლიდან პერიტონეუმის ღრუში.
პერფორაციების უმეტესობა ვითარდება ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში რომლებიც იღებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს (NSAIDs) და თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის კარდიის წყლულის მქონე პაციენტებში.
პერფორაცია ჩვეულებრივ ვლინდება შოკით და პერიტონიტით.
ასეთ დროს პაციენტი უნდა გაიგზავნოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში, ქირურგიული შეფასებისთვის.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას