ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

საკვანძო რისკ ფაქტორებად მოიაზრება სექსუალური აქტიურობა, სპერმიციდების გამოყენება, პოზიტიური ოჯახური ანამნეზი, რეციდიული UTI-ის ანამნეზი, უცხო სხეულის არსებობა (როგორიცაა შარდის ბუშტის კენჭები ან ნაკერები მცირე მენჯზე მანამდე გადატანილი ქირურგიული ჩარევის შედეგად), აგრეთვე პოსტ-მენოპაუზური უროგენიტალური ატროფია.

დიზურია

ოთხი სიმპტომი და ერთი ნიშანი (დიზურიის, გახშირების, ჰემატურიის, ზურგის ტკივილის და კოსტოვერტებრული კუთხის მტკივნეულობის ჩათვლით) მნიშვნელოვნად ზრდის საშარდე გზების ინფექციის (UTI) განვითარების ალბათობას.[34]

შარდვის გახშირება

ოთხი სიმპტომი და ერთი ნიშანი (დიზურიის, გახშირების, ჰემატურიის, ზურგის ტკივილის და კოსტოვერტებრული კუთხის მტკივნეულობის ჩათვლით) მნიშვნელოვნად ზრდის საშარდე გზების ინფექციის (UTI) განვითარების ალბათობას.[34]

ჰემატურია

ოთხი სიმპტომი და ერთი ნიშანი (დიზურიის, გახშირების, ჰემატურიის, ზურგის ტკივილის და კოსტოვერტებრული კუთხის მტკივნეულობის ჩათვლით) მნიშვნელოვნად ზრდის საშარდე გზების ინფექციის (UTI) განვითარების ალბათობას.[34]

ზურგის ტკივილი/ფერდქვეშა ტკივილი

ოთხი სიმპტომი და ერთი ნიშანი (დიზურიის, გახშირების, ჰემატურიის, ზურგის ტკივილის და კოსტოვერტებრული კუთხის მტკივნეულობის ჩათვლით) მნიშვნელოვნად ზრდის საშარდე გზების ინფექციის (UTI) განვითარების ალბათობას.[34]

მომატებული მგრძნობელობა კოსტოვერტებრალურ კუთხეში

როდესაც ვლინდება კოსტოვერტებრული კუთხის მტკივნეულობა, აუცილებლადა გასათვალისწინებელი პიელონეფრიტის დიაგნოზი.

იშვიათი

ცხელება

წარმოადგენს პიელონეფრიტის კლინიკური სინდრომის ნაწილს.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

მოშარდვის უეცარი მოთხოვნილება

ხშირი სიმპტომია. აგრეთვე შესაძლოა წარმოადგენდეს ჰიპერ-აქტიური შარდის ბუშტის სიმპტომსაც.

ბოქვენზედა არის ტკივილი და მგრძნობელობის მომატება

ამ სიმპტომის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის UTI-ის ალბათობას.[43]

რისკფაქტორები

ძლიერი

სექსუალური აქტივობა

სექსუალური კონტაქტი წარმოადგენს ძალიან ძლიერ რისკფაქტორს.[20]

საშარდე გზების რეციდივების განვითარებასთან ძლიერ ასოციატიურ კავშირშია ცხოვრების განმავლობაში არსებული ნებისმიერი სექსუალური აქტივობა და ნებისმიერი სექსუალური აქტი ბოლო წლის განმავლობაში.[21]

სპერმიციდების გამოყენება

სპერმიციდები, რომლებიც შეიცავენ ნონოქსინოლ-9-ს, თრგუნავენ ვაგინალურ ლაქტობაცილებს, რაც ხელს უწყობს ვაგინალური ეშერიხია კოლის კოლონიზაციას და ზრდის UTI-ის განვითარების რისკს.[22][23]

კონდომების შემომგარსველი სპერმიციდის შედარებით მცირე რაოდენობაც ზრდის საშარდე გზების ინფექციის (UTI) განვითარების რისკს.[24]

პოსტ-მენოპაუზის პერიოდი

ესტროგენის დეფიციტი (და აქედან გამომდინარე უროგენიტალური ატროფია, ვაგინალური ატროფია და ასევე მენოპაუზის უროგენიტალური სინდრომი) UTI-ის რისკფაქტორს წარმოადგენს.[25]

ტოპიკური ინტრავაგინალური მკურნალობა ამცირებს საშარდე გზების ინფექციების რისკს პოსტმენოპაუზურ ქალებში;​​​ საშოს ლორწოვანის ესტროგენიზაცია ხელს უწყობს ლაქტობაცილების კოლონიზაციას, რაც თავის მხრივ ზღუდავს უროპათოგენების თანაარსებობას და, შესაბამისად, ამცირებს საშარდე გზების ინფექციების განვითარების რისკს.[19][26][27] სისტემური პერორალური ესტროგენული თერაპია არ არის ასოცირებული რეკურენტული ინფექციების შემცირებასთან და რეკომენდებული არ არის ტოპიკურ ესტროგენთან შედარებით.[27][28]

სექსუალური აქტიურობა პოსტ-მენოპაუზის პერიოდში ნაკლები ხარისხითაა ასოცირებული საშარდე გზების ინფექციების (UTI) განვითარების რისკთან უფრო ახალგაზრდა ასაკის ქალებთან შედარებით.

შარდის შეუკავებლობა და ესტროგენული დანამატები აგრეთვე ასოცირებულია საშარდე გზების ინფექციასთან (UTI) უფროსი ასაკის ქალებში, თუმცა ამის მიზეზები ბოლომდე გარკვეული არ არის.[29]

UTI-ების დადებითი ოჯახური ანამნეზი

ანამნეზურად საშარდე გზების ინფექციების (UTI) არსებობა დედის მხრიდან ზრდის რეციდიული UTI-ის რისკს 2-დან 4-ჯერ.[21]

რეციდიული UTI-ის ანამნეზი

კარგად დადგენილი რისკ-ფაქტორი.[30]

უცხო სხეულის არსებობა

ნებისმიერი მუდმივი კათეტერის ან სხვა უცხო სხეულის არსებობა (კენჭი, ნაკერი, ქირურგიული მასალა, მენჯის ქირურგიული ოპერაციისას გამოყენებული პოლიპროპილენის მესერი) მნიშვნელოვნად ზრდის საშარდე გზების ინფექციის (UTI) განვითარების რისკს.

უცხო სხეულები ქმნიან საშარდე გზების ინფექციის (UTI) კერებს და ზღუდავენ საშარდე გზების გამოსუფთავების შესაძლებლობას.

ბაქტერიურია ვითარდება კათეტერის მუდმივი ან ხანგამოშვებითი გამოყენების პირობებში, ხოლო ასიმპტომური ბაქტერიურია მკურნალობას არ საჭიროებს. თუ კათეტერის ან სტენტის არსებობისას პაციენტს განუვითარდა საშარდე გზების ინფექცია (UTI), გასათვალისწინებელია კათეტერის ან სტენტის შეცვლის აუცილებლობა.[1]

სუსტი

ინსულინ-დამოკიდებული დიაბეტი

წარმოადგენს უპირატეს რისკ-ფაქტორს უფროსი ასაკის ქალებში.[31]

ცხოვრების განმავლობაში გადატანილი საშარდე გზების ინფექციების (UTI) მაღალი რიცხვი

წარმოადგენს უპირატეს რისკ-ფაქტორს უფროსი ასაკის ქალებში.[31]

ბოლო დროს მიღებული ანტიბიოტიკები

ცოტა ხნით ადრე გამოყენებული ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალება შესაძლოა განაპირობებდეს საშარდე გზების ინფექციების (UTI) განვითარებას ვაგინალურ ფლორაზე მათი გავლენის შედეგად.[32][33]

შარდის ბუშტის არასრული დაცლა

როგორც დეტრუზორი კუნთის სისუსტე, ისე შარდის ბუშტის გამოსასვლელი ნაწილის ობსტრუქცია (მაგ. მეორადად განვითარებული მენჯის ორგანოთა პროლაფსის ან შეუკავებლობის საწინააღმდეგოდ მიმართული პროცედურის შედეგად) შესაძლოა განაპირობებდეს შარდის სტაზს, რაც არღვევს ბაქტერიურიისგან გამოსუფთავების ბუნებრივ შესაძლებლობებს.

ხანდაზმული ასაკი

70 წლის ასაკის ქალების ათ პროცენტს აღენიშნება საშარდე გზების ესა თუ ის ინფექცია (UTI).[34][35]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას