გართულებები
მიზეზი შეიძლება მასპინძლისა და მიკრობისთვის დამახასიათებელი ფაქტორების კომბინაცია იყოს.0 მასპინძლის ფაქტორები მოიცავს მრავლობით სამედიცინო პრობლემას, კათეტერის არსებობას ან/და მალნუტრიციას. ხშირ შემთხვევაში, უროსეფსისი დაკავშირებულია საშარდე გზების სპეციფიკურ გართულებულ ფაქტორებთან (მაგ., ობსტრუქცია, აბსცესები, უცხო სხეულები, კენჭები). მიკრობის ფაქტორებია, ვირულენტობა და ანტიბიტიკებით მკურნალობის ისტორიას.[85]
სეფსისი საჭიროებს მონიტორინგს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მნიშნელოვანი ნაბიჯები გულისხმობს დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორების მოშორებას, ჰემოდინამიკური და ნუტრიციული პარამეტრების შენარჩუნებას და შესაბამის ანტიმიკრობული თერაპიას.
თირკმლის აბსცესი წარმოადგენს თირკმლის პარენქიმის ჩირქოვან ინფექციას. თირკმლის აბსცესების უმრავლესობა გამოწვეულია გრამ-უარყოფითი ბაქტერიებით და, სავარაუდოდ, განპირობებულია აღმავალი ინფექციით, რომელიც ვითარდება გადატანილი ინფექციის ან კენჭების გავლენით ჩამოყალიბებული ტუბულარული ობსტრუქციის შედეგად.
სიმპტომები შესაძლოა ბუნდოვანი იყოს და მოიცავს ცხელებას, შემცივნებას და მუცლის ან ფერდქვეშა ტკივილს. რისკის ქვეშ იმყოფებიან ანამნეზში საშარდე გზების გართულებული ინფექციის მქონე პაიენტები. საშარდე გზების ინფექციები, რომელნიც ასოცირდება სტაზთან, კონკრემენტებთან, ორსულობასთან, ნეიროგენურ შარდის ბუშტთან და დიაბეტთან შესაძლოა განაპირობებდეს პაციენტების მიდრეკილებას აბსცესის ფორმირებისკენ.[86]
შეიძლება იყოს მძიმე გართულებული ინფექციის შედეგი, დაკვშირებული ანტიბიოტიკებით მკურნალობასთან ან სეფსისის შედეგად განვითარებულ მულტიორგანულ უკმარისობასთან. მედიკამენტების დოზირება უნდა დარეგულირდეს. ავირიდოთ ნეფროტოქსიური პრეპარატების გამოყენება.
დიაბეტის მქონე პირები იმყოფებიან აღნიშნული მწვავე მანეკროზებელი რენული ინფექციის რისკის ქვეშ, რომლის დროსაც მიკროორგანიზმები (ყველაზე ხშირად Escherichia coli) შაქრის ფერმენტაციის გზით წარმოქმნიან ნახშირორჟანგს. ეს დაავადება არ განეკუთვნება გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს, მათ შორის დიაბეტის მქონე პირებშიც.
ემფიზემატოზური პიელონეფრიტი ყველაზე ხშირად აღინიშნება იმუნოკომპრომენტირებულ ხანდაზმულ პირებში.
ინტრა-პარენქიმული ან სუპრა-რენალური აირგროვა პირდაპირ რენტგენოგრამაზე წარმოადგენს ამ დაავადების რადიოგრაფიულ ინდიკატორს.
მკურნალობა ითვალისწინებს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს და სისხლში გლუკოზის შემცველობის აგრესიულ მონიტორინგს და კონტროლს. თუ აღინიშნება დასენიანებული თირკმლის ტრაქტის ობსტრუქცია, ეს საჭიროებს დაუყონებლლივ გადაწყვეტას პერკუტანეური დრენირების სახით ან, თუ კონსერვატიული ზომები წარუმატებელია, გასათვალისწინებელია ნეფრექტომიის ჩატარება.
ქსანტოგრანულომატოზური პიელონეფრიტი (XGP) წარმოადგენს საშარდე გზების ობსტრუქციის და საშარდე გზების ინფექციის (UTI) იშვიათ საბოლოო შედეგს. Proteus-ის სახეობები, ჩვეულებრივ, ჩართულია და, როგორც წესი, იდენტურია იმ მიკროორგანიზმების, რომლებიც ასოცირდება კენჭების ფორმირებასთან და ქრონიკულ ანთებით პროცესთან. კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) წარმოადგენს ვიზუალიზაციის ყველაზე გამოსადეგ ინსტრუმენტს და ავლენს მოზრდილ რენიფორმულ წარმონაქმნს დილატირებული ფიალებით და აბსცესებით.
ეს დაავადება ცნობილია ”დიდი იმიტატორის” სახელით, რადგან მისი ჩვეული სიმპტომები (ფერდქვეშა ტკივილი, ცხელება, შემცივნება) წააგავს უფრო კეთილთვისებიანი ინფექციების კლინიკას, ხოლო დაავადება კი რადიოგრაფიულად ხშირად აღიქმება, როგორც ნეოპლასტიური ხასიათის პროცესი.
მკურნალობა ითვალისწინებს თირკმლის მთლიანი ჩართული ქსოვილის მოცილებას, რაც ჩვეულებრივ ნეფრექტომიის ხასიათს ატარებს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას