დიფერენციული დიაგნოზები

ბაქტერიული გასტროენტერიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხშირად შეიძლება კლინიკურად განურჩეველი იყოს.

ბაქტერიულ ეტიოლოგიაზე მიუთითებს ტემპერატურა >39°C (>102.2°F), სისხლიანი დიარეა, მუცლის ძლიერი ტკივილი და ტოქსიკურობა.

კვლევები

განავალში ლეიკოციტების არსებობა.

სამი ახალი განავლის ნიმუში უნდა შეგროვდეს სხვადასხვა დღეს და გაიგზავნოს მიკროსკოპული კულტივირებისათვის. დადებითი კულტურა ადასტურებს დიაგნოზს.

პროტოზოული გასტროენტერიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პროტოზოები, როგორიცაა Giardia intestinalis, Entamoeba histolytica და Dientamoeba fragilis იშვიათად იწვევენ გასტროენტერიტს, თუმცა ალბათობა იზრდება თუ დიარეა გრძელდება >14 დღით და პაციენტი ენდემურ რეგიონში იმყოფებოდა.

როგორც წესი, ფარულად იწყება და ქრონიკული მიმდინარეობა აქვს.

შეიძლება იყოს მულტისისტემური ნიშნები და წონის კლება.

კვლევები

კვერცხების, ცისტებისა და პარაზიტების არსებობა განავლის მიკროსკოპიაზე. სამი ახალი განავლის ნიმუში უნდა შეგროვდეს სხვადასხვა დღეს.

კვებითი ინტოქსიკაცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

საკვებით მოწამვლა გამოწვეულია მზა ტოქსინების შემცველი ნივთიერებების მიღებით. ტოქსინებს ბაქტერიები წარმოქმნიან.

თავდაპირველი სიმპტომებია პროფუზული ღებინება და მუცლის ტკივილი. ხშირად გვხვდება მსგავსი ავადმყოფობის ანამნეზი იმ პირებში, რომლებმაც პაციენტთან ერთად მიიღეს საკვები. რამდენიმე საათში სიმპტომების გამოვლინება მიუთითებს სტაფილოკოკურ მოწამვლაზე, ხოლო 24-48 საათის შემდეგ ავადობა მიუთითებს სალმონელოზზე.

კვლევები

განავლის ნიმუში დადებითია კულტურაზე ან ვლინდება კონკრეტული ტოქსინის არსებობა.

ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში ანტიბიოტიკების მიღება.

ბავშვების დაახლოებით 10-15%, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს, უჩივიან დიარეას, რომელიც ხშირად თვითგანკურნებადი და დოზა-დამოკიდებულია.

კვლევები

კლინიკური დიაგნოზი

ფსევდომემბრანული კოლიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანტიბიოტიკების მიღების ანამნეზი, მაგ. კლინდამიცინის, ამოქსიცილინი/კლავულანატის და მეორე და მესამე თაობის ცეფალოსპორინების, აძლიერებს მოწყვლადობას Clostridium difficile-ს მიერ გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტის მიმართ.

პაციენტებს ხშირად აწუხებთ ძლიერი წყლიანი დიარეა, ცხელება, ღებინება, მუცლის ტკივილი და ტენეზმები.

კვლევები

განავლის კულტურა დადებითია C difficile-ზე ან კეთდება იმუნოფერმენტული ანალიზი (EIA) ტოქსინებზე.

ნაწლავის ინვაგინაცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კოლიკის მსგავსი მუცლის ტკივილი, ღებინება, "კენკრის ჟელეს" მაგვარი განავალი.

პათოგნომური ნიშანია წაგრძელებული წარმონაქმნი მარჯვენა ზედა კვადრანტში ან ეპიგასტრიუმში, სიცარიელის შეგრძნება მარჯვენა ქვედა კვადრანტში (დენსის ნიშანი).

კვლევები

მუცლის მარტივ რენტგენზე შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავის დილატირებული მარყუჟები, აირ-სითხოვანი დონეები, ჰაერის ნაკლებობა მარჯვენა ქვედა კვადრანტში და რბილი წარმონაქმნი მარჯვენა ან შუა მუცლის არეში.

მუცლის ულტრაბგერაზე შეიძლება გამოვლინდეს ტუბულარული წარმონაქმნი ("სენდვიჩის" ან "ფსევდოთირკმლის" ნიშანი) სიგრძივ სურათზე და სამიზნის მსგავსი სურათი ("დონატის" ნიშანი) განივ სურათზე.

მწვავე აპენდიციტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

როგორც წესი, ვლინდება გულისრევით, ღებინებით, ცხელებით და მარჯვენა ქვედა კვადრანტში ტკივილით- მაკბერნის წერტილი.

პათოგნომური ნიშნებია ლოკალიზებული მტკივნეულობა და უკუცემითი ტკივილი.

როგორც წესი, დიარეა არ ვლინდება.

კვლევები

ვლინდება ლეიკოციტოზი და დიფერენციული ანალიზით პოლიმორფონუკლეური უჯრედების დომინანტობა.

ეჭვის შემთხვევაში დიაგნოზის დადასტურება შესაძლებელია მუცლის ულტრაბგერით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით, სადაც შეიძლება გამოვლინდეს შეშუპებული, გადაბერილი ჭიანაწლავი, ან ნაწლავის შეკუმშვის შეუძლებლობა.

გლუტენური დაავადება-ცელიაკია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დაავადების დაწყება ემთხვევა კვებაში გლუტენის დამატებას.

როგორც წესი, ვლინდება დიარეა, ღებინება, გაღიზიანება, წონის კლება, მუცლის გადაბერვა და ზრდაში ჩამორჩენა.

განავალს ცუდი სუნი აქვს, ღია ფერის, უფორმო და დიდი მოცულობისაა.

კვლევები

ანტი-ქსოვილური ტრანსგლუტამინაზა IgA ანტისხეულების ტესტი ძალიან მგრძნობიარე და სპეციფიკურია.

წვრილი ნაწლავის პროქსიმალური ბიოფსია გვიჩვენებს ხაოების ატროფიას.

ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ოჯახურ ანამნეზში შეიძლება იყოს ცისტური ფიბროზი ან მეკონეალური ილეუსის ან მეკონიუმის ჩაჭედვის სინდრომი ნეონატალურ პერიოდში.

კლინიკური მახასიათებლები: ქრონიკული დიარეა, განმეორებითი რესპირაციული ინფექციები, ზრდაში ჩამორჩენა, მუცლის გადაბერვა, ცხვირის პოლიპები და დოლის ჩხირისებრი თითები.

განავალი არის დიდი მოცულობის, ცხიმიანი და ცუდი სუნის მქონე.

კვლევები

ოფლში ქლორის ტესტი ავლენს, რომ ქლორის შემცველობა ≥60 მმოო/ლ (≥60 მ.ექვ/ლ).

კრონის დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ქრონიკული ხანგამოშვებითი დიარეა, დეფეკაციის გაძლიერებული მოთხოვნილება, მუცლის ტკივილი, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, ანორექსია, სტომატიტი, პერიანალური ფისტულა, პერიანალური აბსცესი.

ნაწლავგარე გამოვლინებები: ზრდაში ჩამორჩენა, მომწიფების ასაკის (პუბერტატი) დაყოვნება, დოლის ჩხირისებრი თითები, წყვეტილი პირექსია, ართრიტი, კვანძოვანი ერითემა, ანემია, თირკმლის კენჭები, ნაღვლოვანი კენჭები და ეპისკლერიტი.

გამოვლინება თანდათანობითია.

კვლევები

კოლონოსკოპია თეძოს ნაწლავის ინტუბაციით შეიძლება ავლენდეს ანთებით ცვლილებებს, წყლულებს, კვანძებსა და სტრიქტურებს.

დაზიანებული ნაწლავის ბიოფსიაზე შეიძლება გამოვლინდეს არაკაზეოზური გრანულომები.

წყლულოვანი კოლიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ქრონიკული სისხლიანი დიარეა, ტენეზმები, მოშარდვის ძლიერი მოთხოვნილება, მუცლის ტკივილი.

თანდათანობით ვლინდება და ახასიათებს დიარეა ღამით.

ნაწლავგარე გამოვლინებები: ზრდაში ჩამორჩენა, განგრენული პიოდერმა, მასკლეროზებელი ქოლანგიტი, ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი და მაანკილოზებელი სპონდილიტი.

კვლევები

კოლონოსკოპიით შეიძლება გამოვლინდეს მიკროწყლულები, ერითემა, შეშუპება და ლორწოვანის დასუსტება.

დაზიანებული ნაწლავის ბიოფსია ავლენს ლორწოვანის ანთებას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას