დიფერენციული დიაგნოზები

საყლაპავის კიბო

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

საგანგაშო ნიშნების არსებობა (მაგ. წონის კლება, სისხლდენა, ანემია, პირღებინება, სწრაფი დანაყრების შეგრძნება ან დისფაგია, ან თუ პაციენტს დისპეპსიური ნიშნები 55 წლის შემდეგ განუვითარდა), კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის კიბოს ოჯახური ანამნეზი, სიყვითლე, პალპირებადი წარმონაქმნი ან ლიმფადენოპათია შეიძლება კუჭის ან საყლაპავის სიმსივნეზე მიუთითებდეს

კვლევები

პეპტიკური წყლულისგან დიფერენცირება ხდება ენდოსკოპიის საშუალებით: ვლინდება მოცულობითი წარმონაქმნი ან არასტანდარტული წყლული.

დიაგნოზი ენდოსკოპიური ბიოფსიით უნდა დადასტურდეს.

დიაგნოზის ან დაავადების სტადიის დასადგენად შეიძლება დამატებითი ვიზუალიზაცია გახდეს საჭირო (მაგ. ენდოსკოპური ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია).

კუჭის კიბო

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

საგანგაშო ნიშნების არსებობა (მაგ. წონის კლება, სისხლდენა, ანემია, პირღებინება, სწრაფი დანაყრების შეგრძნება ან დისფაგია, ან თუ პაციენტს დისპეპსიური ნიშნები 60 წლის შემდეგ განუვითარდა [55 დიდ ბრიტანეთში]), კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის კიბოს ოჯახური ანამნეზი, სიყვითლე, პალპირებადი წარმონაქმნი ან ლიმფადენოპათია შეიძლება კუჭის ან საყლაპავის სიმსივნეზე მიუთითებდეს.

კვლევები

პეპტიკური წყლულისგან დიფერენცირება ხდება ენდოსკოპიის საშუალებით: ვლინდება მოცულობითი წარმონაქმნი ან არასტანდარტული წყლული.

დიაგნოზი ენდოსკოპიური ბიოფსიით უნდა დადასტურდეს.

დიაგნოზის ან დაავადების სტადიის დასადგენად შეიძლება დამატებითი ვიზუალიზაცია გახდეს საჭირო (მაგ. ენდოსკოპური ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია).

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტიპიურია გულძმარვის ან გულმკერდის ქვედა ნაწილიდან წამოსული ტკივილის ანამნეზი.

შეიძლება განვითარდეს თანმხლები ლარინგიტი, ხველა და ატიპური ტკივილი გულმკერდის არეში.

კვლევები

ენდოსკოპიით გამოვლინდება კუჭის/თორმეტგოჯას წყლულის არარსებობა და ხშირად საყლაპავი მილის ეროზიები.

დიაგნოსტირებაში დასახმარებლად შეიძლება საჭირო გახდეს დამატებით ამბულატორიული pH-ანალიზი.

გასტროპარეზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გამოხატული სწრაფი დანაყრების შეგრძნება.

დიაბეტის დიდი ხნის ანამნეზი, პერიფერიული ნეიროპათიისა და სხვა სამიზნე ორგანოების დაზიანების ნიშნებით.

კვლევები

ენდოსკოპიით შეიძლება გამოვლინდეს საჭმლის სტაზი.

დასკვნითი დიაგნოზი დგინდება კუჭის შიგთავსის გამოკვლევით (ბირთვული სამედიცინო ვიზუალიზაცია).

ნაღვლოვანი კოლიკა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტკივილი, როგორც წესი, მარჯვენა ზედა კვადრატში, ჭამიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, ძლიერდება ან მცირდება რამდენიმე წუთში ან საათში.

კვლევები

ულტრაბგერითი გამოკვლევით ან კტ-ით ვლინდება კენჭები ნაღვლის ბუშტში და/ნ სანაღვლე გზებში.

მწვავე პანკრეატიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ნაღვლოვანი კენჭების ან ალკოჰოლის ჭარბად გამოყენების ანამნეზი.

ტკივილი ჩვეულებრივ ირადირდება ზურგში.

კვლევები

სისხლის შრატში მომატებულია ამილაზას და ლიპაზას დონე.

კტ-ით ჩანს პანკრეასის ანთება.

არაწყლულოვანი დისპეპსია (ფუნქციონალური დისპეპსია)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დისპეპსია განისაზღვრება როგორც დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში, რომელიც ჩვეულებრივ საკვების მიღებასთან არის დაკავშირებული.

კვლევები

დიაგნოზის გამორიცხვა, მას შემდეგ რაც შესაბამისი ანალიზებით რელევანტური პათოლოგია არ ვლინდება.

გლუტენური დაავადება-ცელიაკია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დიარეა და მალაბსორბციის ნიშნები ცელიაკიის ტიპიური ნიშნებია.

კვლევები

ლაბორატორიული ანალიზებით შეიძლება გამოვლინდეს მიკროციტული ანემია, რკინის დეფიციტი და კალციუმისა და ალბუმინის დაბალი დონე.

ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზის საწინააღმდეგო ანტისხეულების ანალიზის სენსიტიურობა და მგრძნობელობა ამ დიაგნოზისთვის დაახლოებით 95%-ს შეადგენს.

ენდოსკოპია თორმეტგოჯას ბიოფსიით ოქროს სტანდარტის დიაგნოსტიკურ ტესტს წარმოადგენს. ბიოფსიით ჩანს ბუსუსების გაბრტყელება.

ნაწლავების გაღიზიანების სინდრომი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტკივილი შეიძლება არ განსხვავდებოდეს პეპტიკური წყლულისთვის დამახასიათებელი ტკივილისგან, ამ სინდრომს უფრო დეფეკაციის რიტმის ცვლილება განსაზღვრავს.

მეტეორიზმი არის ხშირი ჩივილი

კვლევები

დიაგნოზის გამორიცხვა, მას შემდეგ რაც შესაბამისი ანალიზებით რელევანტური პათოლოგია არ ვლინდება.

პლევრიტული ტკივილი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტკივილი გულმკერდის არეში, რომლის ინტენსივობა სუნთქვასთან ერთად იცვლება.

კვლევები

გულმკერდის რენტგენოგრაფიამ შეიძლება გამოავლინოს პნევმონია ან ექსუდაცია.

პრიკარდიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გულმკერდის ცენტრალური პლევრიტული ტკივილი, რომელიც მწოლიარე მდგომარეობაში ძლიერდება და ირადიაციას განიცდის ერთ ან ორივე ტრაპეციულ კუნთში.

ანამნეზში შეიძლება აღინიშნებოდეს ტრანსმურული მიოკარდიუმის ინფარქტი, კარდიალური ქირურგია, სიმსივნე, ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია, ურემია, დიალიზით მკურნალობა ან სისტემური აუტოიმუნური დარღვევები.

ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული მწვავე პერიკარდიტის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს პროდრომული პერიოდი მიალგიით და შეუძლოდ ყოფნით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. შეიძლება ასევე აღინიშნებოდეს მაღალი ან ხანგამოშვებითი ცხელება.

გასინჯვით ისმინება პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა. ამ ხახუნს აღწერენ როგორც მაღალხმიანს და ჭრაჭუნას. იგი საუკეთესოდ ისმინება მკერდის ძვლის მარცხენა კიდესთან, ამოსუნთქვის ბოლოს, როცა პაციენტი წინ გადახრილ მდგომარეობაშია.

კვლევები

ეკგ-ზე ყველა განხრაში ჩანს ST-სეგმენტის ელევაცია PR-სეგმენტის დეპრესიით.

სისხლის შრატის ტროპონინი მსუბუქად მომატებულია.

გულმკერდის რენტგენოგრაფიული სურათი შეიძლება ნორმალური იყოს ან გამოავლინოს გულის გაზრდილი, ბოთლის ფორმის ჩრდილი.

ჩვეულებრივ მომატებულია C-რეაქტიული ცილა, ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს) და ლეიკოციტების რაოდენობა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას