დიფერენციული დიაგნოზები

ჰიპერ-აქტიური შარდის ბუშტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მოშარდვის უეცარი მოთხოვნილება და გახშირება საშარდე გზების ინფექციის არარსებობის პირობებში.

კვლევები

ნეგატიურია შარდის ტესტი მარკერ-ზოლით, მიკროსკოპიული ურინალიზი და შარდის კულტურა.

შარდის ბუშტის ან ზედა საშარდრ გზების უროთელიური კარცინომა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მიკროსკოპიული და/ან მაკროჰემატურია საშარდე გზების ინფექციის არარსებობის პირობებში.

კვლევები

პოზიტიურია შარდის ციტოლოგია. სიმსივნის ვიზუალიზაცია ხდება ცისტოსკოპიის ან ზედა ტრაქტის გამომსახველობითი კვლევების საშუალებით.

არა-ინფექციური ურეთრიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დიზურია, შესაძლოა დაცლის ირიტაციული სიმპტომების თანხლებით, საშარდე გზების ინფექციის არარსებობის პირობებში.

კვლევები

ნეგატიურია შარდის ტესტი მარკერ-ზოლით, მიკროსკოპიული ურინალიზი და შარდის კულტურა.

უცხო სხეული შარდის ბუშტში

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

საშარდე გზების რეციდიული ან განუკურნებელი ინფექცია (UTI).

კვლევები

უცხო სხეულის (მაგ. კენჭი, მცირე მენჯზე მანამდე გადატანილი ქირურგიული ჩარევის შედეგად დარჩენილი ნაკერები) ვიზუალიზაცია ხორციელდება გამომსახველობითი კვლევების ან ცისტოსკოპიის საშუალებით.

Candida სოკოთი გამოწვეული ვაგინიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

საშოდან გამონადენის და/ან ვაგინალური ირიტაციის არსებობა.

კვლევები

ნეგატიურია შარდის ტესტი მარკერ-ზოლით, მიკროსკოპიული შარდის ანალიზი და შარდის კულტურა; პოზიტიურია ვაგინალური კულტურები.

პირდაპირი გასინჯვით ვლინდება დაკვირტული საფუარის და ჰიფების არსებობა - კალიუმის ჰიდროქსიდის საშუალებით შესაძლებელია აღნიშნული სოკოვანი ელემენტების აღდგენის გაძლიერება; საფუარის არსებობა პროვოცირებას უწევს მასიურ ლეიკოციტარულ რეაქციას ამინური ტესტის ნეგატიური შედეგით. აღინიშნება ნორმალური ვაგინალური ფლორა.

ვაგინიტი, რომელსაც იწვევს trichomonas.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

საშოდან გამონადენის და/ან ვაგინალური ირიტაციის არსებობა.

კვლევები

ნეგატიურია შარდის ტესტი მარკერ-ზოლით, მიკროსკოპიული შარდის ანალიზი და შარდის კულტურა; პოზიტიურია ვაგინალური კულტურები.

პირდაპირი გასინჯვით ხშირად ვიზუალიზდება მოძრავი პარაზიტი, რომელიც წინ-უკან აქნევს თავის შოლტისებრ წანაზარდს; ინფექცია ასოცირებულია მასიურ ლეიკოციტალურ რეაქციასთან ამინური ტესტის პოზიტიური შედეგით და ნორმალური ვაგინალური ფლორის გაქრობით.

ბაქტერიული ვაგინოზი და ცერვიციტი, გამოწვეული Neisseria gonorrhoeae-ით, Chlamydia trachomatis-ით ან herpes simplex-ით

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

საშოდან გამონადენის და/ან ვაგინალური ირიტაციის არსებობა.

კვლევები

ნეგატიურია შარდის ტესტი მარკერ-ზოლით, მიკროსკოპიული ურინალიზი და შარდის კულტურა.

პოზიტიურია ვაგინალური კულტურები; პოზიტიურია დნმ-ტიპირების ტესტი გონორეის და ქლამიდიის არსებობაზე.

ინტერსტიციური ცისტიტი (მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტკივილი, რომელიც ასოცირდება შარდის ბუშტის გადავსებასთან, აგრეთვე მოშარდვის უეცარ მოთხოვნილებასთან და გახშირებასთან საშარდე გზების ინფექციის (UTI) ან სხვა ეტიოლოგიის არარსებობის პირობებში. დაავადების მიმდინარეობა ჩვეულებრივ ხასიათდება გამწვავებების და რემისიების მონაცვლეობით.[44]

დისპარეუნია (ტკივილის შეგრძნება სქესობრივი აქტის დროს) და დისკომფორტი ბოქვენზედა არეში, აგრეთვე საშოს წინა კედლის მტკივნეულობა გასინჯვის დროს.

კვლევები

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენა შარდის ნეგატიური კულტურების კვალდაკვალ დამახასიათებელია ინტერსტიციური ცისტიტისთვის.

შარდსადენი მილის დივერტიკული

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შესაძლოა ვლინდებოდეს დიზურიით, დისპარეუნიით და/ან შარდის წვეთობრივი გამოყოფით.

ფიზიკალური გასინჯვით შესაძლოა აღინიშნოს ფლუქტუირებადი ურეთრალური წარმონაქმნის არსებობა, მასზე ზეწოლის შედეგად ჩირქოვანი გამონადენი.

კვლევები

დამახასიათებელი რადიოგრაფიული მიგნებები მიქციური ცისტოურეთგროგრაფიის (სითხის დაგროვება პერი-ურეთრალურად) ან T2-შეწონილი მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვის (MRI) მონაცემებით (პერი-ურეთრალური არის ნათების გამოსახულება).

სკინის ჯირკვლის ინფიცირებული ცისტა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შესაძლოა ვლინდებოდეს ურეთრალური ტკივილით, გამონადენით და/ან მოშარდვის უეცარი მოთხოვნილებით და გახშირებით.

კვლევები

შესაძლებელია ვიზუალიზაცია MRI-ს საშუალებით.

მენჯის ღრუს ორგანოების პროლაფსი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შესაძლოა ვლინდებოდეს მენჯის არეში გადავსების ან ზეწოლის შეგრძნებებით და/ან შარდის ბუშტის დაცლის დისფუნქციით.

კვლევები

დიაგნოზი კლინიკურია

ინფექციის არსებობის არანაირი მტკიცებულება შარდის გამოკვლევის შედეგად.

ურეთრალური კიბო

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შესაძლოა ვლინდებოდეს დაცლასთან დაკავშირებული სიმპტომებით ან ჰემატურიით.

ფიზიკალური გასინჯვით შესაძლოა აღინიშნოს შარდსადენი მილის ინდურაცია.

კვლევები

ცისტოსკოპიით შესაძლებელია ურეთრალური წარმონაქმნის ვიზუალიზაცია, ხოლო დადასტურება ხდება ბიოფსიური სინჯის პათომორფოლოგიური დიაგნოზის საფუძველზე.

რადიაციული ცისტიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მენჯის ღრუს დასხივების ანამნეზი.

შესაძლოა ვლინდებოდეს დაცლასთან დაკავშირებული სიმპტომებით და/ან ჰემატურიით.

კვლევები

ცისტოსკოპიური მონაცემები მოიცავენ დიფუზურ ერითემას, შეშუპებას, ვასკულარიზაციას, პეტექიების და ფერმკრთალი კერების თანაარსებობას.

პოსტ-ციკლოფოსფამიდური ცისტიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ციკლოფოსფამიდით მკურნალობის ანამნეზი.

დაცლის ირიტაციული სიმპტომები.

კვლევები

დიაგნოსტიკა ხორციელდება ცისტოსკოპიის (დიფუზური ერითემა, შეშუპება, ვასკულარიზაცია, პეტექიების და ფერმკრთალი კერების თანაარსებობა) და, შესაძლოა, ბიოფსიის საშუალებით.

ქვედა საშარდე გზების ატიპიური ინფექციები (სოკო, ადენოვირუსი, ტუბერკულოზი)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შესაძლოა ვლინდებოდეს დაცლასთან დაკავშირებული რეციდიული სიმპტომებით ან სტერილური პიურიით.

კვლევები

დიაგნოსტიკა ხორციელდება ატიპიური მიკროორგანიზმების კულტურის გამოყვანის საშუალებით.

უსიმპტომო ბაქტერიურია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ეს არ ითვლება საშარდე გზების ინფექციად, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს ჯანმრთელი ქალების 20%-ში და პრევალენტობა კიდევ უფრო მაღალია მოხუცთა საერთო საცხოვრებლებში, 50%.[3][4]

კვლევები

შარდში ბაქტერიების და, ზოგჯერ, ლეიკოციტების არსებობა ურინალური სიმპტომების არარსებობის პირობებში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას