ეტიოლოგია
ბავშვებში მწვავე გასტროენტერიტის ეპიზოდების დაახლოებით 70-80%-ს იწვევს სხვადასხვა ვირუსი, რომელთაგან ყველაზე ხშირად იდენტიფიცირებადი ვირუსია როტავირუსი და ნოვოვირუსი.[7][8] როტავირუსის რუტინულ ვაქცინაციამდე როტავირუსი იყო გასტროენტერიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი პედიატრიულ ასაკობრივ ჯგუფში. ამჟამად ნოროვირუსი ვირუსული გასტროენტერიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.[9]
სხვა ვირუსული პათოგენებია: კალიკივირუსები, ასტროვირუსები და ადენოვირუსები.[10] სხვა ვირუსები, როგორიცაა კორონავირუსი, პარვოვირუსი და პიკობირნავირუსი, ასევე დაკავშირებულია ადამიანებში გასტროენტერიტის შემთხვევებთან.
1. როტავირუსები
მსოფლიო მასშტაბით, დიარეის მიზეზით ჰოსპიტალიზებული ბავშვების 30-72%-ს უფიქსირდება როტავირუსით ინფექცია.[11] საზოგადოებრივ დონეზე როტავირუსული ინფექცია პასუხისმგებელია გასტროენტერიტის შემთხვევების 4-24%-ზე.[12] საბავშვო ბაღებში გასტროენტერიტის ეპიდაფეთქებების დროს, შემთხვევათა 20-40%-ში პასუხისმგებელი პათოგენი როტავირუსია.[11] როტავირუსული გასტროენტერიტი ყველაზე ხშირად და მძიმედ გვხვდება 6-24 თვის ბავშვებში. ინფექციები სიცოცხლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ხშირად მსუბუქი ან უსიმპტომოა, რაც შეიძლება დედის ანტისხეულებს უკავშირდებოდეს.[13]
როტავირუსი Reoviridae-ის ოჯახის უგარსო ორმაგი ჯაჭვის მქონე რნმ ვირუსია. ვირუსის სახელი გამომდინარეობს მისი დამახასიათებელი შესახედაობიდან ელექტრონულ მიკროსკოპიაზე, სადაც იგი წააგავს ბორბალს შიდა დიამეტრული განშტოებებით. გარე ვირუსული კაფსიდი შედგება 2 სტრუქტურული ცილისგან, VP4 და VP7-გან; შიდა კაფსიდი შედგება VP6-გან; ბირთვი კი შედგება VP1, VP2 და VP3-გან. VP6 წარმოადგენს ძირითადი ჯგუფის სპეციფიკურ ანტიგენს. როტავირუსების კლასიფიკაცია შესაძლებელია 7 ჯგუფად (ა-ზ) VP6 განსხვავებების საფუძველზე. A ჯგუფის როტავირუსი ყველაზე ხშირად იწვევს ავადმყოფობას ადამიანებში.[14] სეროტიპის სპეციფიკურობა განისაზღვრება VP4 და VP7 თანახმად, გამანეიტრალებელ ანტისხეულებზე მათი რეაქტიულობის მიხედვით. როგორც წესი, როტავირუსები სახეობა-სპეციფიკურია, თუმცა შესაძლებელია სახეობებს შორის გადაცემაც.[15] როტავირუსი გვხვდება ყველგან და თითქმის ყველა ბავშვი ინფიცირდება მისით 3 წლის ასაკის ფარგლებში.[14][Figure caption and citation for the preceding image starts]: ორმაგი გარსის მქონე ინტაქტური როტავირუსის ნაწილაკების ტრანსმისიული ელექტრონულ-მიკროსკოპული გამოსახულება. რადიაციული კაფსომერების გამორჩეული რგოლიCDC/Dr Erskine Palmer; used with permission [Citation ends].
2. კალიკივირუსები
კალიცივურისი არის უგარსო, დადებითი მიმართულების, ერთჯაჭვიანი რნმ ვირუსი, რომელიც Caliciviridae-ის ოჯახს განეკუთვნება. მათი სახელის მიზეზი გახლავთ ვირუსის შესახედაობა: ვირიონის ზედაპირზე აღინიშნება თასის ფორმის ჩაღრმავებები. კალიცივირუსები იყოფა 4 გვარად: ნოროვირუსი (ადრე ცნობილი როგორც ნორვოკის ვირუსი), საპოვირუსი, ვეზივირუსი და ლაგოვირუსი. მხოლოდ ნოროვირუსი და საპოვირუსი იწვევს გასტროენტერიტს ადამიანებში; მათ ადამიანის კალიცივურსებს უწოდებენ. ადამიანის კალიცივირუსები დაბინძურებული საკვების ან წყლის მეშვეობით იწვევენ გასტროენტერიტის ფართო მოცულობის ეპიდაფეთქებებს ყველა ასაკობრივ ჯგუფში.[16][Figure caption and citation for the preceding image starts]: მოცემულ ტრანსმისიულ ელექტრონულ-მიკროსკოპულ გამოსახულებაზე ჩანს ნოროვირუსის ვირიონების და ვირუსის ნაწილაკების მიერ გამოხატული ულტრასტრუქტურული მორფოლოგიაCDC/Charles D. Humphrey; used with permission [Citation ends].
3. ასტროვირუსები
ასტროვირუსი არის უგარსო, დადებითი მიმართულების, ერთჯაჭვიანი რნმ ვირუსი, რომელიც Astroviridae ოჯახს განეკუთვნება. სახელი გამომდინარეობს ვარსკვლავური ფორმიდან, რომელიც ელექტრონულ მიკროსკოპიაზე ჩანს. ასტროვირუსული გასტროენტერიტი დაკავშირებულია მსუბუქი გასტროენტერიტის ეპიდაფეთქებებთან საბავშვო ბაღებში, სკოლებში, პედიატრიულ განყოფილებებში და ხანდაზმულთა საცხოვრებლებში.[17] ასტროვირუსული გასტროენტერიტი ძირითადად 1 წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ.[18][19]
4. ადენოვირუსები
პათოფიზიოლოგია
ბავშვებში გასტროენტერიტის გამომწვევი თითოეული ვირუსიდან ყველაზე უკეთ შესწავლილია როტავირუსი. როტავირუსი მეტწილად იწვევს ენტეროციტების ინფიცირებას მომწიფებულ წვრილ ნაწლავში მას შემდეგ, რაც ტრიფსინის მაგვარი პროტეაზები ხლეჩენ VP4-ს და ააქტიურებენ როტავირუსს.[22] ინფექცია იწყება ნაწლავების პროქსიმულ ბოლოში და ვრცელდება დისტალურად, თუმცა როგორც წესი, შემოიფარგლება მხოლოდ ნაწლავის ლორწოვანი გარსით. როტავირუსის ნაწილაკების გამრავლება მომწიფებულ ენტეროციტებში იწვევს აღნიშნული უჯრედების დესტრუქციას.[23] ყველაზე მეტად ზიანდება ხაოების წვეროები, ხოლო კრიპტები დაუზიანებელი რჩება. სიცოცხლისუნარიანი კრიპტული უჯრედები განიცდიან სწრაფ დაყოფას.
ჭარბი სეკრეციის მექანიზმები
ხაოების კრიპტების დაკარგვა და მათი ავსება სწრაფად გამრავლებადი უჯრედებით იწვევს ნაწლავის სანათურის შემხები ზედაპირის ფართობის მნიშვნელოვან შემცირებას.
ხაოიანი უჯრედების დისფუნქცია ინფექციის დროს იწვევს დისბალანსს შეწოვასა და გამოყოფას შორის, რის გამოც ჯამურად გამოყოფა/სეკრეციაა დომინანტური (ხაოიანი უჯრედები შეიწოვენ საკვებს, ხოლო კრიპტის უჯრედები გამოყოფენ ნივთიერებებს).
ენტეროციტების მეტაბოლიზმის გაზრდა იწვევს უმწიფარი ენტეროციტების წარმოქმნას, რომელთაც შეწოვის უნარი დაბალი აქვთ.[24]
ვირუსი ანადგურებს დისაქარიდებს წვრილ ნაწლავში.
როტავირუსის ენტეროტოქსინმა (NSP4) შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის გამოთავისუფლება ენდოპლაზმური ბადიდან, რაც ხაოიანი უჯრედების მიერ სეკრეციის გაძლიერებით გრძელდება.[23][25]
ნაწლავური ნერვული სისტემის სტიმულაცია NSP4-ის მიერ და ხაოების იშემია კიდევ უფრო ამძიმებს დიარეას.[23]
სითხეებისა და ელექტროლიტების მნიშვნელოვანი კარგვა შეიძლება გაგრძელდეს დეჰიდრატაციით, ელექტროლიტების დისბალანსით და მეტაბოლური აციდოზით. კორეგირების გარეშე ეს იწვევს სისხლის მიმოქცევის კოლაფსს, შოკს, ორგანოების ჰიპოპერფუზიას და ქსოვილების დაზიანებას.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას