კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

ჰელიკობაქტერია პილორის (Helicobacter pylori ) ურეაზული სუნთქვის ტესტი ან განავლის ანტიგენის ტესტი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტარდება <60 წლის ასაკის (დიდ ბრიტანეთში <55 წლის ასაკის) პაციენტებში, მაშინაც კი, როდესაც არსებობს საგანგაშო სიმპტომები.[43][44]

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა (PPI), ბისმუტის პრეპარატებმა და ანტიბიოტიკებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს helicobacter pylori-ის სადიაგნოსტიკო ტესტის შესრულებაზე.

გაითვალისწინეთ რომ H pylori-ის არცერთი ტესტი არ არის 100% სენსიტიური. მეორე ტესტის გაკეთება შესაძლოა განიხილოს თუ H pylori-ის არ მქონე პაციენტში ნახეს წყლული.

შედეგი

დადებითი შედეგი H pylori-ის არსებობის შემთხვევაში

კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ენდოსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ყველაზე უფრო სპეციფიკური და სენსიტიური ტესტი. თავდაპირველად ენიშნება, თუ პაციენტს დისპეპსიური სიმპტომებით აქვს ასაკი ≥60 წლის (დიდ ბრიტანეთში ≥55) და ასოცირებულია წონის კლებასთან.[43] ასევე შესაძლოა განიხილებოდეს შემდგომ მკურნალობად თუ პაციენტს არ აქვს პასუხი აგენტის მიმართ.

თუ წყლული არსებობს, ყოველთვის უნდა ჩატარდეს ტესტირება Helicobacter pylori-ზე. ჰისტოლოგია და ბიოფსიის ურეაზული ტესტი (სწრაფი ურეაზული ტესტი) ტარდება ენდოსკოპიის დროს კუჭიდან ბიოფსიით აღებულ მასალაზე. ორივე ტესტს შეუძლია H pylori-ის დადგენა; თუმცა ჰისტოლოგიას შეუძლია დაადგინოს არის თუ არა წყლული ნეოპლაზმური (ძალზე იშვიათად) და/ან არის თუ არა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (NSAIDs) წყლულის სავარაუდო გამომწვევი მიზეზი.

კუჭის წყლულის მქონე პაციენტებში ენდოსკოპია განმეორებით 6-8 კვირის შემდეგ უნდა გაკეთდეს, რათა დადასტურდეს წყლულის შეხორცება და გამოირიცხოს ავთვისებიანი პროცესი ( თუ იგი უკვე პირველ ენდოსკოპიაზე არ გამოირიცხა).

შედეგი

პეპტიკური წყლული; შეიძლება გამოავლინოს მიზეზი, მაგალითად H pylori

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ეჩვენება კლინიკურად ანემია ან აქვს კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ნიშნები.

ეხმარება იმ გადაუდებელი მდგომარეობის შეფასებისას, რომლის დროსაც პაციენტს ესაჭიროება შემდგომი გამოკვლევა, მაგრამ გადაჭრით არ დგინდება პეპტიკური წყლულის დაავადების დიაგნოზი.

შედეგი

მიკროციტული ანემია

გასათვალისწინებელი კვლევები

შრატში გასტრინის დონე უზმოზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

ინიშნება თორმეტგოჯა ნაწლავის მრავლობითი წყლულების (განსაკუთრებით პოსტბულბალურის) არსებობის შემთხვევაში ან წყლულისა და დიარეის მქონე პაციენტებში.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

გასტრინის მომატებული დონე პერნიციოზული ანემიისა და სხვა ჰიპოქლორჰიდრიის მდგომარეობის დროს, ანალიზის დაბალი სპეციფიკურობის მიზეზია.

შედეგი

ჰიპერგასტრინემია ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას