კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

კლინიკური გასინჯვა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ვირუსული გასტროენტერიტი, როგორც წესი, კლინიკური დიაგნოზია და არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები.[9]

შედეგი

სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც შეესაბამება ვირუსულ გასტროენტერიტს

გასათვალისწინებელი კვლევები

შრატში ელექტროლიტები, შარდოვანა და კრეატინინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

შრატში ელექტროლიტების, შარდოვანას და კრეატინინის გაზომვა მხოლოდ მძიმე დეჰიდრატაციის მქონე პაციენტებში კეთდება, რომლებიც ინტრავენურად იღებენ მკურნალობას.[42][44]

შედეგი

როგორც წესი, ნორმაშია; დარღვეულია მძიმე დეჰიდრატაციის დროს

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

იშვიათად არის საჭირო. კეთდება როცა ეჭვია ინფექციის ალტერნატიულ მიზეზზე ან სეფსისზე.

ლეიკოციტებისა და გრანულოციტების რაოდენობა არ არის საკმარისად ინფორმატიული ვირუსული და ბაქტერიული გასტროენტერიტის ადრეული დიფდიაგნოსტიკისთვის.[46]

შედეგი

როგორც წესი, ნორმაშია; მომატებული ლეიკოციტები და გრანულოციტები სეფსისის არსებობის შემთხვევაში

სისხლის კულტურები

ტესტი
შედეგი
ტესტი

იშვიათად არის საჭირო. კეთდება როცა ეჭვია ინფექციის ალტერნატიულ მიზეზზე ან სეფსისზე.

შედეგი

ჩვეულებრივ ნორმაშია; შეიძლება გამომწვევი ორგანიზმის იდენტიფიცირება

განავლის მიკროსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

იშვიათად არის საჭირო. ტესტი გასათვალისწინებელია სისხლიანი დიარეის მქონე ბავშვებში, რადგან ეს უფრო დამახასიათებელია ბაქტერიული გასტროენტერიტისთვის.[9]

შედეგი

ჩვეულებრივ, ნორმაშია; სისხლის თეთრი უჯრედების არსებობა მიუთითებს ინვაზიურ, ციტოტოქსინის წარმომქმნელი მიკროორგნიზმებით ინფექციაზე, როგორებიცა Salmonella, Shigella, ან Yersinia enterocolitica

განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

იშვიათად არის საჭირო. განავლის კულტურა შეიძლება საჭირო გახდეს სისხლიანი დიარეის მქონე ბავშვებში, ბაქტერიული მიზეზების გამოსარიცხად.[41]

შედეგი

ნეგატიური

იმუნოფერმენტული ანალიზი (EIA) ვირუსული ანტიგენის აღმოსაჩენად

ტესტი
შედეგი
ტესტი

იშვიათად არის საჭირო. კეთდება მხოლოდ ეპიდემიოლოგიური მიზნით, როცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესი არსებობს პათოგენის გამოსავლენად და წყაროს დასადგენად.

იმუნოფერმენტული ანალიზი განავალში ანტიგენის გამოსავლენად ძალიან სენსიტიური და სპეციფიკურია. ეს უპირატესი დიაგნოსტიკური მეთოდია.[47]

შედეგი

შეიძლება გამოვლინდეს ვირუსული პათოგენი (როტავირუსები, ნოროვირუსები, ასტროვირუსები, ადენოვირუსები)

განავლის ელექტრონული მიკროსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

იშვიათად არის საჭირო. კეთდება მხოლოდ ეპიდემიოლოგიური მიზნით, როცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესი არსებობს პათოგენის გამოსავლენად და წყაროს დასადგენად.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ორმაგი გარსის მქონე ინტაქტური როტავირუსის ნაწილაკების ტრანსმისიული ელექტრონულ-მიკროსკოპული გამოსახულება. რადიაციული კაფსომერების გამორჩეული რგოლიCDC/Dr Erskine Palmer; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@76ddeafc[Figure caption and citation for the preceding image starts]: მოცემულ ტრანსმისიულ ელექტრონულ-მიკროსკოპულ გამოსახულებაზე ჩანს ნოროვირუსის ვირიონების და ვირუსის ნაწილაკების მიერ გამოხატული ულტრასტრუქტურული მორფოლოგიაCDC/Charles D. Humphrey; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7142ab0d

ელექტრონული მიკროსკოპია ძვირია. დიდი რაოდენობით განავლის ნიმუშების გამოკვლევა დიდ დროს საჭიროებს.

შედეგი

შეიძლება გამოვლინდეს დამახასიათებელი ვირუსული ნაწილაკი

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას