მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

დეჰიდრატაციის გარეშე

Back
1-ლი რიგის –

სითხის კომპენსაცია/შენარჩუნება პერორალური რეჰიდრატაციით

პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარის მოცულობა ღებინების/დიარეის ერთ ეპიზოდზე: წონა <10 კგ = 60 - 120 მლ, წონა >10 kg = 120 - 240 მლ.[42] ეს უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ღებინება და დიარეა არ ალაგდება.

სითხის შენარჩუნების დღიური მოცულობა არის 100 მლ/კგ პირველი 10 კგ წონაზე, 50 მლ/კგ მეორე 10 კგ-ზე და 20 მლ/კგ შემდეგ ყოველ 1 კგ-ზე 20 კილოგრამის ზემოთ.

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ პერორალური ხსნარი მცირე მოცულობით და ხშირი ინტერვალებით უნდა მიეწოდოს ბავშვს. მოცულობა თანდათან უნდა გაიზარდოს.[43] ძალიან მცირეწლოვანი ჩვილებისთვის კოვზით ან საწვეთით სარგებლობა შეიძლება სასარგებლო იყოს ხსნარის მიწოდებისთვის.

თუ ბავშვი უარს ამბობს სითხის მიღებაზე, შესაძლებელია შპრიცით სითხის შესხმა პირის ღრუში. შეგიძლიათ ცადოთ გემოიანი სითხეები ან სითხის გაყინული ვარიანტი ("საწუწნი ყინული").[62]

Back
პლიუს –

ასაკის შესაბამისი კვება

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ბავშვებმა უნდა განაგრძონ ასაკის შესაბამისი კვება, როგორც კი იქნება ამის საშუალება.[40][42]

თუ ჩვილი ძუძუთი კვებაზეა, უნდა გაგრძელდეს კვება მთელი ეპიზოდის განმავლობაში.[40][42]

თუ ჩვილი ძუძუთი კვებაზე არ არის, არ არის აუცილებელი ხელოვნური რძის განზავება ან ლაქტოზასგან თავისუფალი რძის მიცემა.[40][42]

ჩვილებს უფრო ხშირად უნდა მიეწოდოთ საკვები (დედის ან ხელოვნური რძე).

Back
განიხილე –

ონდანსეტრონი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ონდანსეტრონის გამოყენება განიხილება მაშინ, როცა ღებინების გამო პერორალური რეჰიდრატაცია ვერ ხდება.

შეძლებისდაგვარად, რეკომენდებულია პერორალური, ერთდოზიანი ონდანსეტრონი (ინტრავენურის ნაცვლად). ერთ რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაში (n = 194), ონდანსეტრონის ერთმა დოზამ შეამცირა იმ ბავშვების წილი, რომლებსაც უგრძელდებოდათ ღებინება 4 საათის განმავლობაში 42.9%-დან 19.5%-მდე (95% სარწმუნოების ინტერვალი 0.20-დან 0.72-მდე) და ასევე შეამცირა ღებინების ეპიზოდების რაოდენობა 4 საათის განმავლობაში (ინციდენტობის სიხშირის თანაფარდობა 0,51 [95% სარწმუნოების ინტერვალი 0,29-დან 0,88-მდე]).[56] როგორც წესი, საკმარისია 1 ერთჯერადი დოზა (პერორალური ან ინტრავენური). ზოგჯერ პაციენტები საჭიროებენ განმეორებით დოზირებას. მედიკამენტი შეიძლება მიიღონ როგორც სტაციონარში, ასევე ამბულატორიულად, თუმცა აუცილებელია პაციენტის კლინიკური შეფასება. მედიკამენტი ფრთხილად უნდა დაინიშნოს ბავშვებში, რომელთაც ძლიერი დიარეა აქვთ, რადგან მის ფონზე შეიძლება დამძიმდეს დიარეა. გასტროენტერიტის დროს კლინიცისტმა უნდა შეაფასოს ღებინების საწინააღმდეგო თერაპიის სარგებელი და შესაბამისი გვერდითი ეფექტები და რისკები.[57][58][59][60] [ Cochrane Clinical Answers logo ]

პირველადი პარამეტრები

ონდანსეტრონი: ბავშვები 8-15 კგ: 2 მგ პერორალურად ერთჯერადი დოზის სახით; ბავშვები 16-30 კგ: 4 მგ პერორალურად ერთჯერადი დოზის სახით; ბავშვები >30 კგ: 8 მგ პერორალურად ერთჯერადად; ბავშვები: 0.1-0.15 მგ/კგ ინტრავენურად ერთჯერადად, მაქსიმუმ 4 მგ

მსუბუქი დეჰიდრატაცია (<5%)

Back
1-ლი რიგის –

რეჰიდრატაცია 50 მლ/კგ პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარით 4 საათის განმავლობაში

მსუბუქი დეჰიდრატაციის ნიშნებია: ყურადღების უნარი ნორმაშია; მცირედ დაქვეითებულია გამოყოფილი შარდის მოცულობა; მცირედ მომატებულია წყურვილი; მცირედ გამომშრალია ლორწოვანი გარსები; მცირედ მომატებულია გულისცემის სიხშირე; კაპილარული ავსება ნორმაშია; კანის ტურგორი ნორმაშია; თვალები და წინა ყიფლიბადის მდგომარეობა ნორმაშია.[40] მსუბუქი დეჰიდრატაციის მქონე ბავშვების რეჰიდრატაცია უნდა მოხდეს პერორალური ხსნარით, 50 მლ/კგ 4 საათის განმავლობაში.[40][42]

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ პერორალური ხსნარი მცირე მოცულობით და ხშირი ინტერვალებით უნდა მიეწოდოს ბავშვს. მოცულობა თანდათან უნდა გაიზარდოს.[43] ძალიან მცირეწლოვანი ჩვილებისთვის კოვზით ან საწვეთით სარგებლობა შეიძლება სასარგებლო იყოს ხსნარის მიწოდებისთვის.

თუ ბავშვი უარს ამბობს სითხის მიღებაზე, შესაძლებელია შპრიცით სითხის შესხმა პირის ღრუში. შეგიძლიათ ცადოთ გემოიანი სითხეები ან სითხის გაყინული ვარიანტი ("საწუწნი ყინული").[62]

Back
პლიუს –

სითხის კომპენსაცია/შენარჩუნება პერორალური რეჰიდრატაციით

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარის მოცულობა ღებინების/დიარეის ერთ ეპიზოდზე: წონა <10 კგ = 60 - 120 მლ, წონა >10 kg = 120 - 240 მლ.[42] ეს უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ღებინება და დიარეა არ ალაგდება.

სითხის შენარჩუნების დღიური მოცულობა არის 100 მლ/კგ პირველი 10 კგ წონაზე, 50 მლ/კგ მეორე 10 კგ-ზე და 20 მლ/კგ შემდეგ ყოველ 1 კგ-ზე 20 კილოგრამის ზემოთ.

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ პერორალური ხსნარი მცირე მოცულობით და ხშირი ინტერვალებით უნდა მიეწოდოს ბავშვს. მოცულობა თანდათან უნდა გაიზარდოს.[43] ძალიან მცირეწლოვანი ჩვილებისთვის კოვზით ან საწვეთით სარგებლობა შეიძლება სასარგებლო იყოს ხსნარის მიწოდებისთვის.

თუ ბავშვი უარს ამბობს სითხის მიღებაზე, შესაძლებელია შპრიცით სითხის შესხმა პირის ღრუში. შეგიძლიათ ცადოთ გემოიანი სითხეები ან სითხის გაყინული ვარიანტი ("საწუწნი ყინული").[62]

Back
პლიუს –

ასაკის შესაბამისი კვება

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ბავშვებმა უნდა განაგრძონ ასაკის შესაბამისი კვება, როგორც კი იქნება ამის საშუალება.[40][42]

თუ ჩვილი ძუძუთი კვებაზეა, უნდა გაგრძელდეს კვება მთელი ეპიზოდის განმავლობაში.[40][42]

თუ ჩვილი ძუძუთი კვებაზე არ არის, არ არის აუცილებელი ხელოვნური რძის განზავება ან ლაქტოზასგან თავისუფალი რძის მიცემა.[40][42]

ჩვილებს უფრო ხშირად უნდა მიეწოდოთ საკვები (დედის ან ხელოვნური რძე).

Back
განიხილე –

ონდანსეტრონი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ონდანსეტრონის გამოყენება განიხილება მაშინ, როცა ღებინების გამო პერორალური რეჰიდრატაცია ვერ ხდება.

შეძლებისდაგვარად, რეკომენდებულია პერორალური, ერთდოზიანი ონდანსეტრონი (ინტრავენურის ნაცვლად). ერთ რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაში (n = 194), ონდანსეტრონის ერთმა დოზამ შეამცირა იმ ბავშვების წილი, რომლებსაც უგრძელდებოდათ ღებინება 4 საათის განმავლობაში 42.9%-დან 19.5%-მდე (95% სარწმუნოების ინტერვალი 0.20-დან 0.72-მდე) და ასევე შეამცირა ღებინების ეპიზოდების რაოდენობა 4 საათის განმავლობაში (ინციდენტობის სიხშირის თანაფარდობა 0,51 [95% სარწმუნოების ინტერვალი 0,29-დან 0,88-მდე]).[56] როგორც წესი, საკმარისია 1 ერთჯერადი დოზა (პერორალური ან ინტრავენური). ზოგჯერ პაციენტები საჭიროებენ განმეორებით დოზირებას. მედიკამენტი შეიძლება მიიღონ როგორც სტაციონარში, ასევე ამბულატორიულად, თუმცა აუცილებელია პაციენტის კლინიკური შეფასება. მედიკამენტი ფრთხილად უნდა დაინიშნოს ბავშვებში, რომელთაც ძლიერი დიარეა აქვთ, რადგან მის ფონზე შეიძლება დამძიმდეს დიარეა. გასტროენტერიტის დროს კლინიცისტმა უნდა შეაფასოს ღებინების საწინააღმდეგო თერაპიის სარგებელი და შესაბამისი გვერდითი ეფექტები და რისკები.[57][58][59][60] [ Cochrane Clinical Answers logo ]

პირველადი პარამეტრები

ონდანსეტრონი: ბავშვები 8-15 კგ: 2 მგ პერორალურად ერთჯერადი დოზის სახით; ბავშვები 16-30 კგ: 4 მგ პერორალურად ერთჯერადი დოზის სახით; ბავშვები >30 კგ: 8 მგ პერორალურად ერთჯერადად; ბავშვები: 0.1-0.15 მგ/კგ ინტრავენურად ერთჯერადად, მაქსიმუმ 4 მგ

საშუალო დეჰიდრატაცია (5% to 10%)

Back
1-ლი რიგის –

რეჰიდრატაცია 100 მლ/კგ პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარით 4 საათის განმავლობაში

საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის ნიშნებია: ყურადღების უნარი ნორმაშია, მაგრამ დაღლილი ან გაღიზიანებულია; დაქვეითებულია გამოყოფილი შარდის მოცულობა; საშუალოდ მომატებულია წყურვილი; გამომშრალია ლორწოვანი გარსები; მომატებულია გულისცემის სიხშირე; კაპილარული ავსება გახანგრძლივებულია; კანის ტურგორი დაქვეითებულია; თვალები ჩაცვენილია და წინა ყიფლიბადი დაწეულია.[40] საშუალო დეჰიდრატაციის შემთხვევაში გამოიყენება პერორალური ხსნარი 100 მლ/კგ 4 საათის განმავლობაში.[40][42]

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ პერორალური ხსნარი მცირე მოცულობით და ხშირი ინტერვალებით უნდა მიეწოდოს ბავშვს. მოცულობა თანდათან უნდა გაიზარდოს.[43] ძალიან მცირეწლოვანი ჩვილებისთვის კოვზით ან საწვეთით სარგებლობა შეიძლება სასარგებლო იყოს ხსნარის მიწოდებისთვის.

თუ ბავშვი უარს ამბობს სითხის მიღებაზე, შესაძლებელია შპრიცით სითხის შესხმა პირის ღრუში. შეგიძლიათ ცადოთ გემოიანი სითხეები ან სითხის გაყინული ვარიანტი ("საწუწნი ყინული").[62]

Back
პლიუს –

სითხის კომპენსაცია/შენარჩუნება პერორალური რეჰიდრატაციით

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარის მოცულობა ღებინების/დიარეის ერთ ეპიზოდზე: წონა <10 კგ = 60 - 120 მლ, წონა >10 kg = 120 - 240 მლ.[42] ეს უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ღებინება და დიარეა არ ალაგდება.

სითხის შენარჩუნების დღიური მოცულობა არის 100 მლ/კგ პირველი 10 კგ წონაზე, 50 მლ/კგ მეორე 10 კგ-ზე და 20 მლ/კგ შემდეგ ყოველ 1 კგ-ზე 20 კილოგრამის ზემოთ.

Back
პლიუს –

ასაკის შესაბამისი კვება

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ბავშვებმა უნდა განაგრძონ ასაკის შესაბამისი კვება, როგორც კი იქნება ამის საშუალება.[40][42]

თუ ჩვილი ძუძუთი კვებაზეა, უნდა გაგრძელდეს კვება მთელი ეპიზოდის განმავლობაში.[40][42]

თუ ჩვილი ძუძუთი კვებაზე არ არის, არ არის აუცილებელი ხელოვნური რძის განზავება ან ლაქტოზასგან თავისუფალი რძის მიცემა.[40][42]

ჩვილებს უფრო ხშირად უნდა მიეწოდოთ საკვები (დედის ან ხელოვნური რძე).

Back
განიხილე –

ონდანსეტრონი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ონდანსეტრონის გამოყენება განიხილება მაშინ, როცა ღებინების გამო პერორალური რეჰიდრატაცია ვერ ხდება.

შეძლებისდაგვარად, რეკომენდებულია პერორალური, ერთდოზიანი ონდანსეტრონი (ინტრავენურის ნაცვლად). ერთ რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაში (n = 194), ონდანსეტრონის ერთმა დოზამ შეამცირა იმ ბავშვების წილი, რომლებსაც უგრძელდებოდათ ღებინება 4 საათის განმავლობაში 42.9%-დან 19.5%-მდე (95% სარწმუნოების ინტერვალი 0.20-დან 0.72-მდე) და ასევე შეამცირა ღებინების ეპიზოდების რაოდენობა 4 საათის განმავლობაში (ინციდენტობის სიხშირის თანაფარდობა 0,51 [95% სარწმუნოების ინტერვალი 0,29-დან 0,88-მდე]).[56] როგორც წესი, საკმარისია 1 ერთჯერადი დოზა (პერორალური ან ინტრავენური). ზოგჯერ პაციენტები საჭიროებენ განმეორებით დოზირებას. მედიკამენტი შეიძლება მიიღონ როგორც სტაციონარში, ასევე ამბულატორიულად, თუმცა აუცილებელია პაციენტის კლინიკური შეფასება. მედიკამენტი ფრთხილად უნდა დაინიშნოს ბავშვებში, რომელთაც ძლიერი დიარეა აქვთ, რადგან მის ფონზე შეიძლება დამძიმდეს დიარეა. გასტროენტერიტის დროს კლინიცისტმა უნდა შეაფასოს ღებინების საწინააღმდეგო თერაპიის სარგებელი და შესაბამისი გვერდითი ეფექტები და რისკები.[57][58][59][60] [ Cochrane Clinical Answers logo ]

პირველადი პარამეტრები

ონდანსეტრონი: ბავშვები 8-15 კგ: 2 მგ პერორალურად ერთჯერადი დოზის სახით; ბავშვები 16-30 კგ: 4 მგ პერორალურად ერთჯერადი დოზის სახით; ბავშვები >30 კგ: 8 მგ პერორალურად ერთჯერადად; ბავშვები: 0.1-0.15 მგ/კგ ინტრავენურად ერთჯერადად, მაქსიმუმ 4 მგ

Back
1-ლი რიგის –

რეჰიდრატაცია 100 მლ/კგ ნაზოგასტრული რეჰიდრატაციის ხსნარით 4 საათის განმავლობაში

საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის ნიშნებია: ყურადღების უნარი ნორმაშია, მაგრამ დაღლილი ან გაღიზიანებულია; დაქვეითებულია გამოყოფილი შარდის მოცულობა; საშუალოდ მომატებულია წყურვილი; გამომშრალია ლორწოვანი გარსები; მომატებულია გულისცემის სიხშირე; კაპილარული ავსება გახანგრძლივებულია; კანის ტურგორი დაქვეითებულია; თვალები ჩაცვენილია და წინა ყიფლიბადი დაწეულია.[40]

ნაზოგასტრულ მეთოდზე გადასვლამდე შესაძლებელია გარკვეული მეთოდების ცდა:

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ პერორალური ხსნარი მცირე მოცულობით და ხშირი ინტერვალებით უნდა მიეწოდოს ბავშვს. მოცულობა თანდათან უნდა გაიზარდოს.[43]

ძალიან მცირეწლოვანი ჩვილებისთვის კოვზით ან საწვეთით სარგებლობა შეიძლება სასარგებლო იყოს ხსნარის მიწოდებისთვის. თუ ბავშვი უარს ამბობს სითხის მიღებაზე, შესაძლებელია შპრიცით სითხის შესხმა პირის ღრუში.

შეგიძლიათ სცადოთ გემოიანი სითხეები ან სითხის გაყინული ვარიანტი ("საწუწნი ყინული").[62]

საშუალო დეჰიდრატაციის დროს სითხის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრული ზონდი, ხსნარი 100 მლ/კგ 4 საათის განმავლობაში.[40][42]

ნაზოგასტრული ზონდი განიხილება ინტრავენურ მეთოდზე გადასვლამდე.

ნაზოგaსტრული გზით ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებული გართულებები შეიძლება იყოს ცხვირის, საყლაპავის და კუჭის ტრავმული დაზიანება, ასევე ასპირაცია.

Back
პლიუს –

სითხის კომპენსაცია/შენარჩუნება ნაზოგასტრული პერორალური რეჰიდრატაციით

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ნაზოგასტრული პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარის მოცულობა ღებინების/დიარეის ერთ ეპიზოდზე: წონა <10 კგ = 60 - 120 მლ, წონა >10 kg = 120 - 240 მლ.[42] ეს უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ღებინება და დიარეა არ ალაგდება.

სითხის შენარჩუნების დღიური მოცულობა არის 100 მლ/კგ პირველი 10 კგ წონაზე, 50 მლ/კგ მეორე 10 კგ-ზე და 20 მლ/კგ შემდეგ ყოველ 1 კგ-ზე 20 კილოგრამის ზემოთ.

სითხის მიმდინარე დანაკარგები და შემანარჩუნებელი სითხე გამოითვლება ერთად და მიეწოდება თანაბრად ნაზოგასტრული გზით 24 საათის გაანმავლობში.

Back
პლიუს –

ასაკის შესაბამისი კვება

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ბავშვებმა უნდა განაგრძონ ასაკის შესაბამისი კვება, როგორც კი იქნება ამის საშუალება.[40][42]

თუ ჩვილი ძუძუთი კვებაზეა, უნდა გაგრძელდეს კვება მთელი ეპიზოდის განმავლობაში.[40][42]

თუ ჩვილი ძუძუთი კვებაზე არ არის, არ არის აუცილებელი ხელოვნური რძის განზავება ან ლაქტოზასგან თავისუფალი რძის მიცემა.[40][42]

ჩვილებს უფრო ხშირად უნდა მიეწოდოთ საკვები (დედის ან ხელოვნური რძე).

Back
განიხილე –

ონდანსეტრონი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ონდანსეტრონის გამოყენება განიხილება მაშინ, როცა ღებინების გამო პერორალური რეჰიდრატაცია ვერ ხდება.

შეძლებისდაგვარად, რეკომენდებულია პერორალური, ერთდოზიანი ონდანსეტრონი (ინტრავენურის ნაცვლად). ერთ რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაში (n = 194), ონდანსეტრონის ერთმა დოზამ შეამცირა იმ ბავშვების წილი, რომლებსაც უგრძელდებოდათ ღებინება 4 საათის განმავლობაში 42.9%-დან 19.5%-მდე (95% სარწმუნოების ინტერვალი 0.20-დან 0.72-მდე) და ასევე შეამცირა ღებინების ეპიზოდების რაოდენობა 4 საათის განმავლობაში (ინციდენტობის სიხშირის თანაფარდობა 0,51 [95% სარწმუნოების ინტერვალი 0,29-დან 0,88-მდე]).[56] როგორც წესი, საკმარისია 1 ერთჯერადი დოზა (პერორალური ან ინტრავენური). ზოგჯერ პაციენტები საჭიროებენ განმეორებით დოზირებას. მედიკამენტი შეიძლება მიიღონ როგორც სტაციონარში, ასევე ამბულატორიულად, თუმცა აუცილებელია პაციენტის კლინიკური შეფასება. მედიკამენტი ფრთხილად უნდა დაინიშნოს ბავშვებში, რომელთაც ძლიერი დიარეა აქვთ, რადგან მის ფონზე შეიძლება დამძიმდეს დიარეა. გასტროენტერიტის დროს კლინიცისტმა უნდა შეაფასოს ღებინების საწინააღმდეგო თერაპიის სარგებელი და შესაბამისი გვერდითი ეფექტები და რისკები.[57][58][59][60] [ Cochrane Clinical Answers logo ]

პირველადი პარამეტრები

ონდანსეტრონი: ბავშვები 8-15 კგ: 2 მგ პერორალურად ერთჯერადი დოზის სახით; ბავშვები 16-30 კგ: 4 მგ პერორალურად ერთჯერადი დოზის სახით; ბავშვები >30 კგ: 8 მგ პერორალურად ერთჯერადად; ბავშვები: 0.1-0.15 მგ/კგ ინტრავენურად ერთჯერადად, მაქსიმუმ 4 მგ

Back
განიხილე –

ინტრავენური სითხეები

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ინტრავენური სითხეების გამოყენება შესაძლებელია გავითვალისწინოთ პაციენტებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ნაზოგასტრული გზით ხელოვნურ კვებაზე ან მაშინ, როდესაც არსებობს ნაზოგასტრული კვების უკუჩვენება (ქოანების ატრეზია, საყლაპავის ატრეზია).

ინტრავენური თერაპიის უკუჩვენებებია: სითხის ინტერსტიციული ინფილტრაცია კანულას მიდამოში, ასევე ტკივილი, სისხლდენა, ფლებიტი და გულყრები.

Back
1-ლი რიგის –

რეჰიდრატაცია ინტრავენური სითხეებით

საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის ნიშნებია: ყურადღების უნარი ნორმაშია, მაგრამ დაღლილი ან გაღიზიანებულია; დაქვეითებულია გამოყოფილი შარდის მოცულობა; საშუალოდ მომატებულია წყურვილი; გამომშრალია ლორწოვანი გარსები; მომატებულია გულისცემის სიხშირე; კაპილარული ავსება გახანგრძლივებულია; კანის ტურგორი დაქვეითებულია; თვალები ჩაცვენილია და წინა ყიფლიბადი დაწეულია.[40]

აღნიშნულ ჯგუფში პერორალური რეჰიდრატაციის უკუჩვენებას წარმოადგენს: ძლიერი ღებინება, ცნობიერების დონის დაქვეითება, პარალიზური ილეუსი და მონოსაქარიდული მალაბსორბცია.[42]

ინტრავენური სითხის მიწოდების მიზეზი გახლავთ გამოთვლილი დეფიციტის, მიმდინარე დანაკარგების შევსება და აგრეთვე დღიური შემანარჩუნებელი სითხის რაოდენობის მიწოდება.

მსუბუქი და საშუალო დეჰიდრატაციის მქონე ბავშვებში დეფიციტი უნდა შეივსოს 4 საათში, ხოლო დანარჩენი მოცულობა მიეწოდოს 24 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია ინტრავენური სითხის სახით 0.45%-იანი ნატრიუმის ქლორიდის გამოყენება 5%-იან გლუკოზასთან ერთად.

კვების განახლება რაც შეიძლება სწრაფად არის რეკომენდებული, როცა პაციენტის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს.

ინტრავენური თერაპიის უკუჩვენებებია: სითხის ინტერსტიციული ინფილტრაცია კანულას მიდამოში, ასევე ტკივილი, სისხლდენა, ფლებიტი და გულყრები.

Back
პლიუს –

სითხის კომპენსაცია/შენარჩუნება ინტრავენური სითხეების გამოყენებით

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ინტრავენური სითხეების მოცულობა ღებინების/დიარეის ერთ ეპიზოდზე: წონა <10 კგ = 60 - 120 მლ, წონა >10 kg = 120 - 240 მლ.[42] ეს უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ღებინება და დიარეა არ ალაგდება.

სითხის შენარჩუნების დღიური მოცულობა არის 100 მლ/კგ პირველი 10 კგ წონაზე, 50 მლ/კგ მეორე 10 კგ-ზე და 20 მლ/კგ შემდეგ ყოველ 1 კგ-ზე 20 კილოგრამის ზემოთ.

საშუალო დონის დეჰიდრატაციის მქონე ბავშვებში რეკომედებულია 0.45%-იანი ნატრიუმის ქლორიდის გამოყენება 5%-იანი გლუკოზით, რათა ჩანაცვლდეს მიმდინარე დანაკარგები და შენარჩუნდეს სითხის დღიური საჭირო რაოდენობა. მისი მიწოდება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, თანაბრად.

Back
პლიუს –

ასაკის შესაბამისი კვება

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ბავშვებმა უნდა განაგრძონ ასაკის შესაბამისი კვება, როგორც კი იქნება ამის საშუალება.[40][42]

თუ ჩვილი ძუძუთი კვებაზეა, უნდა გაგრძელდეს კვება მთელი ეპიზოდის განმავლობაში.[40][42]

თუ ჩვილი ძუძუთი კვებაზე არ არის, არ არის აუცილებელი ხელოვნური რძის განზავება ან ლაქტოზასგან თავისუფალი რძის მიცემა.[40][42]

ჩვილებს უფრო ხშირად უნდა მიეწოდოთ საკვები (დედის ან ხელოვნური რძე).

მძიმე დეჰიდრატაცია (>10%)

Back
1-ლი რიგის –

რეჰიდრატაცია 20 მლ/კგ ინტრავენური სითხით 1 საათის განმავლობაში

მძიმე დეჰიდრატაციის ნიშნებია: აპათიური ან ლეთარგიული მდგომარეობა; მნიშვნელოვნად დაქვეითებულია გამოყოფილი შარდის მოცულობა ან არ გამოიყოფა შარდი; ძლიერად მომატებულია წყურვილი; ძალიან გამომშრალია ლორწოვანი გარსები; გამოხატულად მომატებულია გულისცემის სიხშირე; კაპილარული ავსება გახანგრძლივებულია ან მინიმალურია; კანის ტურგორი დაქვეითებულია; თვალები ძალიან ჩაცვენილია და წინა ყიფლიბადი ძალიან დაწეულია; კიდურები ცივია; ჰიპოტენზია; და კომა.[40]

ინტრავენური 0.9% ნატრიუმის ქლორიდი ან რინგერის ლაქტატი, 20 მლ/კგ, პაციენტს უნდა მიეწოდოს 1 საათის განმავლობაში.[40]

საჭიროა სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი და პაციენტის ხელახალი შეფასება რეგულარულად.

შესაძლოა აუცილებელი გახდეს ინტრავენური სითხეების ბოლუსების გამოყენება, სანამ პულსი, პერფუზია და ფსიქიკური სტატუსი არ დაუბრუნდება ნორმას.[42]

ინტრავენური რეჰიდრატაციისთვის შეუსაბამოა ჰიპოტონური ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება.

პერორალური რეჰიდრატაციის თერაპია უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც პაციენტი საკმარისად ჯანმრთელი იქნება პროცედურის ასატანად.

ინტრავენური თერაპიის უკუჩვენებებია: სითხის ინტერსტიციული ინფილტრაცია კანულას მიდამოში, ასევე ტკივილი, სისხლდენა, ფლებიტი და გულყრები.

რეჰიდრატაცია და ჰიდრატაციის შენარჩუნება უნდა გაგრძელდეს, სანამ არ შემსუბუქდება ღებინება და დიარეა.

Back
პლიუს –

სტაბილიზაციის შემდგომი პერორალური ან ნაზოგასტრული პერორალური რეჰიდრატაციის თერაპიის გაგრძელება

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

პერორალური რეჰიდრატაციის თერაპია უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც პაციენტი საკმარისად ჯანმრთელი იქნება პროცედურის ასატანად.

პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარის მოცულობა ღებინების/დიარეის ერთ ეპიზოდზე: წონა <10 კგ = 60 - 120 მლ, წონა >10 kg = 120 - 240 მლ.[42] ეს უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ღებინება და დიარეა არ ალაგდება.

სითხის შენარჩუნების დღიური მოცულობა არის 100 მლ/კგ პირველი 10 კგ წონაზე, 50 მლ/კგ მეორე 10 კგ-ზე და 20 მლ/კგ შემდეგ ყოველ 1 კგ-ზე 20 კილოგრამის ზემოთ.

სითხის მიმდინარე დანაკარგები და შემანარჩუნებელი სითხე გამოითვლება ერთად და მიეწოდება თანაბრად ნაზოგასტრული გზით 24 საათის გაანმავლობში.

Back
პლიუს –

ასაკის შესაბამისი კვება სტაბილური სტატუსის მიღწევის შემდეგ

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ბავშვებმა უნდა განაგრძონ ასაკის შესაბამისი კვება, როგორც კი იქნება ამის საშუალება.[40][42]

ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში ძუძუთი კვება მთელი ეპიზოდის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, შესაძლებლობის შემთხვევაში რეჰიდრატაციის თავდაპირველი ფაზების განმავლობაშიც.[40][42]

თუ ჩვილი ძუძუთი კვებაზე არ არის, არ არის აუცილებელი ხელოვნური რძის განზავება ან ლაქტოზასგან თავისუფალი რძის მიცემა.[40][42]

ჩვილებს უფრო ხშირად უნდა მიეწოდოთ საკვები (დედის ან ხელოვნური რძე).

Back
პლიუს –

სითხის კომპენსაცია/შენარჩუნება ინტრავენური სითხეების გამოყენებით

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

აღნიშნულ ჯგუფში პერორალური რეჰიდრატაციის უკუჩვენებას წარმოადგენს: ძლიერი ღებინება, ცნობიერების დონის დაქვეითება, პარალიზური ილეუსი და მონოსაქარიდული მალაბსორბცია.[42]

რეჰიდრატაციისს შემდეგ რეკომენდებულია 0.45%-იანი ნატრიუმის ქლორიდის გამოყენება 5%-იანი გლუკოზით, რათა ჩანაცვლდეს მიმდინარე დანაკარგები და შენარჩუნდეს სითხის დღიური საჭირო რაოდენობა.

ინტრავენური სითხეების მოცულობა ღებინების/დიარეის ერთ ეპიზოდზე: წონა <10 კგ = 60 - 120 მლ, წონა >10 kg = 120 - 240 მლ.[42] ეს უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ღებინება და დიარეა არ ალაგდება.

სითხის შენარჩუნების დღიური მოცულობა არის 100 მლ/კგ პირველი 10 კგ წონაზე, 50 მლ/კგ მეორე 10 კგ-ზე და 20 მლ/კგ შემდეგ ყოველ 1 კგ-ზე 20 კილოგრამის ზემოთ.

გამოითვლება როგორც სითხის მიმდინარე დანაკარგები, ასევე შემანარჩუნებელი სითხეები ერთად და შემდგომ მიეწოდება თანაბრად 24 საათის განმავლობაში.

კვების განახლება რაც შეიძლება სწრაფად არის რეკომენდებული, როცა პაციენტის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს.

ინტრავენური თერაპიის უკუჩვენებებია: სითხის ინტერსტიციული ინფილტრაცია კანულას მიდამოში, ასევე ტკივილი, სისხლდენა, ფლებიტი და გულყრები.

Back
პლიუს –

ასაკის შესაბამისი კვება სტაბილური სტატუსის მიღწევის შემდეგ

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ბავშვების კვება ასაკის შესაბამისად უნდა გაგრძელდეს დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც მათი ფიზიკური მდგომარეობა აღნიშნულის საშუალებას მოგვცემს.[40][42]

ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში ძუძუთი კვება მთელი ეპიზოდის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, შესაძლებლობის შემთხვევაში რეჰიდრატაციის თავდაპირველი ფაზების განმავლობაშიც.[40][42]

თუ ჩვილი ძუძუთი კვებაზე არ არის, არ არის აუცილებელი ხელოვნური რძის განზავება ან ლაქტოზასგან თავისუფალი რძის მიცემა.[40][42]

ჩვილებს უფრო ხშირად უნდა მიეწოდოთ საკვები (დედის ან ხელოვნური რძე).

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას