ეპიდემიოლოგია

გლობალურად, 2019 წელს დაფიქსირდა 1,5 მილიონი სიკვდილის შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია დიარეული დაავადებებით.[1] 5 წლამდე ასაკის ბავშვები და განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებით დაუცველები არიან დიარეული დაავადების მიმართ.[2] საშუალოდ <5 წლამდე ბავშვს ცხოვრების განმავლობაში ექნება 2.2 დიარეული ეპიზოდი განვითარებულ ქვეყნებში. ეს სიხშირე განვითარებად ქვეყნებში მნიშვნელოვნად მეტია.[3] 2011 წელს ვირუსულმა გასტროენტერიტმა განაპირობა დაახლოებით 216000 ლეტალური შემთხვევა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.[4]

ვირუსული გასტროენტერიტი მეტწილად გადაეცემა ფეკალურ-ორალური გზით: შეიძლება დაკავშირებული იყოს დაბინძურებულ ხელებთან, ნივთებთან, საკვებთან და სასმელთან. გასტროენტერიტი დაკავშირებულია სიღარიბესთან და გარემოსა და პირადი ჰიგიენის დაბალ სტანდარტთან. ხშირია გავრცელება ოჯახის წევრებს შორის. ეპიდაფეთქებები ფიქსირდება საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებში. რამდენიმე ეპიდემიოლოგიური კვლევის თანახმად, როტავირუსული ინფექცია შეიძლება გადაეცემოდეს რესპირატორული წვეთებით.[5] ზომიერი კლიმატის რეგიონებში როტავირუსული გასტროენტერიტი ხასიათდება სეზონურობით. პიკი ვლინდება ცივ თვეებში.[6]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას