შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

40 წლის მამაკაცმა მიმართა პირველადი ჯანდაცვის ექიმს 2-თვიანი ანამნეზით ხანგამოშვებითი ტკივილის მუცლის ზედა ნაწილში. მისი გადმოცემით, ტკივილი არის ყრუ და მღრღნელი ხასიათის. ზოგჯერ მას ღამით აღვიძებს ტკივილი, მსუბუქდება საკვების და რძის მიღების შემდეგ და ნაწილობრივ მსუბუქდება ფამოტიდინის მიღებით. 5 წლის წინ მას ჰქონია მსგავსი, თუმცა უფრო მსუბუქი ეპიზოდი, რომელსაც იგი ომეპრაზოლით მკურნალობდა. გასინჯვით პაციენტი ტოვებს ჯანმრთელი ადამიანის შთაბეჭდილებას, დარღვევების გარეშე. ერთადერთი პათოლოგიური ნიშანი არის მუცლის პალპაციის დროს მსუბუქი მტკივნეულობა ეპიგასტრიუმის არეში.

სხვა გამოვლინებები

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულმა შეიძლება გამოიწვიოს პენეტრაცია პოსტერიორულად პანკრეასში, რაც იწვევს მუცლის ძლიერ ტკივილს, ირადიაციით ზურგში. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავი წყლულმა შეიძლება გამოიწვიოს ფარული სისხლდენა და რკინადეფიცტური ანემია. იშვიათად, პილორული არხის წყლულის დროს პაციენტს შეიძლება განუვითარდეს პილოროსტენოზი, რაც კლინიკურად გამოვლინდება გულისრევის, პირღებინების, სწრაფი დანაყრების შეგრძნების და გასინჯვის დროს შხაპუნის ხმიანობის სახით (გამოწვეული პილორული ხვრელის ობსტრუქციით). პეპტიკური წყლულის სიმპტომები დიარეასთან კომბინაციაში შეიძლება ზოლინგერ-ელისონის სინდრომს ასახავდეს.

მნიშვნელოვანია, რომ პეპტიკური წყლული შეიძლება უსიმპტომო იყოს (განსაკუთრებით ხანდაზმულებში და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებისას). შემდგომში დაავადება შეიძლება უეცრდად გამოვლინდეს, სისხლდენის ნიშნებით (ჰემატემეზისი და/ან მელენა და შოკი) ან პერფორაცია პერიტონიტით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას