პირველადი პრევენცია

კარგი პირადი ჰიგიენა უმნიშვნელოვანესია ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის. ეს მოიცავს ხელების ხშირად დაბანას საპნით, პამპერსის გადაგდებას, საკვებისა და სასმელი წყლის სწორ მომზადებასა და შენახვას.[35] რეკომენდებულია ძუძუთი კვება და ჩვილების რუტინული აცრა როტავირუსის ვაქცინით.[5][36][37][38]​ როტავირუსის იმუნიზაცია სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ახდენს მძიმე როტავირუსული დიარეის შემთხვევების 48%-დან 58%-მდე პრევენციას მაღალი სიკვდილობის ქვეყნებში, მძიმე როტავირუსული დიარეის შემთხვევების 70%-ის პრევენციას საშუალო სიკვდილობის ქვეყნებში და მძიმე როტავირუსული დიარეის შემთხვევების 93%-დან 97%-მდე პრევენციას დაბალი სიკვდილობის ქვეყნებში.[39]

მეორეული პრევენცია

შესაძლებლობის შემთხვევაში, ჩვილები პირველი 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ძუძუთი კვებაზე უნდა იმყოფებოდნენ. ძუძუთი კვებას უნდა დაემატოს კომპლემენტური საკვები, სულ მცირე პირველი 12 თვის განმავლობაში. ამის შემდეგ ძუძუთი კვება უნდა წახალისდეს და გაგრძელდეს დედისა და ჩვილის ერთობლივად სასურველი დროით.[89][90]

ჩვილების უნივერსალური იმუნიზაცია როტავირუსის ვაქცინით რეკომენდებულია 6 კვირის ასაკში, ხოლო გრაფიკის დასრულება კი 8 თვისა და 0 დღის თავზე.[36][37][38][91] როტავირუსის ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტიანია როტავირუსის ავადობისა და სიკვდილობის წინააღმდეგ.[92]​​[93] დიდ ბრიტანეთში როტავირუსის ვაქცინა უკუნაჩვენებია ჩვილებში მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტის დროს.[94]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას