პირველადი პრევენცია

საშარდე გზების ინფექციის (UTI) პრევენციის ძირითად საყრდენს წარმოადგენს ამოცნობილი რისკფაქტორების თავიდან აცილება. საშარდე გზების ინფექციების (UTI) მიმართ მოწყვლადი ქალები თავს უნდა არიდებდნენ სპერმიციდული პროდუქტების გამოყენებას. პრევენციული ზომის სახით საშარდე გზების სიმპტომური ინფექციის მქონე პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალებისთვის გასათვალისწინებელია ვაგინალური ესტროგენული თერაპია.

მეორეული პრევენცია

საშარდე გზების ინფექციის (UTI) პრევენცია ითვალისწინებს მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორების შემცირებას, როგორიცაა სპერმიციდული პროდუქტების გამოყენების თავიდან აცილება.

საშარდე გზების რეციდიული ინფექციის (UTI) დროს UTI-ის დათრგუნვა შესაძლებელია დაბალ-დოზიანი ანტიმიკრობული პროფილაქტიკით, ერთჯერადი ანტიმიკრობული თერაპიით სქესობრივ აქტამდე ან მის შემდეგ, ან თვით-ინიცირებული თერაპიის გზით. პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში, რეციდივების ინციდენტობის შემცირება შესაძლოა მცირდებოდეს ტოპიკური ვაგინალური ესტროგენული კრემების გამოყენებისას.

არსებობს მცირე მტკიცებულება, რომ ჰიდრატაცია და მოშარდვა სქესობრივი აქტის დასრულებისთანავე ხელს უწყობს საშარდე გზების ინფექციების პრევენციას.[21]

აგრეთვე არსებობს საშარდე გზების ინფექციების პრევენციისთვის შტოშის მოხმარების მხარდაჭერის ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულება.[87][88][89]​ თუმცა, 2023 წელს განახლებული კოქრეინის ერთი მიმოხილვა მხარს უჭერს შტოშის პროდუქტების გამოყენებას მორეციდივე საშარდე გზების ინფექციების მქონე ქალებში სიმპტომური, კულტურულად დამოწმებული ინფექციების რისკის შესამცირებლად.[90]

კიდევ ერთი მეტა-ანალიზი ავლენს შტოშის მოხმარების დამცავ ეფექტს.[91]

შტოშის წინააღმდეგობრივი კლინიკური შედეგების ერთერთი ხელშემწყობი ფაქტორია A ტიპის შემცველობის ბიოაქტიური პროანთიოციანდის (PAC) ზუსტი განსაზღვრისა და იდენტიფიკაციის არარსებობა.[92] შტოშის დანამატები (შეიცავენ პროანთოციანიდის 36 მგ-ს დღიურ დოზაში) უზრუნველყოფდნენ საშარდე გზების პოსტოპერაციული ინფექციების პრევენციას კეთილთვისებიანი გინეკოლოგიური ოპერაციების შემდეგ, როცა ხდებოდა შარდის ბუშტის კათეტერიზაცია.[93] სხვა კვლევების თანახმად, შტოშის წვენის ყოველდღიურად მიღება ამცირებდა UTI-ის ტვირთს UTI-ის ბოლოდროინდელი ანამნეზის მქონე ქალებში.[94]

თუ პაციენტი დაინტერესებულია საშარდე გზების ინფექციის პროფილაქტიკაში არაანტიბიოტიკური საშუალებებით (UTI ), მას უნდა აუხსნან, რომ UTI-ის პროფილაქტისკისთვის PAC-ის რეკომენდებული ეფექტური დოზა 36 მგ-ს შეადგენს; თუმცა, სხვადასხვა ბრენდებში დოზები შეიძლება განსხვავდებოდეს, ამიტომ ყოველთვის საჭიროა ინსტრუქციის წაკითხვა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას