შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

6 თვის ბიჭი წარმოდგენილია სუბფებრილური ცხელების (37.7°C (100°F)) და არაბილიური ღებინების (6 ეპიზოდი დღეში) ორდღიანი ანამნეზით. 24 საათის შემდეგ ვითარდება დიარეა (განავლის 15-ჯერ გამოყოფა დღის განმავლობაში). განავალი არის წყლიანი, თუმცა არ შეიცავს სისხლს ან ლორწოს. დედას ბავშვის შარდის გამოყოფასთან დაკავშირებით ზუსტი პასუხი არ აქვს, თუმცა მისი თქმით ჩვილმა უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგა 0.7 კგ (1.5 ფუნტი). დედა აგრეთვე აღნიშნავს, რომ ჩვილი უფრო ადვილად ღიზიანდება და დაქვეითებული აქვს აქტივობის დონე დაავადების გამოვლინების შემდეგ. ჩვილი არასოდეს ყოფილა ძუძუთი კვებაზე, ამასთანავე, არ ჩატარებია ვაქცინაცია როტავირუსის წინააღმდეგ. ჩვილი დაჰყავთ საბავშვო ბაღში. პაციენტის 2 წლის ძმას, რომელიც იმავე საბავშვო ბაღში დაჰყავთ, ახლახანს გაუარა მუცლის ტკივილმა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას